ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025

ლევან სანიკიძე – ივანიშვილს სურს, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ რუსულ სპეცოპერაციაში, დარწმუნებული ვარ, მთავარი ოპოზიციური პარტია კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“

ბიძინა ივანიშვილის სურვილია, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ლევან სანიკიძემ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 56,2% ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% – „გირჩი“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1 % – სხვა პარტიები.

„აქ შეუძლებელია, ვისაუბროთ სოციოლოგიაზე, პროცენტულობაზე, მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მისი სურვილია სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი, ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, მათი გადასაწყვეტია და მათ მიერ არის დღეს გასაკეთებელი ის კომენტარები, რატომ უზრდის ბიძინა ივანიშვილი „გორბის“ რეიტინგით მათ რაღაც გავლენას, ანუ 3-პროცენტიანი პარტია გასამმაგდა? მე არ ვამბობ, რომ 3-პროცენტიანი იყო რომელიმე. ქართველი ხალხი გაგიჟდა, რა მაგარია, თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლეჯენ თბილისსო? ამის სჯერა ვინმეს დედამიწის ზურგზე? დარწმუნებული ვარ, მათ ოფისებშიც არ სჯერათ, უბრალოდ, უფრო მკაფიოდ უნდა თქვან, ივანიშვილის თამაშში ნებსით თუ უნებლიეთ როცა მონაწილეობ, ისე გათამაშებს, რომ შენ საერთოდ აღარაფერს გკითხავს. ამ ადამიანების პრეტენზია ხომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა, ხომ დაუწერა? მაშინ ბიძინასთან რა პრეტენზია აქვთ? მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა ამაშია. ასე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100 პროცენტს. ფაქტია, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია მონაწილეობენ იმ თამაშში, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ევროპული განვითარების მთავარი მედროშეა. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია.

„ჩემი ღრმა რწმენით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადგანაც პასუხობს საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობის მთავარ გამოწვევას არჩევნებში არმონაწილეობასთან, ართანამშრომლობასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის ევროპული განვითარების მთავარი მედროშეა და ამას ადასტურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია და ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს მისი არსებობა“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამუკა ხაზარაძე – საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ოპერირებაში, ეს ქვეყანას მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას

საქართველომ რომ არ დაკარგოს ის უნიკალური შანსი, და არ გავხდეთ ჩიხი უახლოეს მომავალში, საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ოპერირებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხაზარაძე წერს, პროექტში ამერიკული კომპანიების დაბრუნება საქართველოს მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას, ინვესტორებს, უსაფრთხოების ფორმატსა და ათობით ათას სამუშაო ადგილს.„ხელი ეწერება სამმხრივ მემორანდუმს აშშ-სომხეთ-აზერბაიჯანის „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნასთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ის პატრონაჟით და უსაფრთხოების გარანტიით გაიხსნება მძლავრი სატრანსპორტო დამაკავშირებელი მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის.ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“  ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილით!საქართველომ რომ არ დაკარგოს ის უნიკალური შანსი, რაც ღმერთმა გვიბოძა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სახით და არ გავხდეთ ჩიხი უახლოეს მომავალში, საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობაში და ოპერირებაში. ეს ქვეყანას მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას, ინვესტორებს, უსაფრთხოების ფორმატსა და, რაც მთავარია, ათობით ათას სამუშაო ადგილს.ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია წელიწად-ნახევარში და არა 2029 წელს, როგორც ამას „ოცნება“ გვპირდება. ეს დრო ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ მუშაობს.პ.ს. ვიცი, რომ ამას „ოცნება“ არ გააკეთებს, თუმცა ეს უნდა დამეწერა აუცილებლად“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ლოცვა, რომელიც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავს

დედის ლოცვა შვილებისთვის!ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს ააფარა, რომლებიც ამ ყველაფერს მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახდნენ

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს ააფარა, რომლებიც ამ ყველაფერს მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახდნენ, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პარლამენტის თავმჯდომარემ 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პროცედურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.„პროცედურა, რომელიც მიმდინარეობს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ვხედავთ, რომ პროკურატურა ამ საკითხს სიღრმისეულად იკვლევს. უტყუარია, რომ 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი იყო და სტრასბურგის სასამართლომ ესეც დაადგინა. ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს პარლამენტზე შტურმი იყო.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ ნიკა მელიას და ამ შტურმის სხვა მონაწილეებს. სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს ააფარა, რომლებიც ამ ყველაფერს მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახდნენ. ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე. ამის საპასუხოდ კითხვებია, რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა ძალადობრივი შტურმის წინააღმდეგ. პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და შედეგსაც ვნახავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გივიკო დიდია-ეხლა მომწერეს 21 წლის გიორგის ვჭირდებით გააზიარეთ

,,ეხლა მომწერეს 21 წლის გიორგის ვჭირდებით გააზიარეთმეგობრებო21 წლის, გიორგი კვირიკეიშვილს თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება რამდენიმე დღის წინ გიორგი მოყვა უმძიმეს ავარიაში, იგი ამჟამად იმყოფება ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში. დაზიანებული აქვს ორივე ფილტვი, აქვს ხერხემლის უმძიმესი დაზიანება,ასევე დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარეს არსებული ნეკნები.. იმყოფება აპარატზე, ესაჭიროება ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევები, რაც მოგეხსენებათ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.. ოჯახმა თითქმის ამოწურა ყველა ფინანსური რესურსი და ახლა მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს ყველა თეთრი მნიშვნელოვანია გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად ანგარიშის ნომერი: TBC - #GE65TB7939545064300104 BOG - #GE95BG0000000603137631 მიმღების სახელი და გვარი: ბექა კვირიკეიშვილიP.S უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში მჯერა,ერთად ყველაფერს შევძლებთ!-წერს გივიკო დიდია

ნიკოლოზ სამხარაძე – მარტივი მანიპულაციით შეეცადნენ, ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყი მიეწებებინათ, ამან ქართულ საზოგადოებაზე არ იმუშავა და დიდი ნაწილი სწორედ ხელისუფლებას აძლევს ხმას

მარტივი მანიპულაციით შეეცადნენ, ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყი მიეწებებინათ. არც ცდილობენ, რაიმე კონკრეტული ფაქტი ან ქეისი წარმოადგინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, ამ იაფფასიანმა მცდელობამ ქართველ საზოგადოებაზე არ იმუშავა.„საქართველოში ქართველ ხალხს ოკუპანტის მიმართ უარყოფითი განწყობები აქვს. შესაბამისად, ქართველი ხალხი ძალიან მძიმედ რეაგირებს ყველაფერ იმაზე, რასაც რუსული ინტერესების გატარება ჰქვია. კონკრეტულმა ადამიანებმა მოიფიქრეს, რომ საქართველოში რაიმეს თუ მიაწებებ რუსულ იარლიყს, რა თქმა უნდა, ის მიუღებელი იქნება ქართველი ხალხისთვის. ამიტომ ამ მარტივი მანიპულაციით შეეცადნენ, ხელისუფლებისთვის ეს იარლიყი მიეწებებინათ.არც ცდილობენ, წარმოადგინონ რაიმე კონკრეტული ფაქტი ან ქეისი, სად და როდის გაატარა ხელისუფლებამ რუსული ინტერესები. მათთვის მთავარია, იარლიყი მიაწებონ და შემდეგ მათივე კონტროლირებადმა მედიებმა და „ენჯეოებმა“ ეს იარლიყი აიტაცონ. მათი მცდელობა საკმაოდ იაფფასიანია, რადგან, როგორც ხედავთ, ამან ქართულ საზოგადოებაზე არ იმუშავა და მხოლოდ მარგინალების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ამ ხელისუფლებას აძლევს ხმას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები