სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ლევან დავითაშვილი: საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მომავალ კვირას გააკეთებს; პროგრამა უკვე დასრულებულია

ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება 2022 წელს, იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პრეზენტაციას მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

„დასაქმება არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და ამაზე ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს აქცენტი კაბინეტის წევრებთან, ამაზე ვსაუბრობდით, მათ შორის, თქვენ იცით, რომ საზოგადოებასთან გვქონდა კომუნიკაცია 2021 წლის ბოლოს, როდესაც ვსაუბრობდით ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ათეულობით ათას დამატებით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. ეს იქნება შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ მათ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო საზოგადოებაში ამ პროგრამის დეტალებზე მოლოდინი, მათ შორის, მედიაში, თქვენგანაც ხშირად იყო ამაზე კითხვები. რამდენადაც ამის პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მომავალ კვირას, შესაბამისად, დღეს ჩვენ დეტალებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ პროგრამა უკვე დასრულებულია, შემუშავებულია და დაზუსტებულია ის დეტალები და პარამეტრები, რომლებიც რამდენიმე ხნის განმავლობაში შეჯერდა სხვადასხვა სამინისტროსთან. ასევე, სხვადასხვა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მეშვეობით თავი მოვუყარეთ პოტენციურად იმ სამუშაოებს, რომლებიც არის განსახორციელებელი ამ პროგრამის ფარგლებში. ეს ბაზებიც უკვე თავმოყრილია. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაო ჯგუფმა გაწია მუშაობა და საზოგადოებას უკვე მომავალ კვირას ექნება სრული ინფორმაცია პროგრამის დეტალებზე. ეს იქნება ერთ-ერთი ბიძგი, მაგრამ არა ერთადერთი, დასაქმების სტიმულირების. დანარჩენი სხვა ინიციატივების შესახებაც პერიოდულად საზოგადოებას მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ეკონომიკის არა მხოლოდ აღდგენის ამ მიმართულებებს გულისხმობს, არამედ ტემპების დაჩქარებას და ახალი ინოვაციური სექტორების წახალისებას, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას ხელს შეუწყობს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები