ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სტელა რენიტას შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს EIB-ს დაფინანსებით მიმდინარე პროექტები.
„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საშუალოვადიანი პროგნოზები, ასევე არსებული და მომავალი საინვესტიციო პროექტები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის კონსულტანტი საჯარო სექტორის მიმართულებით ნატა პეიტრიშვილი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

