ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026

ლაშა ხუციშვილი – სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო

სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება,  აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის რენტგენოსკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.  სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული  სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.განხილვის ერთ-ერთ თემას ისრაელსა და საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას. ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„ნიუ იორკ თაიმსი“ – აშშ-მა და ისრაელმა შესაძლოა, დაარტყან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინას

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-მა და ისრაელმა შესაძლოა, დაარტყან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინას. სტატიის მიხედვით, ამ დარტყმის მიზანია ირანის იძულება, დათანხმდეს ბირთვულ მოლაპარაკებებში დათმობებს, რაზეც თეირანი აქამდე არ მიდიოდა.გამოცემა წერს, რომ ისრაელი აშშ-თან ერთად ამზადებს ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, რომლის სამიზნეებად შესაძლოა, განიხილებოდეს ბალისტიკური რაკეტების ბაზები, ბირთვული ობიექტები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინა.ამის შესახებ გაზეთი იტყობინება ისრაელის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით.მათი თქმით, აშშ და ისრაელი გეგმავენ დარტყმის განხორციელებას უახლოეს დღეებში, რათა „აიძულონ ირანი წავიდეს დათმობებზე მოლაპარაკებების მაგიდასთან“ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.გაზეთის მტკიცებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ახლო აღმოსავლეთში საშუალებას იძლევა, განხორციელდეს დარტყმები „ირანის ობიექტების ფართო სპექტრზე, მათ შორის მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ბაზებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, ბირთვულ ობიექტებზე და სხვა სამხედრო სამიზნეებზე, როგორიცაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინა“.ოპერაციის საბოლოო სამიზნეების შერჩევა, ამერიკული წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.მანამდე, ტელეკომპანია CBS-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს ირანზე დარტყმის შესაძლებლობას 21 თებერვალს.

ისრაელის მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მობილიზაციის ფარგლებში, აშშ-ის ძალები თურქმენეთ-ირანის საზღვარზე და ასევე სომხეთში გადაიყვანეს

ირანის წინააღმდეგ მობილიზაციის ფარგლებში, აშშ-ის ძალები თურქმენეთ-ირანის საზღვარზე და ასევე სომხეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 20 ამერიკული ბაზის დასაცავად ასევე განლაგდა THAAD და Patriot სისტემები.ამავდროულად, აშშ-დან და ევროპიდან რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებზე საჰაერო გადაზიდვა გრძელდება. პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა ექვსი F-35 სტელს-თვითმფრინავი გაგზავნა თავისი ორი ტანკერით.ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ირანის ქმედებების მთავარი მიზანი დროის მოგებაა, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ისრაელისა და აშშ-ის ირანზე თავდასხმის უნარს.

გიორგი შარაშიძე – ვერ წარმომიდგენია 11 წელი მიუსაჯო ადამიანს, საქმე აღძრა მისი მშობლების წინააღმდეგ და 50 000-ლარიანი მორიგებით თავისუფლებზე გამოუშვა – გასაგებია, რომ ეს...

უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია 11 წელი მიუსაჯო ადამიანს, პარალელურად, საქმე აღძრა მისი მშობლების წინააღმდეგ და 50 000-ლარიანი მორიგებით ეს ადამიანი თავისუფლებზე გამოუშვა - გასაგებია, რომ აქ არ გვაქვს საქმე ინსტიტუციურ სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან და როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილებაც არის ერთი პირის, ან პირთა ჯგუფის მიერ არაფორმალურად მიღებული, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, „რა ავტოკრატიული რეჟიმიც გვაქვს, ის შედეგი დადგა“.„ავტოკრატიულ რეჟიმში ბრალის აღიარება იშვიათი გამონაკლისი არ არის. რა ავტოკრატიული რეჟიმიც გვაქვს, ის შედეგი დადგა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს ამ შეთანხმების არავის სჯერა. არავის სჯერა, რომ ასე შეიძლებოდა ეღიარებინა ბრალი ბატონ ბაჩიაშვილს. მილიარდებზე იყო საუბარი და პრეტენზიები და საპროცესო გარიგების თანახმად, 50 000 ლარი რომ გადაახდევინეს ბაჩიაშვილს, ყველაფერზე მეტყველებს, რამდენად სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შეთანხმება. სამწუხაროდ, ყველაფრის თავი და თავი არის ის ავტოკრატიული სისტემა, რაც არის საქართველოში. ვინც დაიჭირა, იმან გამოუშვა. გამოუშვა მაშინ, როცა ეს საჭიროდ ჩათვალა. ეს არის პრობლემის მთავარი არსი, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონ ბაჩიაშვილს ვულოცავთ თავისუფლებაზე ყოფნას. ამ ადამიანს აქვს საკმარისი უნარები იმისთვის, რომ გაცილებით მეტად გამოადგეს ქვეყანას თავისუფლებაზე, ვიდრე გამოკეტილი 4 კედელში," - განაცხადა შარაშიძემ.ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, იპოვეს

ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, იპოვეს

ბოლო სიახლეები