კვირა, დეკემბერი 14, 2025

ლეგენდა ნეკრესის მონასტრის შესახებ

ნეკრესი – ყვარლიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სოფელ შილდის მახლობლად, შუა კავკასიონის ქედის ლამაზად შეკეცილი კალთების ერთ წამოწვდილ გორაზე, ბუნებრივი შეხამებით ტყეში ამოზრდილია არქიტექტურულ ნაგებობათა მთელი ჯგუფი. ეს არის ნეკრესი ისტორიული ქალაქი ყვარლის რაიონში. მისი, როგორც ქალაქის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნიდან იწყება.  XVIII საუკუნის ბოლოს კი არსებობას წყვეტს ნეკრესის საეპისკოპოსო.
დღეისათვის ძნელია ამ სახელწოდების ეტიმოლოგიის ახსნა. `ნეკრესის~¬ – შესახებ `ქართლის ცხოვრების~ მემატიანე, ლეონტი მროველი (XIს) გვამცნობს: `ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან ააშენა ციხე ზადენი, და შეჰქმნა კერპი სახელით ზადენ, და აღმართა ზადენს და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი.
ჩვენთვის არც ისაა ცნობილი თუ რომელ საუკუნეში და რატომ დაერქვა ნელქარისს ნეკრესი. ლეონტი მროველის, ცნობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში, ჩვენი წინაპრების წარმართობის დროს დაუარსებიათ ქალაქი და საკმაოდ პოეტური სახელწოდებაც მიუციათ. `ნელქარისის~ შემდგომი განაშენიანება არაერთი მეფის ყურადღების ცენტრში ყოფილა. მასზე უზრუნია პირველ ქრისტიან მეფეს – მირიანს და მისი თხოვნით გაუმაგრებიათ `ნელქარისის ზღუდენი. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ლეონტი მროველის ერთი ცნობა, `ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად. იყო კაცი მორწ¬მუნე, ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თვისითა დაამშვიდნა სპარსნი და გამოაჩინა ჯუარნი და შეკაზმნა ეკლესიანი… ხოლო ამან გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესია; და მანვე აღაშენა ეკლესია ნეკრესისა. და მეფობდა უშფოთველად, და მოკუდა სარწმუნოებასა დიდსა შინა~.
ვახუშტი ბაგრატიონი იგივეს დასძენს, ოღონდ აღნიშნავს, რომ შემდ-გომში აბიბოს ნეკრესელი დამკვიდრდა ამ `ეკლესიაშიო. ნეკრესს შემდგომ საუკუნეებში იმდენად დიდი მნიშვნელობა მოუპოვებია, რომ ვახტანგ გორგა-სალს საუფლისწულოდ გადაუცია თავის მემკვიდრე დაჩისთვის. ამის შესახებ ლეონტი მროველი აღნიშნავს: `და ესხნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამი ძე და ორი ასული. ხოლო პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი და ყოველი ქვეყანა მტკვრისა აღმოსავლეთით.
532 წელს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელებმა გააუქმეს მეფობა და ქვეყნის მმართველად ირანელი მოხელე, მარზპანი, დანიშნეს. VI საუკუნის II ნახევრიდან ნეკრესის ისტორიაში იწყება ახალი ხანა საეპისკოპოსო კათედრის შექმნისა და ირანელთა სარწმუნოებრივი პოლი¬ტიკის წინააღმდეგ ბრძოლისა. ნეკრესის საეპისკოპოსოს შექმნა და მისი აქტიური ბრძოლა ირანელთა პოლიტიკის წინააღმდეგ დაკავშირებულია აბიბოს ნეკრესელის სახელთან. იგი იყო `ათცამეტ ასურელ მამათაგანი~, რომლებიც VI საუკუნეში შემოვიდნენ საქართველოში.
სანამ ნეკრესის საეპისკოპოსოს შეჰქმნიდა, აბიბოსი მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში. ნეკრესში მოღვაწე¬ობის დაწყებისთანავე იგი წინ აღდგომია სპარსელების თვითნებობას და დაუწყია ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, რასაც შეეწირა კიდევაც.
თხზულება აბიბოს ნეკრესელის მოწამეობრივ აღსასრულზე შეუქმნია კათალიკო არსენ დიდს, საფარელს IX საუკუნის II ნახევარში.
