ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ლუსტრაციის კანონს მხარი დაუჭირონ და ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პეტიცია პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა.
„ვიდრე ეს დიდი მსვლელობა დაიწყება, იმ ადამიანების ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ. ლუსტრაციის კანონი მიმართულია, რომ არც „კაგებეს“ აგენტები და არც მისი მემკვიდრე ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო მმართველობაში აღარ დავუშვათ. ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ამას მხარი დაუჭირონ, ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ. ეს არის ლუსტრაციის კანონის მხარდაჭერის პეტიცია. ჩვენი პროექტი, კარგა ხანია, ონლაინაც არის გამოქვეყნებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს და მის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

