„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ის ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია”.
ეს განცხადება ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა დუბლინში, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მხარეებმა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაფართოებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ირლანდიაში რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება