ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.

„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც. აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს-ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება

ჩვენ გვინდა ეს ომი სწრაფად დავასრულოთ, უკვე ბევრი პროგრესი გვაქვს მიღწეული, შემდეგი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ახორციელებთ უფრო დიდ ზეწოლას რუსეთზე, ტრამპმა უპასუხა:„თქვენ არ იცით, რა ზეწოლას ვახორციელებ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე. ჩვენ ვახორციელებთ დიდ ზეწოლას რუსეთზე. რუსეთმა იცის ეს. ვფიქრობ, მას სურს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვნახავთ ამას ძალიან მალე, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. მჯერა, რომ მათ სურთ შეთანხმების მიღწევა“.ჟურნალისტის კითხვაზე, „ჯერ კიდევ თვლით, რომ უკრაინამ რაღაც ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, რომ მშვიდობა მიიღოს“, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა – „დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, შეიძლება დავიბრუნოთ? ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება“,- განაცხადა ტრამპმა.

ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა  ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს შეერთებულ შტატებთან მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

რუსეთი განაგრძობს მუშაობას ამერიკულ მხარესთან, ჩვენ ორიენტირებული ვართ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ და პრეზიდენტი პუტინი ვემხრობით მშვიდობის მიღწევას ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფით. ეს სავალდებულო პირობაა. ეს სამუშაო გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.​კრემლის სპიკერმა უარყო ის ფაქტიც, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა.„არა, ეს სიცრუეა. უკრაინული მხარე განაგრძობს პროპაგანდას. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, თავიანთი ამოცანების შესრულებას, რომლებიც მათ დაუსახა უმაღლესმა მთავარსარდალმა და ამ ჩარჩოებში ახორციელებენ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე“, – დასძინა პესკოვმა.ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ უკრაინამ ყირიმი დიდი ხნის წინ დაკარგა, მათ აზრს შეესაბამება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი მაისში რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის გეგმას წარადგენს

ევროკავშირი მაისში რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ „ენერგოუსაფრთხოების მომავლის შესახებ“ გამართულ სამიტზე განაცხადა.ფონ დერ ლაიენის თქმით, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის უარს იტყვის რუსულ ენერგორესურსებზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა რუსული გაზი ევროკავშირის იმპორტის 18%-ს იკავებს.ნავთობის მხრივ, ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი ათჯერ შეამცირა, ხოლო რუსული ნახშირის იმპორტი ნულამდე დაიყვანა.„რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 18%-მდე შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად ნულამდე დაყვანის გეგმა ორ კვირაში ენერგეტიკის ევროკომისრის, დენ იორგენსენის მიერ იქნება წარდგენილი.„ორ კვირაში დენ იორგენსენი წარადგენს ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის დეტალურ გეგმას“,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ბოლო სიახლეები