ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

ლევან მგალობლიშვილი – დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ქვეყანაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

ლევან მგალობლიშვილის დავალებით და მისივე ხელმძღვანელობით, მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან. სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაემგზავრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად განახორციელებენ დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მასზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.

„ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობისა და აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე, 143-ზე შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე, მოვიწვიე მთავრობის საგანგებო სხდომა. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და გავდივართ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში – იქ სადაც ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი სამუშაო ჯგუფი.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების უსაფრთხოება და პრობლემების ოპერატიული მოგვარება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე – ირაკლი ქადაგიშვილი

„ოპოზიციის დაპირისპირების ფრონტი არის, ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა, მოლარის ბოიკოტი, ხანძრის გაჩენა, ეკონომიკის ჩამოქცევა, ანუ ეს არის გირლიანდი, რომელსაც აწყობს დღეს ოპოზიცია...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე, რომ ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა დაამხონ. ამ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერზე შეიძლება სპეკულირება, რაც კი საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ანუ მათი დაპირისპირების ფრონტი არის ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა...“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული – თემურ მღებრიშვილი

საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.„ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. საბედნიეროდ გურიაში ამ დროისთვის, ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, - დასძინა მან.

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის დასასრულებლად.ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.„არ მინდა, ახლა გითხრათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.„მგზავრთა საყურადღებოდ!ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები