ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025

ლევან დავითაშვილი – უნგრეთთან მეორე სამიტი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას შეეხებოდა, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესშიც ეხმარება

უნგრეთთან მეორე სამიტი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას შეეხებოდა, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესშიც ეხმარება, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი მეორე სამიტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.

დავითაშვილის თქმით, საქართველოს უნგრეთთან ვაჭრობის კუთხით აქვს წინსვლა და 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა.

„მეორე სამიტი, რომელიც გაიმართა უნგრეთის ხელისუფლებასთან, იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას, რაზეც პრემიერ-მინისტრებმაც გააკეთეს განცხადება. სამიტი შეეხო როგორც სპორტს, კულტურას, განათლებას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ეხმარება ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა უნგრეთთან თანამშრომლობა ტრანსპორტის, კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სფეროში.

მისი თქმით, უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir -ი საქართველოში წარმომადგენლობას აფართოებს და დღეს საქართველოს ავიაბაზრის ნომერი პირველი ავიახაზებია, რომელიც საქართველოს დაახლოებით 28 მიმართულებასთან აკავშირებს.

„ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი, ამიტომ ჩვენ დავგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომლებიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კერძო სექტორმა უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ხელშეკრულებაზე ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ, ასევე უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმებზე კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა უკეთ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებობს. კონკრეტულად შევეხეთ თანამშრომლობას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სფეროში, საინვესტიციო მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად უეფას სუპერთასის გამარჯვებულია!

ისტორიაში პირველად - პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებულია.პარიზელებმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ზედიზედ მეორე ევროპული ტიტული მოიგეს

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

„ასოშიეთედ პრესი“ – აშშ დროებით ხსნის სანქციებს რუსულ ტრანზაქციებზე, რომლებიც საჭიროა ალასკაზე შეხვედრის მოსამზადებლად

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გასცა ლიცენზია, რომელიც დროებთ წყვეტს კონკრეტულ სანქციებს, რათა რუსეთმა შეძლოს გარკვეული თანხების გადახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ალასკაზე ვიზიტისთვის. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.ლიცენზია, რომელიც 20 აგვისტომდე იქნება ძალაში, სამიტიდან ხუთი დღის შემდეგ რუსეთის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ფული დახარჯოს, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და სხვა სუბიექტებს, მიიღონ სამიტთან დაკავშირებული გადასახადები, რომლებიც სხვაგვარად აშშ-ის სანქციებით აკრძალულია.ლიცენზია რუსეთს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს გადასახადები, რომლებიც ჩვეულებრივ აუცილებელია ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა, სახაზინო დეპარტამენტის 13 აგვისტოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი ტრანზაქციები იქნება ნებადართული.

გიგა ცხელიშვილი-როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა

როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა-წერს პატარა შოშიების მამა გიორგი ცხელიშვილი

33 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემით დასრულდა.1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა.შსს-ს ჯარების შესვლა აფხაზეთში რკინიგზის დაცვას ითვალისწინებდა.   კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა.სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში.სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთში მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.ასევე დაუზუსტებელი ინფორმაიით 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.

ბოლო სიახლეები