სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში

„მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის რესურსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, მიწის საკუთრებაში გამარტივებულად გადასვლა ფერმერებისა და ინვესტორებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას კიდევ უფრო გააქტიურებს. როცა მიწა საკუთრებაშია, უფრო თამადად ხდება მისი გამოყენება, როგორც უზრუნველყოფის საშუალება საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბანკებთან ურთიერთობისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. ცვლილება სტიმულია ინტენსიური თანამედროვე მეურნეობების განვითარებისთვის. თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ინტენსიურად გამოყენებას და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწების პრივატიზების პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას. მთავარი აქტივი, რაც არის სასოფლო-სამეურნეო მიწა, უნდა იყოს კერძო მფლობელობაში, იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება. თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს დახმარების მეხუთე ტრანში დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს თანხა ასახავს უკრაინის მიერ მეხუთე ტრანშის მისაღებად საჭირო ცხრა ნაბიჯის წარმატებით შესრულებას.დახმარების მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა და საჯარო ადმინისტრირების უწყვეტი მუშაობის მხარდაჭერა. თანხის გამოყოფა უკრაინის მხარდაჭერის ფონდის ფარგლებში მოხდება, რომელიც 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა და გრანტების, სესხების სახით 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს უკრაინის აღდგენისთვის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის 2024-2027 წლებში.ტრანშების გამოყოფა დამოკიდებულია უკრაინის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

ბიზნესმენსა და პროდიუსერს ლაშა ბასლანძეს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ბერა ივანიშვილი.პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალეკო ელისაშვილი – მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არა ჩვენს კოალიციას, ერთ-ერთი ვერსია, რაც ჩვენამდე მოდის,...

ვვარაუდობთ, მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ ჩვენს კოალიციას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის კომენტირებისას განაცხადა.მისივე თქმით, აუცილებლად გამოიყენებენ ყველა მექანიზმს და მაქსიმალურად იბრძოლებენ.„ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ იურიდიულად. რა მექანიზმიც არსებობს, ვიცით, სადაც ვცხოვრობთ, რა უსამართლო გარემოში. სასამართლო კი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში დავალებათა აღსრულების ბიუროა. ვიბრძოლებთ მაქსიმალურად. თვითონ ვიბრძოლებთ, ჩვენი კოალიცია. ამისთვის საკმარისი ცოდნა, განათლებაც გვაქვს. უბრალოდ ვვარაუდობთ, მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ ჩვენს კოალიციას. ერთ-ერთი ვერსია, რაც ჩვენამდე მოდის, არის ეს, რომ გააღრმაონ დაპირისპირება. დანარჩენი ოპოზიცია, იცოცხლე, ჩვენი ლანძღვით იწყებენ და ამთავრებენ და კიდევ ერთი საბაბი მიეცემათ. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ შიდა იურიდიულ მექანიზმებსაც და გარე მექანიზმებსაც. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც კი არსებობს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

უკრაინული მედია – ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროგრესს დადებითად აფასებს

ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროგრესს დადებითად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში არსებულ მრავალ წყაროსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც მედია წერს, ევროკომისიის განმარტებით, დოკუმენტი „დაბალანსებულია“ და ადასტურებს, რომ უკრაინა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ ოთხ ქვეყანას შორისაა, მოლდოვასთან, ალბანეთთან და მონტენეგროსთან ერთად.„უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვანი მდგრადობისა და ევროპული გზისადმი ერთგულების დემონსტრირებას, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიული ომის ესკალაციის მიუხედავად, მათ შორის ქალაქებსა და სამოქალაქო სამიზნეებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე“, – წერია უკრაინის შესახებ ანგარიშში.მედიის ცნობით, 23-ე და 24-ე პუნქტებში, რომლებიც ასევე მოიცავს მართლმსაჯულებას და კორუფციასთან ბრძოლას, უკრაინამ იგივე შეფასება მიიღო, რაც გასულ წელს – „გარკვეული პროგრესი“.„საერთო ჯამში, ევროკავშირმა ვერ აღმოაჩინა მოლაპარაკებების ვერცერთი მონაკვეთი, სადაც უკრაინამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრესი არ აჩვენა. თავების მიხედვით, ეს პროგრესი „შეზღუდულიდან“ „კარგამდე“ მერყეობს“, – წერს გამოცემა.

როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ, საკუთარი წარუმატებლობის ხარჯზე, არ გიხაროდეს ასეთი დიდი ინვესტიცია – გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, "ემაარ ჯგუფის" პროექტს ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გონიო და თბილისი არაბთა დასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ხაზარაძის პოლიტიკურ პოპულიზმს და პათოსს იზიარებენ "ალტ ინფოშიც"."ქართული ოცნება" ოპოზიციას კიდევ ერთ მიზანმიმართულ კამპანიას ახსენებს, რომელიც ჩინურ ინვესტიციებს და ჰუალინგის პროექტს უკავშირდებოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ექვს-ნახევარ მილიარდიანი პროექტი, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება."როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ, საკუთარი წარუმატებლობის ხარჯზე, არ გიხაროდეს ასეთი დიდი ინვესტიცია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ძალიან კარგად იციან, რომ 6-ნახევარი მილიარდის ინვესტიცია 2-3 წელიწადში პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე. მათ ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი იქ არაფერი არ იქნება, აი, ასე, საჯაროდ აღიარეს ბოღმას. საქართველოში ასეთი მასშტაბური ინვესტიცია არ აწყობთ, რადგან აქედან პირადი სარგებელი არ ექნებათ", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

ბოლო სიახლეები