სავარაუდოა, რომ ნეკრესის საეპისკოპოსოს ტერიტორიაზე იქნებოდა სპარსთა საკულტო, სადაც მოგვებს საშუალება ექნებოდათ ცეცხლმსახურების სხვადასხვა რიტუალები შეესრულებინათ და სადაც ენთებოდა “მუდმივი ცეცხლი”. აბიბოსს საკმაოდ მარტივი ხერხით ჩაუქრია იგი: `ხოლო ნეტარი იგი აბიბოს ნეკრესელი, ქალაქისა ეპისკოპოსი ხევისა კახეთისა, აღუდგა წინ ამ ეშმაკეულ სარწმუნოებას, დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა იგი.
აბიბოსის ამ საქციელს აღუშფოთებია სპარსნი, იგი ჯერ უგვემიათ, შემ-დეგ კი მიუგვრიათ მარზპანისათვი. იგი ცდილობს შეაგონოს მარზპანს, რომ შეუძლებელია ცეცხლი იყოს ღმერთი, რადგან მისი აზრით, ღმერთმა სამყარო შექმნა ოთხი ძირითადი საწ¬ყისით: 1) ცივი-ჰაერი, 2) ხმელი-მიწა, 3) ნოტიო-წყალი  4) ცეცხლი – ბუნების ეს შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს თანაბარი უფლებებით ერწყმიან და ჰქმნიან ჰარმონიულ სამყაროს, ხოლო თუ ჰარმონიულობა დაირღვა ე.ი. ერთი მათგანი გაბატონდა დანარჩენებზე, სამყარო დაიღუპება.
მარზპანს ვერაფერი გაუწყვია აბიბოსთან პაექრობაში და განრისხებულს უბრძანებია მისი სიკვდილით დასჯა. მარზპანს აბიბოსის ნეშტისთვის მცველები მიუჩენია ეშინოდა რამეთუ ქრისტიანნი მოვიდნენ და წარიყუანონ იგი და დიდებით დაკრძალვენ. თუმცა ამ ღონისძიებასაც ვერ გაუჭრია. აბიბოსის ცხოვრების აღმწერი მიანიშნებს, რომ მისი ნეშტი დიდი პატივით იქნა დაკრძალული მცხეთის სამთავროს ტაძარში.
ნეკრესი რომელიც თავის დროზე  (XV-XVII ს-ში) მოიცავდა ალაზნის მარცხენა სანაპიროს საინგილოს ჩათვლით, აქედან ხდებოდა ქრისტიანული რელიგიის გავრცელება მთაში, ლეკურ მოსახლეო¬ბაში და მისი განმტკიცება ადგილობრივ და ალაზნის გაღმა მხრის მოსახლე¬ობაში. ამიტომ უდიდესია აბიბოს ნეკრესელის დამსახურება ასეთი ძლიერი ქრისტიანული ცენტრის შექმნასა და ჩამოყალიბებაში.
ნეკრესელ მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია დოსი-თეოზ ნეკრესელს (ერისკაცობაში-ჩერქეზიშვილი), რომელიც ნეკრესის ეპარქიას განაგებდა 1758-1789 წლებში. იგი ნეკრესში აარსებს პირველდაწყებით სკოლას ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვებისთვის, ხოლო 1758 წელს მასვე თელავში უკურთხებია ერეკლე მეორის მიერ დაარსებული საფილოსოფოსო_ საღვთისმეტყველო სკოლა და მისივე თხოვნით გაუვლია ამ სკოლის სრული კურსი იმდროინდელ მოღვაწეებთან ერთად.
უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ XVIII ს. ბოლოს ნეკრესში ლეკების მოძალების გამო მოღვაწეობის დაწყება შეუძლებელი გახდა. ამიტომ საეპის-კოპოსოს ცენტრი ჯერ გადადის გრემში, შემდეგ კი – შილდაში.
ნეკრესის ნაქალაქარის დიდი ნაწილი ამჟამად ტყითაა დაფარული. არქიტექტურულ ნაგებობათა კომპლექსი ქალაქ ნეკრესის ის ნაწილია, რომელიც საეპისკოპოსო რეზიდენზია იყო VI საუკუნიდან XIX საუკუნის 10-იან წლებამდე. ნეკრესის არქიტექტურულ ანსამბლში შედის აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ IV საუკუნით დათარიღებული მცირე სამლოცველო. მისი საძირკველი და მასში მოთავსებული აკლდამა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს წარმართული კულტის ნაშთთან (ფართობი დაახლოებით 12 კვადრატული მეტრი). დიდ ინტერესს იწვევს VI საუკუნეში აგებული მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა. ტაძარში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობა, თუმცა ფრაგმენტულადღა, ღვთისმშობლის ტაძარი მოუხატვინებია კახეთის მეფე ლევანს (1518-1574) 1550 წლისათვის.
საკურთხევლის ცაზე, კონქზე, გამოხატული `ღვთისმშობელი მარიამი ყრმა ქრისტეთი~, ღვთისმშობელთან და ყრმა იესოსთან ერთად გამოსახულნი იყვნენ მთავარან¬გელოზები; მიქაელი და გაბრიელი.
სამხრეთის კედელზე გამოსახულია `გარდამოხსნა, `საიდუმლო სერობა და სხვადასხვა სცენები წმინდანთა ცხოვრებიდან. ამავე კედელზე არის წმინდანები, დემეტრესა და თევდორეს ფრესკები.
ჩრდილოეთის კედელზე, ანტონისა და საბას ფრესკებია. რაც შეეხება დასავლეთის კედელს, აქ ძირითადი ადგილი უკავია ღვთისმშობლის მიძინების ფრესკა-ს, აქვეა ქრისტეს ნათლისღებისა და ტაძრად მიყვანების ფრესკები. სამხრეთის კედელზე კიდევ არის ლევან მეფის ფრესკული გამოსახულება ოჯახთან ერთად. მას გვერდს უმშვენებენ მეუღლე-თინათინი და მემკვიდრე ალექსანდრე.
ნეკრესის არქიტექტურული ანსამბლის შემადგენლობაშია ეპისკოპოსის პალატი, სასახლე, რომელიც სამი განყოფილებისაგან შედგება. აშენებულია IX საუკუნეში. ეპისკოპოსის პალატზე XVI საუკუნეში დაუშენებიათ ოთხსარ-თულიანი კოშკი.
არქიტექტურული ანსამბლის ტერიტორიაზეა მარანი, თავისი ქვევრებითა და საწნახელით, ღია ცის ქვეშ. სავარაუდოა, რომ ნეკრესის არქიტექტურული ნაგებობები შემოზღუდული უნდა ყოფილიყო გალავნით, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტულადღა შეინიშნება.
ნეკრესთან და საერთოდ რელიგიურ დღესასწაულთან ნეკრესობასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვაგან არსად არ ხდება ღორის, როგორც საკულტო ცხოველის მსხვერპლშეწირვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მოვიშველიოთ რამდენიმე ლეგენდა.
ლეგენდა-ლეკების შემოსევის დროს, ნეკრესის მცხოვრებლებს ციხეში შესვლა და გამაგრება მოუსწრიათ. მტერს ალყა შემოურტყამს და ამოუკეტავს ყველა ბილიკი თუ გასასვლელი ციხისა. მეციხოვნეებს წინასწარ ყოლიათ დამწყვდეული გარეული ტახები და როცა საქმე გაჭირდა, გამოუშვიათ გარეთ. გადმოცემის თანახმად ტახებს არევ-დარევა შეუტანიათ ლეკების რაზმში და გაუქცევიათ ისინი.
მეორე ლეგენდაც თითქმის ამავე შინაარსისაა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მეციხოვნენი უკვე გამოშიგნულ ღორებს გადმოუიათ მომხვდურთ, რის შედეგადაც ლეკთა მარბიელი ლაშქარი გასცილებია ნეკრესს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ `ნეკრესელი ქურუმებისათვის~ ნაცნობი იყო. ახალი მიმდინარეობა მითრაიზმი, რომელიც გავრცელდა აღმოსავლეთში ქალღმერთ მითრას კულტის სახით და რომელმაც შემდეგში მითრაიზმის სახელწოდება მიიღო იგი დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან უნდა გავრცელებულიყო. მითრაიზმმა საკმაოდ ძლიერი კონკურენცია გაუწია, იმ დროისათვის ცეცხლთაყვანიმცემლობას.
სწორედ ღორი იყო ქალღმერთ მითრას უსაყვარლესი ცხოველი. შეიძლება დავუშვათ, რომ ნეკრესის სინამდვილეში სწორედ მითრას კულტის შემოჭრასთან და დამკვიდრებასთან გვაქვს საქმე, რომ ნეკრესში მოღვაწე `ქურუმებმა~ შეიმეცნეს და შეისისხლხორცეს ახალი მიმდინარეობა. (ღორს სწირავდნენ მითრას მსხვერპლად).
რელიგიური დღესასწაულის ნეკრესობის სახით ჩვენ შესაძლოა საქმე გვაქვს წარმართულ დღესასწაულთან, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ II საუკუნის დასასრულიდან, ან შედარებით უფრო გვიან, ქრიტიანული რელი¬გიის მიღებამდე დამკვიდრდა ნეკრესის ტერიტორიაზე და რომელმაც შემდ¬გომში განიცადა ქრისტიანიზაცია.
გადმოცემის თანახმად `ნელქარისი~ ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდო-ბებთან უნდა ყოფილიყო გაშენებული, რაც არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურეს. არქეოლოგიური გათხრების დროს ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდობთან აღმოჩენილია სასახლე. ლევან ჭილაშვილი ამ ნაგებობას მაზ-დეანურ ტაძრად მიიჩნევს. თვითონ `სასახლის ხევის~, ამ პატარა მდინარის სახელწოდებაც უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ მის ნაპირზე სასახლე უნდა ყოფილიყო აგებული. გადმოცემებითვეა ცნობილი, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლება, უბნები ყოფილა.
გოგიჩაური – მოიცავს ტერიტორიას ყოფილი კოლმეურნეობის ფერმებიდან `პატარა ნადარბაზევამდე~ _ სადაც შემორჩენილია სამარხები და ერთ-ერთი უტყვი მოწმე დიდი ისტორიისა _ `აღნიაანთ ციხე~, რომელიც ნეკრესის ასავლიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.                                                 `აღნი¬აანთ ციხის~ გალავნის ნანგრევებიღაა დარჩენილი, რომელთა შორის მოქცეულია ორი კოშკი. ციხის ფართობი დაახლოებით 3000 კვ. მეტრამდეა. კოშკების ფორმა კვადრატულია და თითოეული კედლის ზომა 5 მეტრსა  და 60 სმ-ს უდრის. დღეისათვის `აღნიაანთ ციხეს~ მდინარე `სასახლის ხევის~ მიერ გაჭრილი ხრამი საზღვრავს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან კი მთის ღელე ესაზღვრება.
პატარა და დიდი ნადარბაზევი- რომელიც აღნიაანთ ციხიდან იწყება და კავკასიონის მთათა ფერდობებთან მთავრდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგებობათა არავითარი კვალი არაა შემორჩენილი. აქ გვხვდება სხვადასხვა მოცულობის თიხის ჭურჭლის ნამტვრევები
ჭაბუკაური – რომელსაც აღმოსავლეთიდან `სასახლის ხევი~ ესაზღვრება, ხოლო დასავლეთიდან კი `ჭაბუკაურის ხევი~. აქვეა ნანგრევთა ნაშთები (დაახ.150კვ.მ.ზე) რომელნიც გვაფიქრებინებენ, რომ აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაიმე სახელოსნო. შეინიშნება ქვაზე წვის შედეგად გამოყოფილი სხვადასხვა ნადნობი მასა. ჭაბუკაურის ტერი¬ტორიაზევეა მარანი ღია ცის ქვეშ. ქვევრები ხვნის დროსაა დამტვრეული.
პაჭიკაური – რომელსაც აღმოსავლეთიდან `ჭაბუკაურის ხევიესაზღვრება, დასავლეთით კი თავისივე სახელობის ხევი. ჩრდილოეთით კავკასიის მთათა ფერდობები, ხოლო სამხრეთით ტყის შემორჩენილი ზოლი. ამ ტერიტორიაზეა განლაგებული ორი ნაგებობის ნაშთები. ერთ-ერთი მათგანი ალბათ პატარა ციხე იყო თავდაცვისათვის, რადგანაც გარკვევითა ჩანს კოშკის ნაშთები. მეორე ნაგებობის შესახებ კი შეიძლება ითქვას, რომ უფრო მარანს მოგვაგონებს, ორივეს ფართობი თითქმის ერთნაირია (პირველის 25X10-ზე, მეორის კი – 15X25-ზე).
ნაგებები  თვითონ ეს სახელწოდება უკვე იწვევს იმ შეგრძნებას, რომ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც საკმაოდ მჭიდრო დასახლება უნდა ყოფილიყო. დასავლეთით მას საზღვრავს `სამარხის სერი~, ჩრდილოეთით კავკასიონის მთათა ფერდობებია, ხოლო სამხრეთით-ვენახები. ტერიტორიაზე განლაგებული ნაშთები კომპლექსურობის შთაბეჭდილებას ახდენს.
დღეისათვის შემორჩენილია დაახლოებით 40-50 სმ-ზე ქვის წყობა, აქავე უნდა უნდა ყოფილიყო სამლოცველო – პატარა საყდარი. სავარაუდოა რომ  ამ ადგილას უნდა ყოფილიყო დიდი დასახლება-ციხი¬თურთ, რადგანაც აშკარად შეიმჩნევა გალავნის კონტურები, რომელიც გარს აკრავს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვის წყობის   ზოლი გასდევს გზას საკმაოდ დიდ მანძილზე. შესაძლებელია აქ ყოფი¬ლიყო საკმაოდ ძლიერი ციხე, რომელიც მომხვდურთა შემოსევების შედეგად განადგურდა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ნეკრესის სახით ჩვენ საქმე გვაქვს უძველესი ისტორიის მქონე ქალაქთან და მისი შემდგომი შესწავლა მრავალ კითხვაზე გაგვცემს პასუხს.
საქმე გვაქვს ქალაქის ისტორიასთან, რომელიც უძველეს ხანაში ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში შეიქმნა და რომლის ტერიტორიაზეც შემდგომ საუკუნეებში არსებობდა ერთ-ერთი ძლიერი საეპისკოპოსო, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა საქართველოში, კერძოდ აღმ.საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-პროპაგანდის საქმეში.
ნეკრესის ჭალაში არის ერთი გორა რომელთანაც დაკავშირებით ძალიან ლეგენდები არსებობს: მე მხოლოდ ორს შემოგთავაზებთ:
პირველი ლეგენდა 
იყო ერთი მწყემსი, რომელსაც ძლიერ უყვარდა თავადის ქალი. იგი თავადთან მივიდა და ქალის ხელი სთხოვა. თავადმა უთხრა რომ ქალს მიათხოვებდა იმ შემთხვევაში, თუ მწყემსი თავა¬დის ქალს გორის თავზე ხელში აყვანილს აიყვანდა  და თან მთელი ამ ხნის განმავლობაში სალამურის დაკვრა არ უნდა შეეწყვიტა. მწყემსმა შეძლო და ამ ურთულეს დავალებას თავი გაართვა, მაგრამ თავადმა პირობა გატეხა და მწყემსს ქალი არ მიათხოვა. ხალხმა ამ სევდიანი ფაქტის უკვდავსაყოფად ამ გორას `ქალიაყვანა დაარქვა.
მეორე ლეგენდა
მიხედვით თავადმა შემდეგი დავალება მისცა: ჭაბუკს ცალი ხელით ქალი უნდა დაეჭირა, მეორეთი კი წყლით სავსე ფიალა უნდა დაე¬ჭირა და ისე ასულიყო გორის თავზე რომ ერთი წვეთიც კი არ დაქცეულიყო. ჭაბუკმა თავადის ქალი გორის თავამდე ისე აიყვანა რომ წვეთი წყალი არ დაქ¬ცევია. როცა თავში ავიდა სიხარულის ცრემლი ჩამოვარდა და მიწას დაეცა. თა¬ვადმა ქალი აღარ მიათხოვა.
მეორე ლეგენდა – მიხედვით თავადმა შემდეგი დავალება მისცა: ჭაბუკს ცალი ხელით ქალი უნდა დაეჭირა, მეორეთი კი წყლით სავსე ფიალა და ისე ასულიყო გორის თავზე რომ ერთი წვეთიც კი არ დაქცეულიყო. ჭაბუკმა თავადის ქალი გორის თავამდე ისე აიყვანა რომ წვეთი წყალი არ დაქცევია. როცა თავში ავიდა სიხარულის ცრემლი ჩამოვარდა და მიწას დაეცა. თავადმა თავადმა ქალი აღარ მიათხოვა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

მარიამ ქვირივიშვილი – ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარეობს მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება, თუმცა ეს არ მოხდა უპირობოდ, ვალდებულება თუ დაირღვევა, ჯარიმა სრულად...

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს. ენერგეტიკას, გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ყველაზე დიდი ღირებულებას აქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია. ჟურნალისტმა მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, რა სტიმულს მისცემს ამ ტიპის ინიციატივა მთლიანად სისტემას, რაზეც ქვრივიშვილმა განაცხადა:„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით. მათ შორის მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“.„არსებობს რამდენიმე გარემოფაქტორი. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაწილსაც ვაანალიზებთ. იცით, რომ სამწუხარო ფაქტიც არსებობს, კურატორი, მინისტრის მოადგილე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში იმყოფება და უწევს, გარკვეული პასუხები გასცეს მიმდინარე გამოძიებას. მეორე მხრივ, კერძო სექტორსაც ჰქონდა დიდი გამოწვევები. ზოგადად, როდესაც ენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, თან სდევს ვალდებულება, პროექტი განხორციელდეს ვადებში. ვხედავთ, რომ გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ ჰქონდეს ვადაში დაგვიანება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პირგასამტეხლოს, ჯარიმების დარიცხვას და ასე შემდეგ. ასევე ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები –  ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დათქმულ ვადაში განეხორციელებინათ პროექტები. ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებები. ბევრი ინვესტორი თუ პროექტის შემთხვევაში არ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ფაქტობრივად, იყო ეგრეთ წოდებული დარეზერვებული დაერთების ნებართვები, თუ მემორანდუმები, რათა ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის. შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა დათქმულ ვადებში ან იმ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას. არსებული მემორანდუმის მფლობელი რეალური ინვესტორი არ გახლდათ და ის იყო უბრალოდ გადამყიდველი“.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.„ვიტყოდი, რომ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ალბათ ეს არის, როგორც შეიძლება, საწყის ეტაპზე შეფასდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ზუსტად ვიცით და იდენტიფიცირებულია ყველა ის პროექტი, რომლებიც ნამდვილად განხორციელდება და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული გადამყიდველის ხელშია. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით 1700 მეგავატის ხელშეკრულება გააუქმა, რათა არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების დაბევება და კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად დაიწყოს გენერაციის პროცესი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საუბრის, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, იდენტიფიცირება გავუკეთეთ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებსაც, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად აჩქარდეს, რათა დავეხმაროთ ინვესტორებს, უფრო სწრაფად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდანაც რიგი ნებართვები. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. ეს არის პირველი, რისი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. მთავარი საკითხი, რაც გულისხმობს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმის პატიებას, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, რა აძლევთ იმის გარანტიას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედებენ კომპანიები.„სწორედ ეს არის აღნიშნული ჯარიმების პატიების წინაპირობა. ჯარიმების პატიება არ მოხდა უპირობოდ. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესრულების ახალი ვადები, ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდების, პროცესის შესახებ. მეორე მხრივ, თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, პატიება უპირობოა. აღნიშნული ვალდებულება თუ დაირღვევა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს, ისევე როგორც დაერიცხება ახალი პირსაგამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი ვადის დარღვევაზე.მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის პროცესის აქტიური მონიტორინგი, კონტროლი. ეს სახელმწიფოსთვის ბევრ ფუნქციურ ბერკეტთან არის დაკავშირებული. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ზედამხედველობით უზრუნველვყოთ, რომ მუდმივად გვესმოდეს, სად არის პროექტები, რა სტატუსია, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, რომ, მათ შორის რომელიმე სტრატეგიული პროექტი დათქმული ვადებით, გეგმა-გრაფიკით არ მიიწევს წინ. ჩვენ გვინდოდა, პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაკეთებთ უპირობო პატიებას, რომელსაც თან სდევს პირობიანი პატიება. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად კერძო სექტორისთვის, მცირე, საშუალო მსხვილი მეწარმეებისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი აღნიშნულ თანხებს სრულად მოაბილიზებენ, რათა მოახმარონ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, აჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო  ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავითოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაშ, მიმდინარე წელს იქნება 109 მეგავატამდე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა  თვითმყოფადობა. განსაკუთრებული ღირებულება აქვს ენერგეტიკის სექტორს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენივე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. მეორე ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმობა ჩვენი ქვეყნის ენერგოსაექსპორტო შესაძლებლობას. მესამე, რასაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყანა აკეთებს და გააგრძელებს, ეს არის ტარნზიტული შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სექტორიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობით, პასუხისმგებლობით კერძო სექტორი და სახელმწიფო შევძლებთ, მალე გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ქვირვიშვილმა.

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ძმასაც მიაკვლიეს

ტყუპებმა, ანანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვეს, დაკარგულ ძმასაც მიაკვლიეს.ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს.ნახეთ გადაცემის ანონსი ⇓

ბოლო სიახლეები