ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026

კუბაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კუბაში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგები 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა, რომლის ეპიცენტრი ბარტოლომე მასოდან 22 კილომეტრის დაშორებით იყო.

განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მედიის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, ასევე შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ადგილობრივი გაზეთის, „გრანმას“ ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა.

კუბაზე, რამდენიმე დღეა, ქარიშხალ „რაფაელს“ ებრძვიან, მოსახლეობა, უკვე ორი დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთთან პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას.ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია და პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

წმინდა სტეფანე სინელი – სკვნილზე ლოცვისას აღესრულა , დღესაც მჯდომარე მდგომარეობაში განისვენებს და მისი სკვნილი დღესაც იცვლის პოზიციას

წმინდა სტეფანე სინელი წმინდა სტეფანე სინელი სინას წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი იყო. მან მთელი თავისი ცხოვრება ლოცვას, მარხვას, მორჩილებასა და განუწყვეტელ ღვთის მსახურებას მიუძღვნა. სინას უდაბნო საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლური მონაზვნობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა და სწორედ ამ გარემოში აღიზარდა წმინდა სტეფანეც. გადმოცემის თანახმად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც იგი იესოს ლოცვას სკვნილზე აღავლენდა. სწორედ ლოცვისას, მჯდომარე მდგომარეობაში, მშვიდობიანად შეჰვედრა სული უფალს. მისი სხეული დღემდე იმავე მდგომარეობაშია დაცული, რაც მორწმუნეთათვის ღრმა სულიერი მოწიწების საგანია. ასევე გავრცელებულია მონასტრული გადმოცემა, რომ წმინდანის ხელში არსებული სკვნილი დროდადრო პოზიციას იცვლის. მორწმუნეები ამას ღვთის განსაკუთრებულ ნიშნად და წმინდანის უწყვეტი ლოცვის სიმბოლოდ მიიჩნევენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საეკლესიო გადმოცემა და არა ოფიციალურად დადასტურებული სასწაული. წმინდა სტეფანე სინელის ცხოვრება გვახსენებს, რომ ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი ძალა მუდმივი ლოცვა, სიმდაბლე და ღვთისადმი სრული მინდობაა. ამიტომ მრავალი მორწმუნე მას მიმართავს ოჯახების, სამშობლოსა და პირადი ცხოვრებისათვის შეწევნის სათხოვნელად. ლოცვა წმინდაო მამაო სტეფანე სინელო, უფლის ერთგულო მსახურო, ევედრე ქრისტე ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა, სიყვარული, რწმენის სიმტკიცე და სულიერი გაძლიერება. შენი წმინდა ლოცვით დაიფაროს საქართველო, ყოველი ქართველი და ყოველი ოჯახი. ამინ.

საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.უძილაური 6 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის დააკავა. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იყო.

ლიონელ მესი ინგლისთან გამარჯვების შესახებ – მართალია, ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩი იყო, მაგრამ ეროვნული ჰიმნის გაჟღერებისას გამორჩეული განცდა დაგვეუფლა

ინგლისის ნაკრებთან გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შესახებ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ისაუბრა, რომელმაც ნახევარფინალში თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.„მინდა, არგენტინის  ნაკრების გულშემატკივებს გავუმეორო ის სიტყვები, რაც კატარში ყოფნისას ვთქვი: უბრალოდ დატკბით! ჩვენი ნაკრები არასდროს გიმტყუნებთ! ეს ტურნირი ნამდვილად საოცარი იყო და მსოფლიო თასის ფინალში კიდევ ერთხელ თამაში დაუჯერებელ ემოციებთანაა დაკავშირებული. მართალია, ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩი იყო, მაგრამ ეროვნული ჰიმნის გაჟღერებისას სრულიად გამორჩეული განცდა დაგვეუფლა. ეს არ ყოფილა მხოლოდ რიგითი მოგება, ეს იყო ტრიუმფი, რომელსაც არგენტინელი ერი ასე ელოდა.დაუჯერებელია ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ – მიყოლებით ხუთი ფინალი და ზედიზედ მეორე მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი. უკვე ოთხი წელია, მსოფლიოში საუკეთესოები ვართ. ვისაც არ უნდა ეწყინოს და ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ჩვენ მინდორზე ვამტკიცებთ, რომ საჩუქრად არავინ არაფერს გვაძლევს. თამაშში სულსა და გულს ვდებთ. შევძელით მატჩის შემოტრიალება, რითაც უზომოდ ვამაყობ.გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად ლამის მთელი წელი დავხარჯე. დეკემბრის თვე სამშობლოში გავატარე და ყოველ დილით თუ შუადღით ინტენსიურად ვვარჯიშობდი. კარგად მესმოდა, რომ ჩემპიონატზე იდეალურ კონდიციაში ჩასასვლელად საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა მომეთხოვა. ბიჭებში წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რადგან ზუსტად ვიცი ამ შემადგენლობის პოტენციალი. დიახ, მუნდიალს გარკვეული კითხვის ნიშნებითა და ტრავმებით შევხვდით, მაგრამ როცა ეს გუნდი ერთი მუშტივითაა შეკრული, სასწაულების მოხდენა შეუძლია.დაგვრჩა მხოლოდ ერთი, უკანასკნელი ნაბიჯი. წინ კიდევ ერთი თამაშია, სადაც თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე დავიხარჯებით“, – განაცხადა მესიმ.არგენტინის ნაკრების მეტოქე ფინალში ესპანეთი იქნება, მატჩი 19 ივლისს ნიუ ჯერსიში შედგება.

ბოლო სიახლეები