კვირა, ნოემბერი 15, 2026

ლევან იოსელიანი – მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ 2025 წლის დეკემბერში მოგვმართა – რაც კადრებში ვნახეთ, არ ჩანს, რომ თითით გააუპატიურეს – თუ ამის მიღმა რაღაცას ჰქონდა ადგილი, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ საპატიმროში მის მიმართ გაუპატიურების მუქარის, სხვა ტიპის შეურაცხყოფისა და გინების ფაქტებზე ჯერ 2025 წლის 26 დეკემბერს მიმართ.

ლევან იოსელიანის თქმით, მისი საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა იმავე დღეს დაიწყო.

„ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს. პირველად მსჯავრდებულმა 2025 წლის 26 დეკემბერს მოგვმართა. 26 დეკემბერს, მომართვისთანავე, იმავე დღეს, შევედით პენიტენციურში და მსჯავდებულის გამოკითხვა მოვახდინეთ. მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ მის მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც ჩვენს მიერ რამდენიმე დღეში იქნა შემოწმებული და გადამოწმებული – ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა“, – აცხადებს იოსელიანი.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის მიერ შემოწმდა, როგორც „მასთან საკანში არსებული ვითარება, ასევე, შემდგომ დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის კადრები – ორი დღე“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახურისგან მოითხოვეს 20-21 დეკემბრის მასალის დაარქივება, რადგან გიორგი დავითაძე სწორედ ამ პერიოდზე მიუთითებდა.

ლევან იოსელიანმა ისაუბრა პატიმართან გასაუბრების შინაარსზეც. მისი თქმით, გიორგი დავითაძე მიუთითებდა, რომ „მის მიმართ ჰქონდა ადგილი გაუპატიურების მუქარას, სხვა ტიპის შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ა.შ.“

„არსებობს ამის სპეციალური ოქმი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა გარდა იმისა, რომ მოვითხოვეთ კადრების დაარქივება და ვნახეთ კადრები, მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, პატიმარი საუბროდა ძალადობაზე დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის პერიოდში, მათ შორის გინებაზე.

„ხმას სჭირდება გადამოწმება და ამიტომ გამოითხოვენ გამოძიება. მათ შორის საუბროდა ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, რომელიც რაღაცა ტიპით ღირსების შემლახველი იყო“, – დასძენს იოსელიანი.

სახალხო დამცველის თქმით, რისი გადამოწმების საშუალებაც ჰქონდა ომბუდსმენს გადაამოწმა და გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა, გამოძუებას თავად ვერ ჩაატარებდა და შესაბამის ორგანოსაც მიმართა.

„საკითხებზე, რაზეც მოგვმართა, რისი გადამოწმების საშუალებაც გვქონდა , გადავამოწმეთ, მოცემულ პერიოდში რაზეც ის მიუთითებდა, არ დადასტურდა. ვიზუალურად, რაც შეეხებოდა დანარჩენ ნაწილზე, რაზეც ბუნებრივია გამოძიებას ვერ ჩავატარებდით, მივმართეთ პროკურატურა. მათ დაიწყეს გამოძიება საუბარია შეურაცხყოფაზე და სხვა ტიპის განცხადებაზე, რაც მას აქვს აღწერილი“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, პატიმართან გასაუბრების დროს არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, არამედ სექსუალური ხასიათის მატარებელ ქმედებაზე.

„იქ არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, იყო საუბარი იმდაგვარ ქმედებაზე, რომელიც რაღაცა სექსუალური ხასიათს ატარებდა, ხელის…როგორც მახსოვს ასე წერია, რომ „ხელი ჩამიყვეს შარვალში“ და ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით. ესეც გადაგვემოწმებინა. თითზე და გაუპატიურებაზე საერთოდ საუბარი იმ პერიოდში დაწვრილებით…[არ ყოფილა] “, – აღნიშნავს იოსელიანი.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის უპირველესი ინტერესი იყო „ადგილი ხომ არ ჰქონდა ძალადობას, ადამიანის ცემას, წამებას“.

იოსელიანის თქმით, სხვა დანარჩენი გამოძიების საკითხია, სახალხო დამცველი კი ვერ გამოიძიებს, რადგან კადრებში არ ჩანს, რომ პატიმარი თითით გააუპატიურეს.

„გამოძიების საკითხია. ჩვენ ხომ ვერ გამოვიძიებთ, რაც კადრებში ვნახეთ, ამდგარი რაღაცა არ ჩანს, რომ თითით გააუპატიურა. ეს ხომ გამოძიების საკითხია“, – განაცხადა იოსელიანმა და გაიმეორა, რომ პენიტენციური სამსახურის კადრებში არ დადასტურდა ის, რაზეც პატიმარი მიუთითებდა.

„კადრებში არ დადასტურდა, ის რაზეც მიგვითითა, რომ პირველ რიგში მის მიმართ განხორციელდა ძალადობა საკანში. ამის შემდეგ, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს გაუპატიურების მუქარას, მათ შორის იმ ტიპის ქმედებას, როგორც ის ეძახის გაუპატიურებას – ამ ნაწილზეც ჩვენს მიერ იქნა დათვალიერებული, არ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა რაღაცა ტიპის ისეთ ქმედებას, რომელიც დანაშაულს წარმოადგენდა“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს პასუხი“.

„ერთი არის, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ არ დადასტურდა. ამის მიღმა თუ რაღაცას გქონდა ადგილი, თქვით [წამყვანმა] რომ ბევრი ადამიანი იყო [დეესკალაციის ოთახში] , გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო“, – აცხადებს იოსელიანი და დასძენს, რომ „მის განცხადებაში პირველად მითითებული გარემოებები, ძალადობს შესახებ, ამ ტიპის ქმედების შესახებ, რაზეც მიუთითებდა, არ დადასტურდა“ გადამოწმების დროს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

ბოლო სიახლეები