პარასკევი, მარტი 27, 2026

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით

საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრმა თავის პრეზენტაციაში დეტალურად ისაუბრა ქვეყნის უახლესი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შესახებ, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებსა და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული პროგრესის თაობაზე.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ წლებში, საქართველომ შეძლო მდგრადობის შენარჩუნება სხვადასხვა შოკის მიმართ და გამოავლინა ფისკალური სტაბილურობა.

„ბოლო ათწლეულის საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იყო, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში – 9.3%; საშუალოვადიანი პროგნოზი 5%-ის დონეზეა;

ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად გაიზარდა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 31 000 დოლარს მიაღწია;

ეკონომიკის სტრუქტურა მეტად გახდა სერვისებზე ორიენტირებული (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, განათლება), ტრადიციულ სექტორებთან ერთად”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე, რომელთა შორისაა: კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმები, ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაცია, ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობის გაძლიერება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ფისკალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და ვალის მართვის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ფისკალური დეფიციტი 2020 წლის 9.2%-დან 2022 წელს შემცირდა 3%-მდე, ხოლო 2025 წელს – 1.4%-მდე; ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 34%-მდე, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან ზღვარზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საგარეო ვალის 93% წარმოადგენს შეღავათიან სესხებს საერთაშორისო და ორმხრივი ინსტიტუტებისგან. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, ფასიანი ქაღალდები გამოიცემა ყოველთვიურად, რაც ზრდის ბაზრის პროგნოზირებადობას.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავება არარეზიდენტი ინვესტორებისთვის ბაზარზე წვდომის გასამარტივებლად. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველო აქტიურად გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრებს ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების გასაუმჯობესებლად.

გამოსვლის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობას გრძელვადიანი მდგრადობისთვის და ფინანსთა სამინისტროს მტკიცე ერთგულებას მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაზო დათუნაშვილი – ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია, მოვითხოვოთ დროებით საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის ფასის განახევრება

ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია, მოვითხოვოთ დროებით საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის ფასის განახევრება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.დათუნაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 560 მილიონი ლარის შემცირებას გამოიწვევს.„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოში საწვავის ფასები გაზარდა. 13 მარტის შემდეგ ფასები სხვადასხვა ტიპის საწვავზე დაახლოებით 10-დან 60 თეთრამდე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ყოველდღიური არსებობისთვის სარგებლობს ავტომობილით. გარდა ამისა, საწვავის ფასის ზრდა აისახება, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პროდუქტზე და ასევე ჩვენს იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში მკვეთრად გაზრდის ინფლაციის რისკებს, დიდი ალბათობით, ფაქტობრივად, 99%-იანი სიზუსტით, ფასი გაიზრდება აბსოლუტურად ყველა ტიპის პირველადი მოხმარების პროდუქტზე“, – განაცხადა დათუნაშვილმა.მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე კრიზისს ბევრი ქვეყანა პასუხობს ან აქციზის შემცირებით, ან საწვავზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით.„მაგალითად, 8 მარტს სამხრეთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, ასეთივე დროებითი ზომები მიიღეს უნგრეთისა და ხორვატიის მთავრობებმა ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებით დიზელისა და ბენზინის ფასი იქნება ფიქსირებულ ნიშნულზე შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, როგორ იცვლება ნავთობის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე. „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ყველაფერში, აქაც ზომების მიღება დააგვიანა, მაგრამ აუცილებელია ამ ზომების მიღება. ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია, მოვითხოვოთ დროებით საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის ფასის განახევრება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 560 მილიონი ლარის შემცირებას გამოიწვევს, რისი დაბალანსებაც ცალსახად შეიძლება, განსაკუთრებულად იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის „ექსელენტური“ და აქვს ძალიან დიდი  პლუსი. შესაბამისად, 50-60 მილიონი ლარის თვეში დაბალანსება სავსებით შესაძლებელია, რათა საქართველოს მოქალაქეებმა არ მიიღონ საკუთარ თავებზე ის წნეხი, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა გამოიწვევს.აქვე, შეუძლიათ, რომ შეამცირონ კორუფციული მიდგომები, შეამცირონ „სუს-ის“ ბიუჯეტი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის გარდა, სხვა ფუნქციას არ ასრულებს, შეამცირონ ის ბიუროკრატია, რომელიც ჭარბად ემსახურება ამ ხალხს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მოკლედ, ბურთი „ქართული ოცნების“ ხელშია. საქართველოს მოქალაქეებს უკვე 60 თეთრით გაეზარდათ ერთი ლიტრი საწვავის საფასური და ხელისუფლებას ერთადერთი ფუნქცია აქვს, იმოქმედოს, რათა საქართველოს მოქალაქეები დაიცვას აბსოლუტური გაღარიბებისგან, რომელიც შეძლება, გამოიწვიოს საწვავის ფასის ზრდამ, შესაბამისად, ფასის ზრდამ აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 4.1 პროცენტით.2025 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 334 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 191 ბავშვი.საქსტატის ცნობით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.2025 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.

შალვა პაპუაშვილი – რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი მოქალაქეთა ჯგუფი გვყავს, რომელსაც ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს რომ დაანახებ, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია

ჩვენი ერთადერთი გზა ქართულია. ტერმინოლოგიური ჟონგლიორობა – პროევროპული, ანტიევროპული, პრორუსული, პროჩინური, ანტიირანული, ყველაფერი მოფიქრებულია, რომ მთავარ გზას, ქართულ გზას აგვაცდინონ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს, რუსებს, ევროპას, ირანს, ჩინეთს და კიდევ არ ვიცი, რა მიმართულებებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს არანაირი არჩევანი არ აქვს გასაკეთებელი.„ჩვენი არჩევანი ქვეყნის მშენებლობა, ხალხის ინტერესების დაცვაა. ამ ინტერესების დაცვა გვიწევს მტერთანაც და მოყვარესთან. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, კონფრონტაციულ დამოკიდებულებაშია ნატო-თან იმის გამო, რომ ათწლეულები ამერიკა იყო და დღემდეა თავად ნატო. ამერიკა იცავდა ნატო-ს ევროპულ ნაწილს და როგორც ტრამპი ამბობს, ამის საპასუხოდ არაფერს იღებს ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომელთაც ამერიკელებისგან გარანტირებული უსაფრთხოება ჰქონდათ და ახლა არათუ ეხმარებიან, არამედ ზოგიერთი ამ საქმეში ფეხსაც უდებს. ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც, ყველასთან დასაცავი გვაქვს და ბრმად არავის უნდა მივენდოთ. ვინც მიენდო და მათ შორის ევროპელებს, ვხედავთ, ომშია გახვეული. ევროპელი ლიდერები თავისი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა, მოქმედი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო. ქართველმა ხალხმა სუვერენიტეტის ხელყოფის გამო ევროპელების მიმართ ნდობა დაკარგა. ამ ნდობას მათი მხრიდან აღდგენა სჭირდება. ჩვემ არაფერი გაგვიკეთებია, რომ ნდობა დაკარგულიყო. აქ რომ ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, სხვა ხალხის მოყვანას ხელისუფლებაში, რუსეთთან საქართველოს ესკალაციაში ჩათრევას, ქართველმა ხალხმა ამის გამო, ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ ნდობა დაკარგა. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრო რაღაც ვიყოთ, არამედ იმაზე, ჩვენი ინტერესები როგორ გავატაროთ. ზოგიერთი ქვეყანა ამ პრო ფიქრმა ომში შეიყვანა, ჩვენ კი, იქამდე მიგვიყვანა, რომ ფსევდო რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი გვყავს, რომელსაც რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რაღაც რელიგიური საკურთხეველი ჰგონია. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც პროტესტანტების მცირე ჯგუფში გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელ  რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია აპირებს შეხვდეს ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით, რადგან გაიზარდოს მათი ჩართულობა როგორც პოლიტიკურ, ისე ადგილობრივი განვითარების პროცესებში.მისი თქმით, მათი მიზანია ასევე, მოსახლეობასთან პირდაპირი და ღია კომუნიკაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.„აუცილებლად ყველა შეხვედრას დავესწრები. შემოვივლით ათივე რეგიონს, შევხვდებით ყველა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს, სოფლებიდან, რეგიონებიდან ჩამოვლენ. ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ ხედავენ განვითარებას, როგორ წარმოუდგენიათ მათი რეგიონის, მათი სოფლის, მათი ქალაქის განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აბსოლუტურად ყველას შევხვდეთ, ვესაუბროთ ღიად, გახსნილად და ეს შეხვედრები არ იქნება ჩარჩოებში მოქცეული. ყველაფერზე შეუძლიათ გვესაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი არის სრულად მოტივირებული და მოწოდებული იმისკენ, რომ ყველა ადამიანის აზრი გაითვალისწინონ. თუნდაც, კრიტიკული იყოს და არ ეთანხმებოდეს ჩვენს მოსაზრებას იმიტომ, რომ დისკუსია არის აუცილებელი და სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ თითქოს ეს ხაზი გაწყდა და ადამიანები ერთმანეთთან აღარ საუბრობენ. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. კონკრეტულად ისეთ ადგილებში ჩავიდეთ, სადაც ყველაზე მეტად არის ეს საჭიროება, რომ მეტი ჩართულობა იყოს მათგან“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები