ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

კუნძულ კრეტაზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კუნძულ კრეტაზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ „ეურონიუსი“ იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06:19 საათზე, ჰერაკლიონიდან 56 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

ბიძგები განსაკუთრებით იგრძნობოდა ეგეოსის კუნძულებზე.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტრას აუსტრევიჩუსი – პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და დააკავეს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.როგორც აუსტრევიჩუსი  სოციალურ ქსელ X-ში წერს, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „საქართველოში პოლიტიკური დევნის სამარცხვინო მაგალითია“.„საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და ის დააკავეს, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს“,  – წერს აუსტრევიჩუსი.სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. 

„შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე თამაშიც მოიგო

„შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე მატჩი „გლაზგო უორიორსის“ მეორე გუნდთან გამართა და 26:14 მოიგო.გლაზგოელებთან გუნდის ვეტერანებმა, ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა ორ-ორი ლელო დადეს, გარდასახვები კი ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.„გლაზგო უორიორსთან“ მატჩში ტურნეში მყოფმა ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ პირველ შეხვედრაში „ედინბურგი A“ 47:33 დაამარცხა. იმ მატჩში ქართველთაგან ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძემ, აკაკი ტაბუცაძემ (2), ზაურ ლუტიძემ, ირაკლი ქვათაძემ, შალვა აფციაურმა და ამირან შვანგირაძემ დადეს.

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას, ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სანქციები ივანიშვილის, მისი მეგობრების მიმართ

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.როგორც რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ.„ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა. ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ახლავე უნდა დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ უკრაინაში ომი დღემდე გრძელდება, მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება

უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯების გადადგმისთვის, რათა ფრონტზე ცეცხლი შეწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.ზელენსკის თქმით, რუსეთია დამნაშავე, რომ ომი დღემდე გრძელდება და ეს მსოფლიოსთვის აშკარაა.„ჩვენი, უკრაინის ინტერესია, არ გავაჭიანუროთ ომი, მაგრამ ვიყოთ მზად სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის. მსოფლიოსთვის აშკარაა, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ ომი დღემდე გრძელდება. უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის. საჭიროა რუსეთის სარკისებური მზაობა. ახლა ეს არ არსებობს და მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა თავის წილ ზეწოლას ახორციელებს, კერძოდ, თავისი თავდაცვითა და აქტიური მოქმედებებით. ზელენსკის თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაციისა და შემდგომი მოქმედებების შესახებ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა მთავარსარდალთან და თავდაცვის სამინისტროსთან.

“ნიკო აღარ არის” – დიდი ტრაგედია !

IFMGA-IS მთის გიდი მესტიიდან – ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, უშბაზე დაიღუპა.სამწუხარო ინფორმაციას გიდის შესახებ, ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:„ნიკო, როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გნახავ! სად არის სამართალი!სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობთ შენი მეგობრები. დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე – შენს საყვარელ სივრცეში.შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის სიხარულით და თავგადასავლით იყო სავსე. შენი ღიმილი, დაუღალავი სული და დაუვიწყარი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.მთავარია, რომ გახსოვდეს – შენ ჩვენთან ხარ. ყველგან, სადაც ვუყურებთ ცას, მთებს, ვგრძნობთ ქარს… იქ ხარ შენ. მშვიდად დაისვენე, ძვირფასო მეგობარო.“ – წერს სოციალურ ქსელში ელისო მარგიანი.

ბოლო სიახლეები