ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025

ლევან ხაბეიშილი: რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? და მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო, აზრზე მოდით, ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში შიშს არ დაამარცხებთ

ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ადვოკატებს ვთხოვო, წინასწარი პატიმრობის გადახედვის საკითხი არცერთ ეტაპზე არ დააყენონ, რადგან არაფერი მაქვს სათხოვარი ხალხთან, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამლეს, ორსული ქალბატონი, მცირეწლოვნები, ქალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია.

„ყველაფერი მაქვს აკრძალული, ოჯახთან კომუნიკაცია მაქვს აკრძალული, საცდელი ვირთხასავით ვარ, მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ. მე მინდა, ჩემს ადვოკატებს ვუთხრა, სასამართლოს გირაოს სახით არანაირი თანხა არ შესთავაზოთ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ, სასამართლოს თუ აინტერესებს ჩემი პოზიცია, 20 წუთი მომეცით. სისხლის სამართალი არის მოქმედება, დანაშაულს კი არ მედავებით, არამედ მედავებით პოლიტიკურ განცხადებას. ჩემი მოწოდება ეხებოდა გდდ-ს თანამშრომლებს, ადამიანებს, მათ შორის, ვინც უკანონობას ჩადიოდა. მეც ვარ დაზარალებული გდდ-ს თანამშრომლების მიერ, ძვლები დამილეწეს, მაგრამ ამაზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ჩემი მიწოდება შეეხებოდა მათ: არ იძალადოთ, არ დაასახიჩროთ. იყო დაპირება, რომ მომავალში, როცა ხელისუფლება შეიცვლება დაჯილდოვდებით.

ყოველი დღე გადამწყვეტია, ტროტუარზე გვიკრძალავენ დგომას. ახლა კანონს იღებენ, რომ ერთი კვირით ადრე უნდა განაცხადო აქციის გამართვაზე. ეს არ არის თამაში. 300-მდე პოლიტპატიმარია, როგორ დავიჯერო, მათ ათი გულშემატკივარი არ ჰყავთ? რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ, ამიტომ აქციაზე ვერ დარჩებით? მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო. როგორ ვუთხარი გდდ-ს თანამშრომლებს? ეს არ არის ქრთამი, ქრთამი თქვენკენ მოიკითხეთ. უაზროთ კამათობთ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ ისედაც, რას კამათობთ. გინდათ, გითხრათ, რატომ ვერ ამბობთ, რომ ერთიანები ხართ? კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები და ამას ვერ იღებთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები.

გეშინიათ. ვიდრე შიში იქნება, ივანიშვილის რეჟიმი იქნება. ყოველდღე 100 ათასი ადამიანი უნდა აპროტესტებდეს, მაშინ ვიქნებით გამარჯვებული. იძახით, გავიმარჯვებთო. ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს. ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და ქვეყნისთვის იბრძოლეთ. გეყოთ გამბედაობა ან იმ ახალგაზრდებს ვინც ციხეშია უთხარით, გააფორმონ საპროცესო და გამოვიდნენ. გეყოთ ტელევიზორიდან ამდენი ლაი-ლაი, აზრზე მოდით, ან ბიძინა ივანიშვილი გასულია ბოლოში, ქვეყანას ბოლომდე დახურავს ჩალით. ერთმანეთს ჩაკიდეთ ხელი, ერთდღიანი აქცია გამოსავალი არ არის.

მე ვარ პროცესის გულშემატკივარი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული იმ ადამიანის, ვინც ამისთვის იბრძვის. ვიღაცები რომ დგანან და ლაი-ლაობენ, თქვენი ბანერებიანად კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა იყოთ და იქიდან აკეთოთ განცხადებები. რომ გამოდიხართ და პატიმრებზე საუბრობთ, თქვენი საქმე აკეთეთ, ხალხს აჩვენეთ, გამოსავალი სად არის. ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გაქვთ. არ შეიძლება, მუდმივად აზა ჩალიჩავასნაირი მოქალაქე აჩვენებდეს გმირობას, დანარჩენები კი დადიხართ შარვალ – კოსტუმში გამოწყობილი და ლაი-ლაობთ. როგორ უნდა შესთავაზოთ ხალხს პოლიტიკური გამოსავალი, შიშებში ხართ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია

აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი, ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე  თუ  ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან? – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას.პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა.„რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ვსაუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით. საუბარი როცაა , რას ნიშნავს პროდასავლური? რომელია დასავლეთი, როგორ განვსაზღვროთ, ვისზე ვიყოთ დამოკიდებული? ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, ვინმეზე დამოკიდებულების, და ეს ნელ-ნელა მილევადია. სიტყვასაც ვერ ძრავენ. ხომ შეიძლება, რომელიმე გამოვიდეს.  მე მაინტერესებს, ვინმე გაბედავს ტრამპის კრიტიკას?! ერთი-ორი აქტივისტის ფეისბუქპოსტზე თუ წავიკითხე რაღაც კრიტიკული, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ რომ ასეთი დამოკიდებულებაა. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, აქტორები, ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც თვლიან, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლების ჩასაბარებლად, ჩემი წინამორბედი, გაბედონ, აბა, სად დგანან ახლა – ევროპული ბიუროკრატიის გვერდით  თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც აშშ-ის დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი?! ეს ხომ ერთი და იგივე არ არის? ეს ხომ განსხვავებულია. რა პროდასავლობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხომ მითია, როგორც რუსული  კანონზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნიკა ობოლაძე- თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს...

„თუ ქმედება ის არის, რომ ვამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეგრე მაშინ რომელიმე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ლეგიტიმური პრემიერი. ან მაშინ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები, ან პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ისაუბრა.მისივე განცხადებით ოპოზიცია ძალიან რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს. „ჩვენ გადავეშვით იქ, საიდანაც უბრალოდ გვიჭირს შემოტრიალება. ჩვენ ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში და რეალობის აღქმა გვიჭირს. და რეალობა არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არის ქმედითი, ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება. ერთი მხრივ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ერთმანეთს და ამბობდეს, რომ შეუძლებელია ამათ მოიგონ და მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ შეუძლებელია ხაზარაძემ მოიგოს და ის სათამაშო პარლამენტს გვთავაზობდა. რატომ იყო ის სათამაშო პარლამენტი, თუ არჩევნები 2024 წელს ოპოზიციამ მოიგო. მაშინ ის იყო ლეგიტიმური პარლამენტი. რატომ ვაკრიტიკებთ ოპოზიციის ლიდერებს ან პოლიტიკურ პარტიებს, ამ ხალხმა თუ მოიგო 2024 წლის არჩევნები, მაშინ არიან ქმედითები, მაშინ ყველაფერი ისე უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ლეგიტიმური და არჩევნებს იგებს, ან რაღაც სხვანაირად არის“-განაცხადა ობოლაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს

ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეურაქტივი“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, ულტრამემარჯვენეების მცდელობა, კორუფციული სკანდალის თემა მომავალ კვირას სტრასბურგში პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეეტანა, ჩაიშალა.გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ინიციატივას მხარი ულტრამემარჯვენე „სუვერენული ერების ევროპის ჯგუფმა“ დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამოძიების შესახებ დებატები დღის წესრიგში დაეყენებინათ.„ევროპელები იმსახურებენ, იცოდნენ სიმართლე ევროკავშირის ინსტიტუტებში კორუფციული სკანდალების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ევროკავშირის სახსრები პოლიტიკური ან იდეოლოგიური ინტერესებისთვის“, – აცხადებს უნგრელი ევროპარლამენტარი კინგა გალი, რომელიც შეხვედრაზე „პატრიოტებს“ წარმოადგენდა.

მიხეილ ყაველაშვილი – სახელმწიფო სწორ გზაზე დგას, ქვეყანა ვითარდება, ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც აქტივისტებს აცხოვრებენ

სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველო ვითარდება, ეს რეალობაა და ამას ვერავინ უარყოფს.„სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში. ჩამდგარიც არის, ხორციელდება ეს პროცესი და ვითარდება ქვეყანა. კვირა და თვე არ გავა შეფასებები არ ხდებოდეს სხვადასხვა მიმართულებებით: კორუფციასთან ბრძოლა იქნება, გამჭვირვალობის თემა, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა, ეკონომიკური საკითხი. ეს ხომ ფაქტებია, ამას ვინ უარყოფს, ვერავინ! ქვეყანა ვითარდება, ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც მათ აცხოვრებენ და ყოველდღე რაღაც დღეებს რომ ითვლიან და რას აპროტესტებენ? – სად არიან ეს პროდასავლელები? ტრამპისკენ არიან თუ ევრობიუროკრატიისკენ?“, – განაცხადა  მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის, ევროპა სხვა ღირებულებაა, სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს აშშ

ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები წარმოადგინა, და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იმაზე, რასაც ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენ მივუთითებდით, ვთხოვდით ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მკაცრად არის მოწოდება ევროკავშირისკენ, რომ ის თუ ასე გააგრძელებს – პირდაპირ არის ეს სიტყვები – ევროპას ემუქრება გაქრობა, ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია.„ევროპულ ბიუროკრატიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ჩამოთვლილია საკითხები: პოლიტიკური კრიზისი, მიგრაციის თემა, იდენტობის საკითხი, ეროვნული ინტერესები, რაც მთავარია, ეკონომიკა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ 25%-დან 14%-ზე  ჩამოვიდა, მთავრობის კრიზისები, ხალხის მიერ პოლიტიკოსების ლეგიტიმაცია და ბევრი კომპონენტი, რომელიც საკმაოდ საგანგაშოა. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვით არის წარმოდგენილი რუსეთი, ჩინეთთან ურთიერთობაც განსხვავებულადაა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ეროვნულ ინტერესზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება – ზუსტად იგივე მოცემულობებია ამერიკის თვალსაზრისით. შიდა პოლიტიკის თემები, ინდუსტრიალიზაცია, კრიმინალთან ბრძოლა, ეროვნული ინტერესი, ეკონომიკის საკითხები – ეს ის თემებია, რაშიც ჩვენ თანხვედრაში ვართ“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მისივე თქმით,  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი არ არის სპონტანური მიმართვა ევროკავშირის მიმართ, არამედ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, თუ რა პრობლემის წინაშეა, ამერიკის დღევანდელი შეხედულებით, ევროკავშირი.„ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის. ევროპა განსხვავებულია, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში აშშ. ასეთი მკაცრები ჩვენ არ ვყოფილვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები