მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა დარღვევამ, სავარაუდო შეფასებით, 6.3 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.
Binance-ის განცხადებით, კომპანიამ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული აქტივების გაყინვაზე იმუშავა და ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების ადგილმდებარეობის დადგენა შეძლო. დარჩენილი 3.3 მილიარდი დოლარის მდგომარეობის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, Binance-ის თანადამფუძნებელმა ი ჰემ განაცხადა, რომ კომპანია „ჰაკერული თავდასხმის შედეგად მიყენებულ ყველა ზარალს აანაზღაურებს“.
Binance-ის განცხადებით, პირველადი გამოძიების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევა, შესაძლოა, კომპანიის ერთ-ერთი ინჟინრის ლეპტოპის გატეხვით დაწყებულიყო; ამან თავდამსხმელს საშუალება მისცა, წვდომა მოეპოვებინა ერთ-ერთ სისტემაზე და განეხორციელებინა თანხების უნებართვოდ გატანა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა იყოს და ინვესტორებს ციფრული აქტივების ფლობასთან დაკავშირებული რისკების გადახედვისკენ უბიძგოს

