ორშაბათი, აპრილი 28, 2025

ლაშა ხუციშვილი – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა, ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან.

მისივე თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძლიერი.

„ჩვენ შევთანხმდით ყველა იმ პროექტის გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე, რათა ქვეყანამ განაგრძოს მნიშვნელოვანი წინსვლა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. საკმაოდ ფართოა იმ სექტორებისა და მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარდაჭერას ახორციელებენ, ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარება, გზები და სხვა ლოგისტიკური სერვისები. ასევეა წყლის ინფრასტრუქტურის განვითარება. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. ასევეა რეფორმები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ხორციელდება, მათ შორის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, სადაც ჩვენ გვაქვს 500-მლნ დოლარიანი შეთანხმება. ეს პროექტი ძალიან აქტიურად ხორციელდება. ყველა ამ პროექტთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მყარი მხარდაჭერა, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი განცხადებით, განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოს გამორჩეული პოზიცია მსოფლიოში, როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ და შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ამ მხრივ აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა, ეს რეფორმები განახორციელონ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – პრობლემა ის უსამართლობაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ, ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი

სანქციები უსამართლოა და რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით კახა კახიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც კახიშვილი ამბობს: „ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და სანქციებს გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ხოლო ვიღაცას ოჯახი ეტყვის – კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ „ქართულ ოცნებას“, მოდი, წამოდი აქედან“.ვოლსკის თქმით, სანქციები არავისთვის არ არის სასიამოვნო, თუმცა პრობლემა ის არ არის, რასაც კახიშვილი ამბობს.„არ ვიცი, ამას რატომ და რა მოტივით აკეთებს. პრობლემა ის უსამართლობა და ბნელი კონსპირაციაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ადამიანებისა და ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა მელიას პროკურატურაში ბრალს წარუდგენენ

თბილისის პროკურატურაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას, კერძოდ კი, იქ გამოუცხადებლობას.ცნობისთვის, ნიკა მელია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტრამპი გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 000 (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი? –...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დიდი როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში. ექსპერტის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.„როგორ გაუხარდებოდა ეს აღიარება, წარმომიდგენია, მაგრამ ამ "ნიუსს" მეორე მხარეც რომ აქვს? მას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გაეცნო. გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან - ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი? დამატებითი სანქციები შემოაქვს ფხენიანის წინააღმდეგ? შეშფოთებით აღსავსე, აღშფოთებულ განცხადებას აკეთებს? არა!აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას გამომცემლობა Axios-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო განახლების მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დისკუსიები და კონსულტაციები ექსპერტებთან უკვე დაიწყეს.ამით რისი თქმა მინდა, ვლადიმერ ვისოცკის არ იყოს - თქვენ ან "ჯვარი მოიხსენით", ან "ნიფხავი ჩაიცვით". გაბედეთ და პუტინის ციტირებას - ტრამპს შეაგინეთ. შეეცადეთ აბა, გაბედეთ! მაგრამ, ყარს თქვენი პრინციპულობა, ყვავის თქვენი სიმხდალე. ტკბებით პუტინის აღიარებით? კიმ ჩენ ინთან ტრამპის შეხვედრის გაშუქება არ გამომაპაროთ, ფარჩაკებო!-“ წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ბექა ლილუაშვილი – შალვა პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს არალეგიტიმური პარლამენტის ფუნქციონირების შედეგებზე, სიმართლე არის ერთი, „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა

შალვა პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს არალეგიტიმური პარლამენტის ფუნქციონირების შედეგებთან დაკავშირებით, სიმართლე არის ერთი – ეს სიმართლე არის ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.„შალვა პაპუაშვილის პოსტი არის კარგი დამადასტურებელი, რამდენად ცდილობს ეს კაცი რაღაც, თვითდამკვიდრების კომპლექსით შეპყრობილი საზოგადოებას ელაპარაკოს. რადგან საპარლამენტო ტრიბუნიდან ფაქტია, არალეგიტიმურ პარლამენტში არ გამოსდის საზოგადოებასთან საუბარი, გადასულია რაღაც ეპისტოლარულ ჟანრში საზოგადოებისთვის ალტერნატიული სიმართლის შეთავაზებით. გააგრძელოს, ღრმად მჯერა, თვითდამკვიდრების კომპლექსებს მსგავსი ქმედებებით ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს.პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს არალეგიტიმური პარლამენტის ფუნქციონირების შედეგებთან დაკავშირებით სიმართლე არის ერთი – ეს სიმართლე არის ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა. შალვა პაპუაშვილი გინდ თავისი ღრმა ენჯეოშნიკური გამოცდილებით, გინდ მხატვრული სიტყვებით შემოსავს ტყუილით სიმართლეს და ეცდება ტყუილი სიმართლედ გაასაღოს, ეს შედეგს არ მოიტანს. ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემას პაპუაშვილის პოსტები და მხატვრული ნაწარმოებები არ ქმნის. ქმნის პირველ რიგში საქართველოს საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება.ამიტომ არც ერთი და არც მეორე ამ ადამიანს და ინსტიტუციას არ თვლის ლეგიტიმურად, და აქედან გამომდინარე, პაპუაშვილის ბოდვა, ტყუილების კასკადი პოსტით იქნება თუ სატელევიზიო ეთერით, ამას ვერ ჩაანაცვლებს“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

შალვა ოგბაიძე – ბევრმა ადამიანმა, რომელიც ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეა, უბრალოდ არ იცის, რა იყო რეალური რეპრესია 2003-2012 წლებში, როგორ ხდებოდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანის რეპრესია

ბევრმა ადამიანმა, რომელიც ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეა, უბრალოდ არ იცის, არ გაუგია, ვერ შეესწრნენ, რა იყო რეალური რეპრესია 2003-2012 წლებში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.შალვა ოგბაიძის თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის მიმართ.„ბევრი ჩემი ახლობელი გულწრფელად მეკითხება, რას მოელი ამ კომისიისგანო. საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეა, 2003-2012 წლებში ექვსი, რვა, ათი, თორმეტი წლის იყო და მათ უბრალოდ არ იცოდნენ, არ გაუგიათ, ვერ შეესწრნენ, რა იყო რეალური რეპრესია მაშინ. როგორ ხდებოდა სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანის რეპრესიულ რეჟიმში ჩაყენება. არა მარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის, ყველაზე რბილი შეფასებით, დისკომფორტის შექმნა. ვიტოვებ ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ კომისიის მუშაობის დამთავრების შემდეგ საკმაოდ მძიმე დასკვნა დაიდება, რომელიც დააჩქარებს 2012 წლიდან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შემდეგ გარკვეული პროცესების დამუხრუჭებას. ვსაუბრობ იმ ადამიანების სახელითაც, რომელთა მიმართაც განხორციელდა ფინანსური, ქონებრივი რეპრესია“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ბოლო სიახლეები