შაბათი, ნოემბერი 1, 2025

ლევან ბეჟაშვილი – პარტიების აკრძალვა ევროსასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება, პრაქტიკა და არგუმენტები ჩვენს სასარგებლოდაა, ამიტომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება

„ქართულმა ოცნებამ“ როდესაც დემოკრატიული პროცესის გზით იდეა ვერ დაამარცხა, მოუწია რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, სადაც პარტიებს პირდაპირ აკრძალავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას სრულად აკონტროლებს და სარჩელზე ობიექტური მართლმსაჯულება ვერ დადგება.

„„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში ებრძვის. ყოველ წელს ისინი ჰპირდებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას. მათ ვერ მოკლეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა, იდეა პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული  სახელმწიფოს, ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო  ცვლილებების განხორციელება, სადაც პირდაპირ აკრძალავენ. უმრავლესობის დეპუტატები სარჩელს ხელს მოაწერენ და ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი და ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ იმასაც კი მიაღწია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემადგენლობას სრულად აკონტროლებენ, ორი მოსამართლის გარდა. ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი დაასრულებენ, ეს არის მათი რუსული დავალება, ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დააანონსა, თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს. ისინი შეეცდებიან, ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები არის ცალსახად ჩვენს სასარგებლოდ, პარტიების გაუქმების საკმაოდ მაღალი სტანდარტი არსებობს ევროსასამართლოში, ამიტომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი პრაქტიკულად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაწერილია.

„სამართლებრივი არგუმენტები იმდენად აბსურდულია, „ქართულ ოცნებას“ კანონმდებლობაში რამდენიმე ცვლილების შეტანა დასჭირდა, რომ ამ პროცესამდე მისულიყო. მოქმედი კანონმდებლობა პარტიების გაუქმების საფუძველს არ იძლეოდა. მათ ჯერ მაისში, შემდეგ ოქტომბერში შეიტანეს ეს ცვლილებები და პრაქტიკულად გაიმზადეს საკანონმდებლო ბაზა, რომ ეს სარჩელი დაეწერათ. მეტიც, ოქტომბერში შეტანილი ცვლილებებით ისინი აპირებდნენ მოქალაქეებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას და გახსოვთ, რომ სია უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ეს არგუმენტიც კი არ გამოადგათ. ჩვენი ინფორმაციით, მათ აქვთ კომუნიკაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, პრაქტიკულად  მათი დაწერილია, ამ მოსამართლეების დაწერილია ეს სარჩელი. მათაც კი ვერ გაბედეს, რომ ასე ცალსახად მოქალაქეებისათვის გაეუქმებინათ პოლიტიკური საქმიანობა, სია შეედგინათ და ასე შემდეგ, ამიტომ ამ პროცესისგან საქართველოს ფარგლებში, „ქართული ოცნების“ იურისდიქციის ფარგლებში წარმოუდგენელია, რაიმე ობიექტური მართლმსაჯულება შედგეს და რამე გაირკვეს. თუმცა, ევროსასამართლოს იმედი გვაქვს და ეს პროცესი აუცილებლად ევროსასამართლოში გაგრძელდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავსმოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავსმოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახძე – „იგლ ჰილსზე“ ოპოზიციის მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო ატეხილი ხმაურის მთავარი ხაზი არის, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაშინ აბუ-დაბიში მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო.„იგლ ჰულსის“ პროექტის გარშემო ხმაურს რაც შეეხება, მახსენდება რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა „ბი ემ ჯი“ , „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ტელევიზია, მოჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო. მთელი კამპანიის ხაზი იყო ეს, რომ პროექტი იყო უპერსპექტივო. ახლა ყველამ დაინახა, რომ არა თუ უპერსპექტივო არ იყო ეს პროექტი, არამედ დაიწყო მისი განხორციელება. იყო მესიჯი კარგია, მაგრამ უპერსპექტივოა, ახლა არის მესიჯი პერსპექტიულია, მაგრამ ცუდია. ამ დონეზე არიან დასული. დღეს მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო“, რომელიც ამ ტელევიზიას ფლობს და აქტიურობენ შესაბამისი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები

ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილებაში თუ ვინმე შენიშნავს კორუფციის ნიშნებს, ის პირადად აგებს პასუხს.„რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა იცოდა – ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცებს დასჭირდა მეტი, რაღაცებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას – კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ, ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

გურამ მაჭარაშვილი – თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ გერმანიის ელჩმა მისგან ბინა იქირავა, გერმანიის მთავრობა ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,...

გერმანიის მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ ბოლომდე რატომ ასაჯარობენ იმ ფაქტებს, ვის ჩაურიცხეს თანხა, რამდენი, რატომ ჩაურიცხეს და რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე არ იმალება.„ქართული საზოგადოება იქნებ მადლობასაც ეუბნება და კეთილშობლური მიზნებისთვის მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართული საზოგადოება ხვდება, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი. ელჩმა ხაზარაძისგან რომ ბინა იქირავა, თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ შეცდომა იყო დაშვებული. სიმართლეს არ ამბობენ. გერმანიის მთავრობა საუბრობს გამჭვირვალობაზე, დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის, ამ დროს თავად გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებას. ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა. ორმაგი სტანდარტია, რასაც არ მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.ამასთან, 4 აგვისტოს  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული“.

ბოლო სიახლეები