სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

ლევან ხაბეიშვილი: საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ივანიშვილის მანიპულაცია ვერ შეძლებს მანიპულაციას, მთავარია, ხალხი მივიდეს არჩევნებზე

„ძალიან საქმიანი შეხვედრა გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენ მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამ შეხვედრის შემდეგ განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, რადგან ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო ივანიშვილის პარტიასთან.“ – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა,  ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტზე და გამოწვევაზე, რომელიც აქვს „გამარჯვების კოალიციას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს საკითხები შეეხებოდა: წარმოუდგენელია, კონკურენტულ უნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტ სააკაშვილი არის ციხეში. მეორე, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სამასამდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ივანიშვილის პარტია ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს, ასეთი უბანი საქართველოში არის სამასამდე, სადაც „ქართულ ოცნებას“ თითქოს და აქვს 90-95 პროცენტიანი მხარდაჭერა, ამიტომ ეს ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებულო ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი არ გარბიან ჩვენი მოქალაქეები, არამედ საქართველოში აქვთ ღირსეული შემოსავალი, საქართველოა ევროკავშირის წევრო ქვეყანა, ამაზე ვიმსჯელეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი.

უმნიშვნელოვანესია 2024 წლის არჩევნები და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს კურსს და ეს კარგად ესმის მოქალაქეს და ჩვენს პარტნიორებსაც, ამიტომ ცხადია მნიშვნელოვანი რომ არის ეს არჩევნები, ამიტომ გვქონდა ეს შეხვედრა და ამ თემაზე დისკუსია.

ჩვენი პარტნიორებისგან არსებობს მზაობა არჩევნებზე დაკვირვების და საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ივანიშვილის მანიპულაცია ვერ შეძლებს მანიპულაციას, მთავარია, რომ ქართველი ხალხი მივიდეს არჩევნებზე, ამიტომ ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი აქტიურები და ისეთი ინტერესით, როგორც არასდროს არ ყოფილა, ახლა იქნება ისეთი დაკვირვება არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არ ყოფილა არასდროს, უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც და ეს შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა რომელ ქალაქში, რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ სოფელში, რომელ საარჩევნო უბანზე გვჭირდება უფრო მეტი ყურადღება, ამიტომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ამ შეხვედრის შემდეგ განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, რადგან ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო ივანიშვილის პარტიასთან,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები