პარასკევი, სექტემბერი 5, 2025

“კუსკ-უს” – არმოტალუი მაწრვყის ლიიქროი

ესაპენსთა და იტლააიიშ, ზახფლუის ცხელ დღეეშბი გაწნოყიბს გამუოჯებესბა და საგნირით გარგლიბეა არის მიეღუბილ. ეს ერათედთრი სუტსი ალოკოჰულრი სამსლეი არაა, როემილც ახლაი ხიილგსან შეძიელბა დამააზოდთ. “კუსკ-უს” – არმოტალუი მაწრვყის ლიიქროი არის გემრნაიიადნ. ის სულ ცოტა ხნის წინ გაომნჩდა – 1997 წესლ, მარგამ თავყნასიცმმეელბი უკვე მთელ მსფოილშოი ყავს და პრქაიტუკალდ თიქთიმს ყვლეა ევორუპლ ბასრა და კაეფში გვვხედაბ. მისი სილძეირე მხლოოდ 15-%ს შედაეგსნ, ასე რომ სუტსი ალოკოჰილს მოვყრალუათვთის იდაეულირა.
 
“მრაყწივს არყაი”, ლიიქროს ხურმბოით ასე უწდობენე, ზოიმრეი ტკიბლი სამსლეი, ხოლო ლამიას წვნეი მას მსბუუქ ცირტსუის სიჟმვაეს ანჭიბეს. “რეჩევიბს” რეადცქია გიმაობთბ, როოგრ მომააზოდთ ლიიქროი სალხის პიორებშბი.
მაწრვყის ლიიქროი
ინრგდეეიტნბეი
1 კგ ახლაი მაწრვყი
​250 გრ შააქრი
0.5 ლ არყაი ან სხვა ალოკოჰლი
1 ლამია ან ლიომნი
 
მოზმდაბეა
1. მაწრვყი კაგრად გაერხცთე, ყუწნბეი მოშაროეთ და მაწრვყი პისრხაცოზე დააყერთ, რომ კაგრად გარშსე.
2. მაწრვყი მიინს ქიალში მოთავაესთ და შააქრი დაყარათე. როცა მაწრვყს წვნეი გაომვუა, ალოკოჰლი დამუტათე. ქიალს თასვხარუი დაფარაეთ და 5 კვრიით დაყანეთე. დრო და დრო ქილა უნდა შენაღჯირთო.
 
3. დრიოს გავსილს შედმეგ ქიალში მოათსვბელუი სხვა ქიალში (ბთოშლი) გაადუწერთ. მაწრვყი არ უნდა დაყჭილოტთ, რომ თელსი სამსლეში არ მოვხედს. წვნეი და ლამიას ან ლიომინს ცერდა დამუტათე. სამსლეი კიედვ 2 კვრია გაჩარეთე.
 
4. სიხთე მალრთაი გაუწერთ. სამსლეი ბოლთბეში გაადნაწალიეთ და 3 თვით თბილ ოთხაში გაჩარეთე.
 
5. შეედაგდ 1,5 ლირტა წამრუოგდნეალდ გერმეილი მაწრვყის ლიიქროი გაომიგავთ. ისაიომნვთე!
ეს ლიიქროი ზახფლუს მთლეი წელი გააგსხნებეთ. ის დეესტრბეს, რბილ ყვლეს და თეთრ ხოცრს შეასინნშვაად ერყწიმს. შეიგლძაით არყაის ნავცალდ თერთი რომი ან კოინკაი გაომყინეთო. მთვარაია – ალოკოჰილს სილძეირე მხლოოდ 404-5 გრდაუს უნდა შედაეგდნსე.
გვაიბმეთ კოემტნრაბეიშ, ამაზედბთ თუ არა თქევნ ლიიქროს. ასვეე “კუსკ-უსს” რეეცტპი თქევნს მეოგრბბეს გაზუაიერთ.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ...

ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოდის ქუჩაში და არ უჯერებს იმ მოწოდებებს, რომელიც თუნდაც ზელენსკის ჰქონდა, ან იმ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც რუსთაველზე მიტინგზე გამოდიოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.„ხალხი არ უჯერებს და სისხლს არ ღვრის, ქართველების უმრავლესობამ უარი თქვა მეორე ქართველის სისხლის დაღვრაზე . ესენი ეცდებიან მუდმივად ეს რესურსი, ბერკეტი გამოიყენონ. თუნდაც გუშინ რაც მოხდა. ახალგაზრდა გოგოები, 15-17 წლის, იგინებიან ისეთი სიტყვებით, რომელსაც ადრე ვერ გაიგონებდი არა თუ გოგოს, არამედ კაცისგანაც კი. სახეზე ეტყობათ, რომ ეს გეგმის ნაწილია. უნდათ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში არ არსებობს არც კულტურა, არც მანდილოსნის თემა და არც თვითმყოფადობა, არც ქართული არაფერი. პოპულარულია იმ ადამიანების რომანტიზება, ვინც ისვრის მოლოტოვის კოქტეილებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

-15 ქულა და ფულადი ჯარიმა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ზურაბ ხიზანიშვილი – გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იმყოფებოდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თურქეთთან წაგებული შეხვედრა (2:3) შეაფასა და მთავარი მწვრთნელის გაძევების ეპიზოდიც გაიხსენა.„ვილიმ ქოჩორაშვილის ეპიზოდის დროს მძაფრი რეაქცია გამოავლინა. ეს მომენტი შეაფასა და თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან გადამოწმებისას კამერასთან ახლოს იყო. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ის აგრესიული იყო, თუმცა ეს საქციელი წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა.10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ ერთი თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. შემდეგ თურქეთიც ხუთმცველიან სქემაზე გადავიდა და მათი დაცვაში თავისუფალი ზონები შემცირდა. ამ დროს ვილისგან ვიღებდით დავალებებს.ხუთმცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, თითქოს შეტევას ერთ ფეხბურთელს ვაკლებდით. ოდესღაც ოთხ მცველზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების ან მოგების შემდეგ ამაზე მსჯელობა ადვილია, მაგრამ არ მგონია, რომ შემდეგ მატჩებში ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.რაც შეეხება მამარდაშვილსა და კაშიას, ფეხბურთელებს სურთ, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. მამარდაშვილი მსოფლიო დონის გუნდშია, მაგრამ გიორგი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე კლუბებში სასტარტო შემადგენლობაში არ თამაშობენ და ეს დღევანდელი რეალობაა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეც დაგვაკლდნენ.ცენტრალურ მცველებზე რომ ვისაუბროთ, კაშია ძალიან გამოცდილია, გოგლიჩიძეა~ – ნიჭიერი და პერსპექტიული. ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან თუ არ თამაშობენ, ეს მათ ფორმაზე აუცილებლად აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გაიყო – რას ნიშნავს ეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, A23a, „სწრაფად იშლება“ რამდენიმე უზარმაზარ „ძალიან დიდ ნაწილად“. მანამდე ის თითქმის ტრილიონ მეტრულ ტონას (1.1 ტრილიონი ტონა) იწონიდა და 3,672 კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, რაც დაახლოებით აშშ-ის შტატ როდ-აილენდის ზომისაა.მეცნიერები აისბერგს 1986 წლიდან აკვირდებიან, როდესაც ის ანტარქტიდაში, ფილჩნერ-რონის შელფურ ყინულს მოწყდა. სად არის ახლა ყველაზე დიდი აისბერგიბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ოკეანოგრაფი ენდრიუ მეიერსი ამბობს, რომ აისბერგი სწრაფად იმსხვრევა და ძალიან დიდი ფრაგმენტები სცვივა, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული ყინულის ცენტრი დიდ აისბერგებად კლასიფიცირებს.„მეგააისბერგი“ ამჟამად დაახლოებით 1700 კვადრატულ კილომეტრამდეა შემცირებული, განაცხადა მეიერსმა. A23a ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიბმული, სავარაუდოდ მანამ, სანამ იმდენად არ შეიკუმშა, რომ ოკეანის ფსკერზე მოჭიდება დაკარგა.შემდეგ, 2020 წელს, აისბერგი ოკეანის დინებების მიერ იქნა აყვანილი, სანამ ისევ არ გაიჭედა ე.წ. ტეილორის სვეტში - მორევში, რომელიც წარმოიქმნება წყალქვეშა მთასთან შეჯახებისას. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აისბერგი კვლავ მოძრაობდა. მიმდინარე წლის მარტში ის კონტინენტურ შელფზე ჩაიძირა, მაგრამ მაისში კვლავ მოწყდა და დრეიფტი განაგრძო.ექსპერტმა აღნიშნა, რომ A23a „მიჰყვება ბედს“ სხვა მეგააისბერგების (A68 და A76) მსგავსად, რომლებიც ასევე დაიშალა სამხრეთ ჯორჯიასთან, ბრიტანეთის საზღვარგარეთულ ტერიტორიასთან სამხრეთ ატლანტის ოკეანეში.A23a ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორე აისბერგის ტიტულს ფლობს, თუმცა მეიერსის თქმით, ეს, სავარაუდოდ, „სწრაფად შეიცვლება“, რადგან ის „მომდევნო კვირების განმავლობაში ფრაგმენტაციას“ გააგრძელებს. უფრო თბილი წყლები და სამხრეთის გაზაფხულის დადგომა ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, „ძალიან პატარა აისბერგებად დაიშლება, რომელთა შემდგომი თვალყურის დევნებაც შეუძლებელია“.აისბერგის გახლეჩა ბუნებრივი პროცესია და მეცნიერებს ჯერ არ აქვთ მეგააისბერგების საკმარისი დაკვირვებები იმის დასადგენად, იზრდება თუ არა მათი რაოდენობა გლობალური დათბობის გამო. თუმცა, ცხადია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრილიონობით ტონა ყინული დაიკარგა გაძლიერებული გახლეჩისა და დნობის გამო, ძირითადად ოკეანის წყლების დათბობისა და ცვალებადი დინების გამო.ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ანტარქტიდაში საგანგაშო ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზღვის დონის კატასტროფული აწევა გამოიწვიოს.

მარკო რუბიო – ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის

ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისივე თქმით, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.„ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, ყველას ვუთხარით, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პრობლემებს შექმნით. იქნება რეაგირება, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენ გინახავთ, ან  სულ მცირე, ასეთი ქმედებების მცდელობები“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები