პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ეროვნულ სიაში გვყავს რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანი, ისინი არ არიან სასურველი სტუმრები ლატვიაში

თქვენ ნახეთ ქართველები, რომლებიც მტკიცედ დგანან ევროპული მომავლისთვის და ეს არ არის ის, რასაც ხელისუფლება უჭერს მხარს, ამიტომ ამ ორს შორის დიდი სხვაობაა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაზემ განაცხადა.

„გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, შეკრების თავისუფლების, აზრის გამოხატვის უფლების და ა.შ. ასე რომ, ეროვნულ სიაში გვყავს რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანი, ისინი არ არიან სასურველი სტუმრები ლატვიაში. ახლა ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ ევროკავშირის დონეზე და მივიღებთ რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას ან სხვა გადაწყვეტილებებს“,- აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, მინისტრს ჰკითხეს სანქციებთან დაკავშირებით, რა პოზიცია აქვთ: „როგორია თქვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვიცით, რომ უნგრეთი დაბლოკავს ამ გადაწყვეტილებას“.

„ჩვენი პოზიცია, როგორც ბალტიის ქვეყნების, ასევე ევროკავშირის, საკმაოდ ნათელია. ჩვენ ვდებთ დიდ ძალისხმევას, ფინანსებს, რესურსებს საქართველოს ევროპულ მომავალში. ქართველ ხალხს ყოველთვის სურდა, ყოფილიყო ევროპელი. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს იცვლება საზოგადოების გამოკითხვებსა და კონსტიტუციის საკითხებში. ცხადია, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მოლოდინი არის, რომ ისინი შეასრულებენ ქართველი ხალხის სურვილს. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დარღვევებს და სხვას, ამისთვის გვაქვს ადამიანის უფლებათა გლობალური მექანიზმი. ასე რომ, ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ. არ მინდა, ვიწინასწარმეტყველო, როგორი იქნება უნგრეთის პოზიცია“, – განაცხადა ბაიბა ბრაზემ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ – თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კაჭრეთის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს.60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს.თვითმხილველების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი – შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.„ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №270-ში მდებარე სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.2 ნოემბრიდან სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში განაგრძობს".

ბოლო სიახლეები