ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025

ლევან ხაბეიშვილი – რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს, ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო?

რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, რა ლიდერები, რა პარტიები, რა ბანერები აგიტყდათ. წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს და ეს უცხოელებიც გვიყურებენ, შიგნით ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, აბა მაშინ კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო? , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება დაიღალა და საჭიროა მეტი კოორდინაცია. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ლიდერობა საქმით უნდა დამტკიცდეს და მთავარი ამოცანაა, სწორედ ხალხთან იყოს ყველაზე მეტი კოორდინირება.

„მართლა დაიღალა საზოგადოება. ერთიანობა, ერთიანობა ვიძახით, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, რაღაც ეგოები ვერ დაიკმაყოფილა ვერავინ – მე უფრო მაგარი ვარ, მე ლიდერი ვარ, ჩემი ბანერი მინდა, ჩემი ნომერი მინდა. დავკარგეთ ქვეყანა, რუსული ხელისუფლება, კაგებეს აგენტურაა დღეს ხელისუფლებაში, ხალხს თავპირს ალეწავენ, უამრავი ადამიანი ციხეშია და ვიღაცების ეგოს უნდა გადაყვეს ეს ქვეყანა. მათ შორის მე მილიონჯერ თავს ვიკავებდი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რადგან ერთობა მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ. ახლა გამოვიდა და ერთიანობა ყოფილა ცუდი, თურმე დაქსაქსულობა ყოფილა კარგი. თურმე ერთიანობა ყოფილა „შემოგდებული“ თემა, დაქსაქსულობა ყოფილა ქვეყნის, ხალხის მოთხოვნა. მართლა რა სისულელეა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ამიტომ არ მაინტერესებს, სალომე იქნება, გრიშა იქნება, თუ ანზორი იქნება, არავიზე არ ვაპირებ თავდასხმას, მაგრამ ხალხი მართლა დაიღალა. პარტიის თავმჯდომარეობა, რაღაცა ლიდერობა –  ბიჭო, რით ვერ გამოვიდნენ, მიუღებელია, გულწრფელად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში 25 000 ხმა ავიღე, თანამდებობა როცა საჭირო იყო პირობითად და ვფიქრობდი, საქმეს, ერთიანობასაც, რაღაცას ასე გამოადგებოდა, რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, რა ლიდერები, რა პარტიები, რა ბანერები აგიტყდათ და ათასი სისულელე. მერე ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ. წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს და ეს უცხოელებიც გვიყურებენ, შიგნით ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით პირობითად, აბა, მაშინ კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო? უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო, ყველა ლაპარაკობს ერთიანობა საჭიროაო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. გამოდიან შემდეგ და აი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“, ტოლობის ნიშანს სვამენ, აი „ნაცი“ და აი „ქოცი“ – მართლა არაფერი არ შეგეშალოთ, ბიჭო, „ნაციონალს“ რომ გეუბნებიან, ეგ არის თქვენთვის დიდი თაყვანისცემა მართლა. ვიღაცებს რომ „ნაციონალებს“ გეძახიან, ორი დღეა, ოპოზიციაში მოხვედი და იმის მეასედი არ გაგივლიათ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუვლია. ხო, „ნაციონალური მოძრაობა“ ვარ მე, კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ვარ, მხარდამჭერიც ვარ, რადგან ევროპული პარტიაა, ქართული, პატრიოტული პარტიაა, იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებები გვაქვს, იმიტომ, რომ კონსერვატიული მიდგომები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. რა სიგიჟეა მართლა და აუ, იცი რა, მე „ნაციონალი“ არ ვარ და მერე სტატუსებს წერენ, მიშას თურმე ვიღაც უნდა მივუსვათ გვერდზე. გახარიამ თვალები დაგგვლიჯა და ის ბავშვები სადმე კიარ წასულან, თვალი არ აქვს ადამიანს და პასუხისმგებლობა არ უნდა, პოლიტიკური ამნისტია გამოიცხადეს პარლამენტში, წინასწარ მოიმთავრა გახარიამ და ვიღაცებმა საქმე. ეგრე არ არის, ძმებო რა, ჩვენ რომ რაღაცებზე გავჩუმდით, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია.ყველა დღე ვრწმუნდები ამაში. ყველაზე ნაკლებს ვლანძღავთ სხვას, სულ ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და შემდეგ ესენი იპრანჭებიან, რომ იცი, რა „ნაცებთან“ არა. რა „ნაცებთან“ არა, ბიჭო, 2013 წლის შემდეგ ჩვენ რომ გავიარეთ, ჩემმა პარტიის წევრებმა რომ გაიარეს, 10 000 კაცი რომ დაიბარეს პროკურატურაში, დევნა, ოფისები დაურბიეს ლანჩხუთში, ქუთაისში, ზესტაფონში, თბილისში. ჩვენი ხალხი არის ყველაზე მებრძოლი ხალხი, ყველაზე თავმდაბალი ხალხი და ვიღაცები დგანან, ორი დღის ოპოზიციაში მოსულები, სალომე ზურაბიშვილის გულისთვის ია კერზაია არ მოკლეს ზუგდიდში? თუ დაგვავიწყდა და არაფერზე უნდა ვილაპარაკოთ? ყველაფერს აქვს საზღვარი. ქვეყანას ვკარგავთ, თქვენი ბანერები, ბრენდები და ლიდერი ვარ – თუ ლიდერები ხართ, მაშინ საქმით გვანახეთ, ჩემთვის მთავარი ამოცანაა, ხალხთან იყოს ყველაზე მეტი კოორდინირება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„უსინათლოს თვალი აეხილა…“ – ცოტამ თუ იცის დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის სასწაულმოქმედი ხატის ისტორია

თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. ცოტამ თუ იცის ისტორია, რომელიც ამ ხატს უკავშირდება. იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც იმ ტერიტორიაზე აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს:"დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო".მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული - დაბადებიდან უსინათლო ადამიანს თვალი აეხილა! ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ. სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. ორშაბათობით, დილას, მარიამ ღვთისმშობლის სახელზე ტარდება ლოცვა, დაესწარით, მოილოცეთ, გულით შესთხოვეთ და გულმოწყალე დედა შეგეწევათ.

მეუფე იაკობი: ღმერთის მადიდებლობას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეგვაცვლევინებს, ვერც რუსეთის იმპერია, ვერც ევროკავშირის ვიზები

ღმერთის მადიდებლობას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეგვაცვლევინებს, ვერც რუსეთის იმპერია, ვერც ევროკავშირის ვიზები, ვერც სხვადასხვა რამე, - განაცხადა ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.მისივე თქმით, ერთი მხრივ, 20% გვაქვს წართმეული ოკუპაციით რუსეთის მხრიდან და სხვა მხარეს სულიერი ოკუპაცია მიდის.„დედა ღვთისმშობელი ყოველთვის ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების და ჩვენი ძვირფასი სამშობლოს, საქართველოს მფარველი. ღმერთის მადიდებლობას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეგვაცვლევინებს, ვერც რუსეთის იმპერია, ვერც ევროკავშირის ვიზები, ვერც სხვადასხვა რამე. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, რომ კეთილდღეობა რომ გვინდა და აუცილებელია თითოეულ ადამიანს კეთილდღეობა ჰქონდეს, ეს რის საფასურად. ვინმეს უნდა უღირსი მამა და დედა, მაგრამ მდიდარი იყოს, კარგად ცხოვრობდეს? ვინმეს უნდა უღირსი შვილი? ერთი მხრივ, 20% გვაქვს წართმეული ოკუპაციით რუსეთის მხრიდან და სხვა მხარეს სულიერი ოკუპაცია მიდის. ღმერთის და საქართველოს, თქვენს ინტერესებს ვიცავ და რა უნდა გავაკეთო? ღვთის მცნებებს ვუღალატო? ჩემთვის არაფერი უნდა იყოს ოჯახური ღირებულება, რომ ბავშვებს ცუდი არაფერი ვუქადაგოთ. ისინი თუ იმას იცავენ, რომ ახალი რელიგიით უნდა გაგვხადონ ისეთები, როგორც ისინი არიან, ჩვენ ახალ რელიგიას არ ვიღებთ, ქრისტიანები ვართ. გვიტევენ, გვიტევენ და ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს“, - აღნიშნა იაკობმა.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფიბა-მ სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა

2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფიბა-მ სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა.მამუკელაშვილმა საქართველოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოედანზე გატარებულ 31:10 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში, ხოლო მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა +24 შეადგინა.საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიას შეხვდება, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კიევზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი გამოიძახა

კიევზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი გამოიძახა.აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში წერს.„ახლახან ვესაუბრე ჩემს კოლეგებს კიევში ევროკავშირის დელეგაციიდან მას შემდეგ, რაც ჩვენი შენობა დაზიანდა რუსეთის დარტყმის შედეგად. თქვენი სიმტკიცე, გააგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ძალას გვმატებს. არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა იყოს სამიზნე. საპასუხოდ, ჩვენ ბრიუსელში რუსეთის ელჩს ვიძახებთ“, – დაწერა კაია კალასმა.კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და „რადიო თავისუფლების“ ოფისებს.

გია ვოლსკი – უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება, ასე მარტივი არ არის, ბევრი ქვეყანა ამას მხარს არ დაუჭერს

უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება. ეს ასე მარტივი თემა არ არის, ბევრი ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „მათი მოთხოვნები მოწყვეტილია იმ პრინციპებისგან, რაც ევროკავშირს აქვს“.„პირველი საკითხია გამჭვირვალობის უგულებელყოფა. ეს პირდაპირ დაპირისპირებული პრინციპია ევროკავშირის სისტემასთან. არ შეიძლება, ქვეყანაში შავბნელი ფული შემოდიოდეს და რევოლუციის მოწყობაში იხარჯებოდეს. საქართველოში უმცირესობის უფლებები დაცულია, მათ შორის შესაბამისი კანონებით. რაც მთავარია, ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული საკითხი ის თემა არ არის, რაზეც შეიძლება, ევროკავშირი საქართველოს უპირისპირდებოდეს. ეს არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა. ამ კანონის გაწვევა იმდენად გამაოგნებელი მოთხოვნაა, რომ პირდაპირ მიუთითებს სერიოზულ პოლიტიკურ მიზანზე, როგორმე ახალგაზრდები რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის დარაზმონ. ამ თემაზე არგუმენტირებული პასუხი გვექნება. ყველა პუნქტზე სამართლებრივი დასაბუთება იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები