კვირა, თებერვალი 23, 2025

ლევან გიგინეიშვილი: არ გაქვს უფლება, ადამიანი როგორც ადამიანი, გძულდეს, უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რომ სხვასაც იგივე უსურვო, რასაც საკუთარ თავს უსურვებდი

რა არის ადამიანის არსებობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, როგორ ვიცხოვროთ სწორად და რატომ აქვს ადამიანს სხვისი წარმატების მიუღებლობა, ეს სწორედ ის კითხვებია, რომელიც თითოეული ინდივიდს აინტერესებს და ცდილობს პასუხის მიღებას.


ფილოსოფოსები ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის შეიძლება ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენდნენსწორედ ამიტომ, რუსთავი2″ ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა –

“რა არის მთავარი და რა პრიორიტეტები უნდა დასახო ცხოვრებაში – ამაზე გამზადებული პასუხი არ არსებობს, შენ პირად, ცხოვრებისეულ გამოცდილებაში უნდა მიხვდე ამას რა პრიორიტეტი შეარჩიო. მნიშვნელოვანია, დრო არ დაკარგო და შენი ნიჭისმიერი საქმე აკეთო. ხშირად ვღუპავთ დროს და იმას არ ვაკეთებდეთ.

ხანდახან შეიძლება იყოს გაწბილებები, რომ ჩადე დრო ამ საქმეში, ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში, ამდენი ძალისხმევა გაიღე და არაფერი – დრო დაკარგე და თვითონ გაწბილდი. ეს ტკივილებიც გადასატანია ალბათ, მაგრამ არ უნდა დაიხიო უკან, უნდა წამოდგე და ახალი ცდები ჩაატარო.მაგალითად, კარგი შემოსავალი არ უნდა განსაზღვრავდეს შენს არჩევანს. იმიტომ, რომ შეიძლება ისეთ ადამიანებთან გიწევდეს მატერიალურად კომფორტულ გარემოში მუშაობას, რომელსაც სხვა სიტუაციაში არც კი დაელაპარაკებოდი, ან ისეთი რუტინული საქმე იყოს, რომ გკლავდეს ეს საქმე. ამიტომ, ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები შეარჩიო უსასრულობით, უფრო მაღალი გადასახედით, ვიდრე ეს მატერიალური წარმატებაა.”-ამბობს ლევან გიგინეიშვილი.

ფილოსოფოსები განიხილავენ რელიგიის მნიშვნელოვან ადგილს თანამედროვე სამყაროშიმის როლს მორალურ და ეთიკურ ცხოვრებაშითქვენ თუ გწამთ ღმერთის და რას ნიშნავს მისი არსებობა თქვენთვის?!

“ქრისტიანი ვარ – ღმერთის მწამს. ღმერთმა შექმნა სამყარო, მე არ შემიქმნია ეს ამხელა წესრიგი. დასაწყისი გვაქვს, დასასრული არა – ეს გვპირდება იმას, რომ ჩვენ მარადიულად გავგრძელდებით და ეს მარადიული გაგრძელება იქნება ბედნიერი და ნეტარი. ფიზიკური თუ ზნეობრივი კანონები, ეს ყველაფერი ღმერთზე არის დაფუძნებული – ჩვენც მისი ქმნილებები ვართ და მეტიც, ჩვენ მოგვცა თავისი ნების გამოხატულება ბიბლიაში და ბიბლიის წაკითხვით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რა არის მისი ნება და შესაბამისად მოვიქცეთ,”- ამბობს გიგინეიშვილი.

რას ნიშნავს ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილისთვის სამშობლო?!

“ჩვეულებრივი ამბავია, რომ გიყვარს შენი ქვეყანა და შენც გინდა მაქსიმალურად შენი პატარა სივრცით რაღაც კარგი გააკეთო შენი ქვეყნისთვის. მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ და არ ცხოვრობ, ცხოვრობ შენი ქვეყნისთვისაც. ავიღოთ მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი, მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ელის მის წარმატებულ გამოსვლას, თუნდაც უცხოურ კლუბებში – აბა, ჩვენი რას შვებაო?!,”- აცხადებს გიგინეიშვილი.

რა არის სწორი ცხოვრების ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი?!

“მართალი უნდა იყო საკუთარ თავთან, არ უნდა მოატყუო საკუთარი თავი. ღვთის მოცემული ნიჭის აქტუალიზება უნდა შეგეძლოს საკუთარ თავში – საკუთარ ცხოვრებაში. შენ თუ კეთილგანწყობილი ხარ ადამიანების მიმართ, გულში არ უსურვებ ბოროტს, შემდეგ შენს თავსაც აძლევ შანსს რომ იყო ბედნიერი, თორემ სხვას თუ ბოროტს უსურვებ, შემდეგ შენს თავსაც აღარ აძლევ შანსს, რომ ბედნიერი იყო – გრცხვენია ბედნიერების,”- აცხადებს ფილოსოფოსი.

შესაძლებელია თუ არა მცირე დეტალმა შეცვალოს ადამიანის მიდგომები ცალკეული საკითხისადმი?!

“ძალიან პატარა დეტალს შეიძლება დიდი და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდეს. შეიძლება არ მიესალმო ვიღაცას და აწყენინო და გვიან მიხვდე, რომ გაანაწყენე – ამ პატარა მომენტებს აქვს დიდი მნიშვნელობა. პატარა მომენტები ჰქვია, მაგრამ შეიძლება ჟესტი იყოს პატარა თორემ მისი მოტივაცია იყოს ძალიან დიდი და ღრმა. არ გაქვს უფლება ადამიანი, როგორც ადამიანი გძულდეს. უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რომ სხვა ადამიანსაც უსურვო იგივე , რასაც საკუთარ თავს უსურვებდი,”- აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.

რა არის თქვენთვის სიყვარული?!

“ერთი იტალიელი ბლუზმენი მღერის «სიყვარული ტაძარიაო» ჩანს იმას გულისხმობს, რომ  შენ თუ არ დადიხარ ტაძარში, არ ავითარებ შენს რწმენას, რწმენა მოგიკვდება და სიყვარულიც ასე არის, თუ გიყვარს ადამიანი, მაგრამ არ აქცევ ყურადღებას, არ კითხულობ, არ ურეკავ – მერე შეიძლება ეს სიყვარულიც გახმეს. ამიტომ, საჩუქარივითაა, როცა ბუნებრივად გიყვარს ადამიანები და გიხარია მათთან ყოფნა, მაგრამ ამასაც სჭირდება მოვლა, განვითარება და კულტივირება.”

როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?!

“კარგი მასწავლებელი არის ის, ვისაც თავის საგანი უყვარს და შეუძლია დამუხტოს ინტერესით მოსწავლეები და დაანახოს, რომ აი, ამ საგანში იმდენი საიდუმლოებაა, იმდენი საინტერესო ამბებია აღმოსაჩენი, რომ მოდი ერთად ვიკვლიოთ, ერთად აღმოვაჩინოთ. მას სიყვარული უნდა ჰქონდეს იმ ხალხის, სტუდენტების, რომელსაც ასწავლის და იმ საგნის რასაც ასწავლის. უხაროდეს თავის საქმე, უხაროდეს მათთან ურთიერთობა. ყველა საგნის საბოლოო მიზანი რაა არის?! ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრებას და ადამიანობას- საგნებიც, განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნებიც ამაზე არის აგებული, რომ საბოლოო ჯამში უკეთესი ადამიანები გავხდეთ,”-აცხადებს “რუსთავი2-თან” ინტერვიუში ლევან გიგინეიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უამინდობა საქართველოში – ბათუმში შტორმს, თბილისში კი ღამით, ტემპერატურის -5 გრადუსამდე დაცემას ელოდებიან

დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურა - საქართველოში უამინდობა მესამე დღეა გრძელდება. უხვმა ნალექმა სირთულეები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სადაც გადაადგილებას მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე მანქანები ახერხებენ. უამინდობაა აჭარაშიც. ბათუმში შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსები შავ ზღვაზე დაბალ ტემპერატურას და ძლიერ თოვს კიდევ ოთხი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. 24 საათიან რეჟიმში, ბათუმში, იწმინდებოდა ტროტუარები და სანიაღვრე ქსელები. ამ დროისათვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარია. უხვი ნალექია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. ამ დროისათვის ცენტრალური გზა გაწმენდილია. ინტენსიურად იწმინდება შიდა საუბნო გზები. დროებით ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. რამდენიმე სოფელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. უამინდობამ პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. უამინდობა და დიდთოვლობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება; სინოპტიკოსები კი, დღეს ღამით, დედაქალაქში, -5 გრადუსს ელოდებიან.

ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს. „ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის” (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით

ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო საქმიანობას პარტნიორებთან ახალი და მეტად სასარგებლო მოლაპარაკებებით. ევროპაში მხარდაჭერა გაიზრდება და თანამშრომლობა გაძლიერდება. ამ მომენტში ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, განსაკუთრებით ამ საქმეში მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა, მათ შორის ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის ლიდერებს. „უსაფრთხოების გარანტიები არის ის, რაც აერთიანებს უმრავლესობას. ევროპას, ამერიკას და ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში სჭირდება საერთო გაგება იმისა, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა ვეღარასდროს მოატყუოს ვინმე და რომ რუსეთმა ვეღარ მოუტანოს სიკვდილი სხვა ერებს – უკრაინიდან და ევროპიდან დაწყებული, სირიით, ახლო აღმოსავლეთითა და აფრიკით დამთავრებული. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი განადგურება და სიცოცხლის დაკარგვა, რაშიც ბრალი რუსეთს მიუძღვის – რუსულ არმიას, მათ სპეცსამსახურებს, მათ დაქირავებულ მებრძოლებს. მსოფლიოს სჭირდება გარანტიები და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. ამ მომენტში ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ყველა პარტნიორთან უსაფრთხოების გარანტიებზე და მხარდაჭერის კონკრეტულ ფორმებზე – ქმედებებზე, დახმარებაზე, გადაწყვეტილებებსა და გზავნილებზე. სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ყველა უკრაინელმა დაინახოს, რომ მსოფლიო ჩვენთან ერთად დგას, რჩება ძლიერი და იცავს გაერო-ს წესდების ფუნდამენტურ მიზნებსა და პრინციპებს ერების სუვერენიტეტის, ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში ყველა ერის აგრესიისგან დაცვის შესახებ. სამართლიანობა არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვა, ის მნიშვნელოვანია ყველა ერისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთან ერთად დგას, რადგან ეს ნიშნავს სიმართლესთან დგომას.”- განაცხადა ზელენსკიმ.

VIDEO: საბადურში მანქანა ხევში გადავარდა – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

საბადურში მანქანა ხევში გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე ათობით ადამიანი მანქანის ამოყვანას ცდილობს. ნახეთ კადრები ადგილიდან 

უახლესი ინფორმაცია გზების დეპარტამენტიდან- რომელ მონაკვეთზე დაწესდა შეზღუდვები

აღაიანი-ხაშურის კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ120 (აღაიანი-ხაშურის კვანძი) მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები