ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025

ლევან ხაბეიშვილი – რუსულმა პარტიამ პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ნაციონალური მოძრაობა“, ხმას ვინც არ ამოიღებს, იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია, რასაც თესთ, აუცილებლად მოიმკით

ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რომელი ოპოზიციური პარტიაც ხმას არ ამოიღებს, ლუსტრირებული იქნება.

„რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია!

ეს პროცესი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკვე ოფიციალურად აუქმებს არჩევნებს, სახელმწიფოს და გვაბარებს მტერ სახელმწიფოს!

ვინც, რომელი ოპოზიციური პარტიაც, ოპოზიციონერიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება ან მაგრამ-ებით, თუ-ებით ისაუბრებს, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!

მოვუწოდებ ყველას, ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ პოზიცია!

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით – არაერთხელ შემცდარხართ და ამიტომ ვართ „აქ“.

ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს, გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა!

ეჭვი მაქვს, რასაც თესთ, აუცილებლად მოიმკით!

„ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობთ, დაპლიუსდით კომენტარებში“, – წერს ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია აბაშიძე: წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა – სურდათ დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს სამებაში დაესწრო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მათი ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობა ჩავარდა. აბაშიძის განცხადებით, საქართველო არასდროს გახდება გარე ძალების მზაკვრული მიზნების აღსრულების პოლიგონი, რომ მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.“წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა - სურდათ ხელისუფლებასთან დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა სამებაში დაღუპულ მამულიშვილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. საქართველო არასდროს გახდება გარე სხვადასხვა ძალების მზაკვრული მიზნების აღსრულების პოლიგონი, რომ აქ მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს. რაც შეეხება პარლამენტთან მყოფ ნაცოკუპანტებს, ისინი ისე არიან პატრიოტები, როგორც მათი "სულიერი მამა", სერგო ორჯონიკიძე იყო მამულიშვილი.” - წერს გია აბაშიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„36 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც საბჭოთა ჯარებმა უკიდურესი სისასტიკით, ძალადობრივად დაშალეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მრავალათასიანი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მშვიდობიანი დემონსტრაცია. იმ ავბედითმა მოვლენებმა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი - დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სწორედ მათმა შეუპოვრობამ და სიმამაცემ ჩაუყარა საფუძველი ისტორიულ გარდატეხას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას - ჩვენს შვილებს, დებს, ძმებს, მეგობრებს. სამარადჟამოა მათი გმირობა - გმირობა, რომელმაც შეარყია საბჭოთა იმპერია, გამოაფხიზლა ეროვნული თვითშეგნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს და, უსაზღვრო სევდასთან ერთად, უსაზღვრო სიხარულით აღსავსე დღეა - თავისუფლებისთვის დაღვრილმა სისხლმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“.სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცემიდან 34-ე წლისთავს ვულოცავთ მთელ საქართველოს! ჩვენ ერთად ვაგრძელებთ სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შენებას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს მომავალ თაობას! დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.ცნობისათვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი - ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.

აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის არმიის დანაყოფები, რომლებიც განთავსებული არიან ვარდენისის რაიონის გარაიმანის და იუხარი შორჯას დასახლებების მიმართულებაზე, პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ ცეცხლსასროლი იარაღიდან.„აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა მითითებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.სასაზღვრო ზონაში სროლას უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ანგარიშების გამოსაძიებლად ბაქოს სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნა შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანს ამ ინიციატივაზე ჯერ არ უპასუხია.

ილია მეორემ 9 აპრილს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს,...

ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 9 აპრილის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა.„36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. სამშობლოსთვის თავგანწირვის დიდი გამოვლინება არის თავის სიყვარულის გზა და თავდადების, თავგანწირვის გზა.9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა და სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების. ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!“ - განაცხადა მეუფე შიომ“.სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო – ათობით მილიონი დოლარი გაიგზავნა საქართველოში, ეს უცხოური ჩარევაა, თუ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოლაპარაკება უნდა აწარმოოთ არჩეულ ხელისუფლებასთან

დაუჯერებელია, რასაც ზოგიერთი თქვენგანი თავს უფლებას აძლევს, განსაკუთრებით უნგრეთთან მიმართებით. უნგრეთმა გაგზავნა ქართულ პოლიტიკაში ასობით მილიონი დოლარი? უნგრეთმა გაგზავნა ამდენი ფული საქართველოში არჩევნების დროს? არა, ეს არ იყო უნგრეთი. ეს იყო USAID, ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ეს იყო „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.მისივე თქმით, ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში. ანდრაშ ლასლოს შეფასებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოსვლა და ფინანსური მხარდაჭერა, ჩარევაა.„თქვენ ასევე მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის პროტესტს – ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა ამ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში. და შემდეგ თქვენ გვეუბნებით, რომ იცავთ დემოკრატიას? ეს სამარცხვინოა. თქვენ თავს ესხმით უნგრეთს – რა თანხა გამოგზავნა უნგრეთმა საქართველოში? მითხარით, რა თანხა გამოვგზავნეთ ჩვენ, უნგრეთმა საქართველოში? გეკითხებით თქვენ, სოციალისტებს და ლიბერალებს, გთხოვთ, თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკება იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში. ევროკავშირი უარს ამბობს არჩევნებში გამარჯვებულებთან საუბარზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ზუსტები რეალობის პატივისცემაში. ათობით მილიონი დოლარი გაიგზავნა საქართველოში – ეს არის უცხოური ჩარევა. როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოდიხართ, ეს არის ჩარევა. როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერთ მხარს, ეს ჩარევაა. ჩვენ თუ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოლაპარაკებები არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოთ“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ბოლო სიახლეები