შაბათი, მარტი 15, 2025

ლევან ხაბეიშვილი: ყველა ქართველის ადგილი არის საქართველოში, მათთვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები

„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას“ -„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნასაკირალში ადგილობრივებს შეხვდა“

“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამბობს, რომ ადამიანებს მუშაობა ეზარებათ, არადა ვართ გურიაში, სადაც შევხვდით ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში გადადიან სეზონურ სამუშაოზე, ძალ-ღონით სავსე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოადგნენ საქართველოს ეკონომიკას, ეკონომიკური დოვლათი შექმნან საკუთარ ქვეყანაში, ოჯახებს ღირსეული შემოსავალი მოუტანონ, მაგრამ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ აქვთ, საქართველოში აქვს მხოლოდ ივანიშვილს, მის თანამდებობის პირებს, რომლებიც ძარცვავენ ამ ადამიანებს და მდიდრდებიან თვითონ.

ამ ხალხისთვის არ არის ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, არადა ჩვენ ვხედავთ და ბევრი ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ იშრომონ და უნდათ მისსავე ქვეყანაში გამოიმუშაონ ეს თანხა, არ მოწყდნენ შვილებს, არ მოწყდნენ დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, უნდათ რომ ამ ქვეყანაში იყოს ის ეკონომიკური დოვლათი, რომ იმუშაონ აქ და ჩვენ მათ ვპირდებით, რომ გამარჯვებისთანავე ვიზრუნებთ ამ ადამიანების ღირსეულ დასაქმებაზე იმ პროექტების ფარგლებში, რაც „გამარჯვების კოალიციას“ აქვს.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ბესო ქათამაძის განცხადებით – „დღეს გურიაში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარესთან და ლიდერებთან ერთად. ახლა ვართ სოფელ ნასაკირალში, გამარჯვებულ სოფელში, , სადაც აეროპორტი უნდა გაკეთდეს, დასაქმდეს უამრავი ადგილობრივი თუ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს რასაც ვთავაზობთ, ეს არის ღირსეული დასაქმება, ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა არ მოუწიოთ წასვლა ემიგრაციაში, ბავშვები არ დარჩნენ დედების და მამების გარეშე და ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხედვა თუ როგორ უნდა შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ კარგად. ყველა ქართველის ადგილი არის საქართველოში, მათთვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები, რომელსაც შექმნის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე.“ – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო ქათამაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი კითხვაზე, რატომ ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა – ვამბობდი გარკვეული სარკაზმით

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, რატომ ამბობდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.„ვამბობდი გარკვეული სარკაზმით“, – უპასუხა ტრამპმა.წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ შეძლებდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულებას.პროგრამა Full Measure-ის წამყვანმა, შერილ ატკისონმა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს პირადად ჰკითხა.„კი, მე მაშინ ვამბობდი ამას გარკვეული სარკაზმით. რეალურად რასაც ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა ეს გადაწყდეს. ვფიქრობ, რომ გამომივა“, – განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ტრამპმა თქვა, რომ ჯერჯერობით რუსეთთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედარებით კარგად მიმდინარეობს.„ცოტა მეტს გავიგებთ ორშაბათს და იმედი მაქვს, რომ საქმე კარგად იქნება“, – დასძინა ტრამპმა განმარტების გარეშე, თუ რას გულისხმობს.

4 ლოცვა რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუკი აღდგომის მარხვას არ იცავთ

თუ აღდგომის მარხვას ვერ იცავთ, მაგრამ სულიერად გრძნობთ საჭიროებას, რომ ღმერთს მიმართოთ, შეგიძლიათ ილოცოთ შემდეგი ლოცვებით:1. „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდავყოს სახელი შენი...“2 „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“3. „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა შენდამი იმედიანნი არ დავიღუპოთ...“ – ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა.4. „50-ე ფსალმუნი“ („შეგვიწყალენ ღმერთო“) – სინანულისა და შეწყალების ლოცვა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანი მარხვას ვერ იცავს, მაგრამ ღმერთთან დაახლოება სურს.

გიორგი ბუტიკაშვილი – საინტერესო იყო აშშ-ის ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა ბოჭორიშვილთან – გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა,...

 „რა ტონითაც არის დაწერილი ეს ტექსტი, არის საკმაოდ მკაცრი, არადიპლომატიურად, პირდაპირ არის მოთხოვნები წაყენებული და ცხადია, ეს მოთხოვნები არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან ჩვენ მანამდე პერიოდში რასაც ვხედავდით კონგრესმენების განცხადებებს, წითელი ხაზები არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ გაფორმებული. იგივე არის ირანთან ურთიერთობები. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაწერეს კონგრესმენებმა, მათ შორის, უილსონმაც, ირანული კავშირები - ბიზნესი, როგორ იზრდება საქართველოს ურთიერთობა ირანთან, ასევე ჩინეთთან და ანაკლიის პორტი, რომელიც ასევე არის ტრამპის ადმინისტრაციის წითელი ხაზები, შესაბამისად, საელჩოს განცხადებაც თითქოს ამას ამბობს, ანუ სხვა პირობა, ამერიკის სტრატეგიული კუთხიდან რომ შევაფასოთ, სხვა არაფერი იქნებოდა გარდა ამ ურთიერთობებისა.ასევე, ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება - ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად დაწერა ამერიკის საელჩომ.ძალიან საინტერესო იყო ასევე ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა მაკა ბოჭორიშვილთან. გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როდესაც მიდიხარ და ეს ჰგავდა მოლაპარაკებით შეხვედრას, იქ მსგავსი სახელდებები მიღებული და მისაღებია“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა. 

ვლადიმერ პუტინი – სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი.როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, სომხური მხარის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.„ნიკოლ ფაშინიანმა აცნობა რუსეთის პრეზიდენტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებისა და ერევნის მზადყოფნის შესახებ, ხელი მოაწეროს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს. ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა და გამოდის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ რუსეთის მხარის ნებისმიერ შესაძლო დახმარებას ამ მიზნების მისაღწევად“, – აცხადებენ კრემლში.ამასთან ერთად, კრემლის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში.სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.„მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულებას. მხარს ვუჭერთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის მიღწევის გზაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებებით. მიზნად ვისახავთ, გავუწიოთ ყველანაირი დახმარება სამშვიდობო პროცესის შემდგომ წინსვლასა და ბაქოსა და ერევანს შორის დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, საერთო საზღვრის დელიმიტაციასა და ჰუმანიტარულ პრობლემატიკას იმ ზომითა და ფორმით, რომელიც მისაღები იქნება პარტნიორებისთვის. სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის ხელშეწყობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მზადაა, ეწვიოს ბაქოსა და ერევანს შესაბამისი კონსულტაციების ჩასატარებლად. ვადასტურებთ ჩვენს შეთავაზებას, უზრუნველვყოთ რუსული პლატფორმა აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების კონტაქტებისთვის სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის საკითხთა მთელი კომპლექსის შესახებ, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

🎥მკვლელობა ვაკეში – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.ჩვენ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ. 

ბოლო სიახლეები