პარასკევი, მაისი 8, 2026

ლევან გორგაძეს იმპერატორის თასი გადასცეს

სუმოისტ ლევან გორგაძეს, რომელმაც 27 იანვარს სუმოში იმპერატორის თასი მოიგო. თასი საზეიმოდ გადასცეს. ტოკიოში, სუმოს ცენტრალურ დარბაზ კოკუგიკანში გამართულ გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.

ტოჩინოშინი(ლევან გორგაძე) მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია. მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული, დიდად ვაფასებ, რომ...

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა (9, 10 და 11 მაისს). ეს დღეები რუსეთში აღინიშნება, როგორც გამარჯვების დღე, თუმცა ასევე უკრაინაშიც, რადგან ისინი მეორე მსოფლიო ომში ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, „ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერებას, ასევე 1 000 ტყვის გაცვლას ორივე მხრიდან“.„ეს მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული. დიდად ვაფასებ, რომ მას დაეთანხმნენ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იმედია, ეს იქნება დასაწყისი იმ ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი და მძიმე ომის დასასრულისა. მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულებაზე გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით შედეგს“, – წერს ტრამპი.

მოსკოვში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაადასტურეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი დათანხმდა დონალდ ტრამპის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 9–11 მაისის პერიოდში და უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლას.„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, ვადასტურებ, რომ რუსეთის მხარისთვის მისაღებია ახლახან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ეხება ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინის შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით“, – განაცხადა უშაკოვმა.პუტინის თანაშემწის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტების ფარგლებში, რომელიც პარალელურად კავშირზე იყო კიევთანაც.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა. დონალს ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერებას, ასევე 1 000 ტყვის გაცვლას ორივე მხრიდან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღლუმის დროს მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“.

ზვიად ხარაზიშვილი პოლიციელების დაკავებაზე – ჩაშვებულია, აბა რა არის, თვითონ თბილად იყოს და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ასეთი გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა...

არ არის თქვენი საქმე . თუ დამიბარებენ, პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებიათ. ეს ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა („ხარება") განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა.როგორც ზვიად ხარაზიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა აღნიშნული პირები „შიგნიდან ჩაუშვეს“.„ჩაშვებულია, აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერენ. ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?“ - აღნიშნა ზვიად ხარაზიშვილმა, რომელიც 2024-2025 წლის აქციების დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.მისივე თქმით, ტყვიის არ ეშინია და ვერავინ შეაშინებს.„მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ“, - აღნიშნა ზვიად ხარაზიშვილმა.კითხვაზე, დააკავეს თუ არა მისი ყოფილი მოადგილე, მირზა კეზევაძე, ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა: „არ ვიცი , არ მაქვს ურთიერთობა და არც მაინტერესებს“.„ნუ მეკითხებით მაგ თემაზე. რა მნიშვნელობა აქვს, რაიმე მოხდა თუ არა.ერთს გეტყვი, 18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია - ან ვინმე მოკალი, ან ვინმე სცემე.იცით, რამდენი მინისტრი გამოვიცვალე და რამდენი მთავრობა და არ ყოფილა მსგავსი რამე. კიდევ გეუბნებით, იყო დანაშაული, იყო გადაცდომა?! მზად ვარ პასუხი ვაგო პირადად მე. არც მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და რაც იყო ცუდი, გაეკეთებინათ. არც ჩემთვის არავის დაუვალებია. სასიამოვნო მოსასმენი არ არის ეგ, რომ მეკითხებიან, იყო ეგეთი ბრძანება? - არ იყო. არაფერი ბრძანება არ ყოფილა“, - აღნიშნა „ხარებამ“ „ტვ პირველთან“.ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს.როგორც ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ის დარწმუნებულია, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება.„მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში სხვადასხვა პლატფორმასა და მედიაში აქტიურად განიხილება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრობლემა და ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხი.არაერთი კითხვა დაისვა როგორც ჟურნალისტების და სხვა დაინტერესებული მხარის, ისე კოლეგების მხრიდან, რატომ არ გამოვთქვამ საჯაროდ ჩემს მოსაზრებას, როგორც ექიმი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, რომელსაც ჯანდაცვითი პროგრამების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არ გამოვდივარ ტელევიზიით და არ ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში, რადგან მჯერა, რომ ასეთი რთული, კომპლექსური და სენსიტიური საკითხები უნდა გადაწყდეს აკადემიური განხილვის, პროფესიული დიალოგის, ყველა მხარის ჩართულობით მოლაპარაკებებში და კონსენსუსის გზით, იმგვარად, რაც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ამ დაავადების მქონე ბავშვების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური პოზიციისა, რომელსაც ამ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ემპათია არ ჰქონდეს და არ სურდეს, რომ საქართველოში და საერთოდ მთელ მსოფლიოში ყველა ბავშვი თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევებით.ამიტომ მსურს, „ფეისბუქპოსტით“ შევეხო ამ მეტად რთულ საკითხს და გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები და მოკრძალებული რეკომენდაციები.მოგეხსენებათ, იშვიათი დაავადებების მართვის პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო 30-40 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უზარმაზარი განვითარება განიცადა თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა, გენომურმა ტექნოლოგიებმა, გენურმა ინჟინერიამ, ბიომედიცინამ, ბიოტექნოლოგიებმა, სინთეზურმა მოლეკულურმა ბიოლოგიამ და ზოგადად, პერსონალიზებულმა მედიცინამ.ამ ტექნოლოგიების საფუძველზე თანდათან და საკმაოდ სწრაფი ტემპით იქმნება ახალი მედიკამენტები, რომლებმაც იმედი ჩაუსახა მსოფლიოში არსებული 6 000–8 000-მდე იშვიათი დაავადებით მცხოვრებ მილიონობით მქონე პაციენტებსა და მათ ოჯახებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დაავადებების უფრო ეფექტიანი მართვა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალური პერსპექტივაა, თუმცა ამას მეცნიერებაში უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს მედიკამენტები, რომლებიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ჩნდება ბაზარზე, უკიდურესად ძვირია და ზოგჯერ მათი ღირებულება ასეულ ათასებსა და მილიონობით დოლარსაც აღწევს.ეს გვაყენებს მთავარი დილემის წინაშე: მედიკამენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როგორ გავხადოთ ის ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის? ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და ქვეყნები, ისევე როგორც ჯანდაცვის სისტემები, წინასწარ უნდა ემზადებოდნენ ამ გამოწვევებისთვის.კარგად მახსოვს 1990-იანი წლების ბოლო პერიოდი, როდესაც სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი და მიმდინარეობდა დისკუსია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის დაწყების შესახებ. იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის მუდმივი დეფიციტის ფონზე ძალიან განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა საღმა აზრმა და მთავარმა პრინციპმა, რომ უპირველესი ყოველთვის პაციენტია და დაიწყო დაახლოებით 20-მდე იშვიათი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება.დღეს ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოებულია და, როგორც ვიცი, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიონ ლარს აღწევს, რაც 1990-იან წლების ეროვნული ჯანდაცვის თითქმის მთელი ბიუჯეტის ტოლია.ბოლო წლებში დიუშენის დაავადებისა და აქონდროპლაზიის პრობლემებმა საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იშვიათ დაავადებებზე. მისასალმებელია, რომ აქონდროპლაზიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის ყველა ჩართულ მხარეს. დიდი იმედი მაქვს, და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდება.აქვე მსურს წარმოვადგინო რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ისე პაციენტების მშობლებისთვის, რომელთაც უწევთ მუდმივ ემოციურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში ცხოვრება, და რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ:შეიქმნას დიუშენის დაავადების მართვის საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნებიან სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის კლინიკური ფარმაცევტები, აკადემია, მშობლები და ორი-სამი უცხოელი ექსპერტი ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციიდან ან წამყვანი საერთაშორისო ცენტრებიდან. შემუშავდეს დაავადების მართვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მართვის ეტაპები, ვადები და პროგნოზირებადი ბიუჯეტი (სახელმწიფო და სხვა შესაძლო წყაროების მონაწილეობით). შეიქმნას დაავადების სრულყოფილი და თანამედროვე რეგისტრი, რომელშიც გამოყენებული იქნება ამ მიმართულებით უკვე წარმატებული ქვეყნის გამოცდილება. განხორციელდეს დეტალური ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი და ხარჯთ-ეფექტურობის შეფასება თითოეული ეტაპის მიხედვით. იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის სრული სპექტრის დაფინანსება, რაც უკვე დაანონსდა და ძალიან მისასალმებელია. ასევე რეალისტურ პერსპექტივად მიმაჩნია ვამოროლონისა და გივინოსტატის მწარმოებლებთან მოლაპარაკებების დაწყება ამ მედიკამენტების მისაღებ ფასად და მისაღები პირობებით შესყიდვის მიზნით. სამინისტროს მსგავსი პირდაპირი მოლაპარაკებების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და ამ პროცესში შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტული რესურსის გამოყენება. პროგრამა განხორციელდეს ექსპერტთა საბჭოს მიერ შერჩეულ ერთ პოლიპროფილურ ძლიერ სამედიცინო (პედიატრიული პროფილის) დაწესებულებაში. პარალელურად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გენური თერაპიის საქართველოში ხელმისაწვდომობის მიმართულებით. მსგავსი მექანიზმები ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებს და მნიშვნელოვანია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობა. დღეს, ახალი ბიოტექნოლოგიური მეთოდებით მედიკამენტების შექმნა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დიუშენის დაავადების მიმართულებითაც უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, ახალი თაობის პრეპარატები გამოჩნდება. ვფიქრობ, სრულიად რეალურია ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორი განვითარებული ქვეყნების წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობით როგორც ამჟამად არსებული, ისე მომავლის პრეპარატების”, - წერს ამირან გამყრელიძე.

კევინ ჰამილტონი – სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია, უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება საქართველოზე არა უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით

სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია. ამ სფეროში უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება საქართველოზე არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.კერძოდ, კევინ ჰამილტონმა უპასუხა კითხვას: „თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული შეფერხებები იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. რა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის ნაბიჯი, რასაც ნატო აღიქვამდა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯად?“„ნება მიბოძეთ, ცოტა შორიდან მოვუარო თქვენი შეკითხვის პასუხს. ალიანსისთვის რაც არის პირველი პრინციპი – სამხედრო კუთხით თანამშრომლობა, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა, ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება, რაც ხდება აქ შიდა პოლიტიკაში, ბოლო რამდენიმე წელია და რაც გვსმენია არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან მიმართებით, არამედ დასავლეთთან, ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს ორი ინსტიტუტი განუყოფელია, მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, სხვადასხვა ინტერესის სფეროთი. ევროკავშირის 23 წევრი ასევე ნატო-ს მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენი იმედი, მოლოდინია, საქართველოს მთავრობა მზად იყოს უფრო ყოვლისმომცველ დიალოგში ჩასართავად ისე, რომ ურთიერთობები ძველ ნიშნულზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.კიდევ ერთ კითხვაზე, – „თქვენს ამ შეშფოთებებსა და მოლოდინებთან დაკავშირებით მიიღეთ თუ არა პასუხი, მაგალითად, გუშინდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრისგან? – კევინ ჰამილტონმა განაცხადა:„ნამდვილად მოვისმინე ღიაობა ამ წინადადებებზე, გამამხნევებელი იყო, რაც მოვისმინე“.

ბოლო სიახლეები