სამშაბათი, მარტი 25, 2025

კრივის ლეგენდა ჯორჯ ფორმანი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯორჯ ფორმანი. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა დაწერეს სოციალურ ქსელში.

ფორმანი 1949 წლის 10 იანვარს დაიბადა ტექსასში. 1968 წელს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც პროფესიულ კრივში წავიდა. ამერიკელმა სახელი გაითქვა 70-იან წლებში, როცა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1974 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკრივო ორთაბრძოლა, რომელშიც ფორმანი ჩემპიონის რანგში ხვდებოდა ლეგენდარულ მოჰამედ ალის. ამ ბრძოლამ მიიღო სახელწოდება „ჭექა-ქუხილი ჯუნგლებში“. მასში ფორმანმა კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.

1977 წელს ამერიკელმა კარიერა დაასრულა და ქრისტიანი მღვდელი გახდა. 1987 წელს რინგზე დაბრუნდა და 1994 წელს ისევ მოიპოვა ჩემპიონობა 45 წლის ასაკში, როცა ნოკაუტით დაამარცხა 26 წლის ჩემპიონი მაიკლ მურერი. ამით ფორმანი სუპერმძიმე წონის ისტორიაში ტიტულის ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა.

საბოლოოდ კარიერა 1997 წელს, 48 წლის ასაკში დაასრულა. პროფესიონალურ რინგზე მან 81 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 76 (68 – ნოკაუტით) და ხუთჯერ დამარცხდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

თეთრი სახლი – შეერთებული შტატები და რუსეთი შავ ზღვაში ზავსა და ენერგოობიექტებზე თავდასხმების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში 24 მარტს მოლაპარაკებების შედეგად შავ ზღვაში ზავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვის შესახებ შეთანხმდნენ.ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების გამორიცხვასა და შავ ზღვაში სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებაზე.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ ზომების შემუშავებაზე რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად.განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.ამასთან ერთად, აშშ გააგრძელებს მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ერ-რიადში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.ცნობისთვის, რუსეთსა და აშშ-ს შორის შეხვედრა ერ-რიადში 24 მარტს 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.კრემლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან განხილვა ფოკუსირებული იყო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლების საკითხზე.ამასთან ერთად, დღეს საუდის არაბეთში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა უკრაინული და ამერიკული დელეგაციების მონაწილეობით.

მეუფე შიო – დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის

მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ქადაგებისას მეუფე შიომ განაცხადა, რომ საჭიროა, ყველამ მაგალითად დაისახოს იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ავტოკეფალიის აღდგენისთვის.„გვმართებს, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში. ავტოკეფალია არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა V საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით და ძალისხმევით. ეს მოვლენა იქცა საფუძვლად და მამოძრავებლად მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურისა, მწიგნობრობისა და მსოფლმხედველობისა. დღეს ჩვენ გადავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და ვმადლობთ უფალს ამ დიდი მადლისა და წყალობისთვის. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია განუწყვეტლად გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის უკანონო ბრძანებით გააუქმეს ჩვენი ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II გაიწვიეს საქართველოდან, რაც, ფაქტობრივად, გადასახლებას ნიშნავდა და საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს რუსეთიდან მოვლენილ საგანგებო პიროვნებას – ეგზარქოსს.ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის ეს უმძიმესი ვითარება 106 წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდს ასე ახასიათებს წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. მინდა, წაგიკითხოთ ამონარიდები მისი ქადაგებიდან და წერილებიდან: დიდი რუსეთის ეკლესიის თავი ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს. მან მოაშორა საქართველოს „სულის ხელმწიფე“, ჩაუკეტა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ნავთსაყუდელი და წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია „მართლმადიდებელი აღსარების უწყების“ განყოფილებად“. „ჩვენი ენის, ზნე-ჩვეულებების და წარსულის უცოდინარი სინოდის ეგზარქოსები საქართველოს ეკლესიას მართავდნენ „ბრძანებითა მისი უდიდებულესობისაითა“ და არა სჯულის კანონის და საქართველოს ეკლესიის კრებათა ხელმძღვანელობით, ხოლო ადგილობრივნი … ეპისკოპოზნი და მღვდელნი ახალი მდგომარეობით ხელფეხშეკრულნი ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, „მართლისა დამტკიცებას და გულარძნილისა განხდას“. ასეთი მძიმე ვითარება გრძელდებოდა 1917 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს არ დაუკარგავთ იმედი და არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მათი ეს ძალისხმევა საბოლოოდ წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენმა იერარქიამ, სამღვდელოებამ ისარგებლა რუსეთში მომხდარი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის მოვლენებით და იმავე წლის 12 მარტს (ძველი სტილით), სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი წირვისა და პარაკლისის შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა.ეს იყო ზეიმი და სიხარული მთელი ერისთვის, ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელსაც სულ მალე მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალისხმევით, 1990 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, რაც გამოიხატა საგანგებო სიგელების გადმოცემით. მაშინ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბრძანა, რომ ამ საბუთებს ქართველი ერი 1500 წლის განმავლობაში ელოდა, ეს იმდენად დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებია, რომ ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს, ხელყოს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. ამისთვის გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის, პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს: კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, რომლებიც ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ, და ჩვენს სხვა დიდ პატრიარქებს, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს და ჩვენს სხვა სასიქადულო სასულიერო და საერო პირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირა დიდ მარხვაში ეძღვნება ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ. 

ნიკა გვარამია – „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არცერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კომისია არალეგიტიმური და უკანონოა, ისევე, როგორც პარლამენტი

მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საკუთარ „ფესიბუქ“ გვერდზე წერს.„კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არცერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე“,- წერს გვარამია.

პაატა სალია: მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები, რომ მოხდეს ამ ომში საქართველოს ჩათრევა

ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტს ჰქონდა განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიეღოთ გარკვეული სანქციები საქართველოში სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ, თუმცა იმის გამო, რომ ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი ამ მსგავს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე ტენდენციას, რომ ინდივიდუალური ქვეყნები ცდილობენ დააწესონ გარკვეული ტიპის შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ წამყვანის კითხვის პასუხად, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა ეს სანქციები, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი არ შეიცვლება.„ხშირ შემთხვევაში ეს სიებიც გაურკვეველია როგორ დგება. ჩვენ ეს ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც სიაში ისეთი ადამიანები იყვნენ მოხვედრილი, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმასთან, რაც თითქოს სანქცირების საფუძვლად იყო მითითებული. ეს ტენდენცია გააგრძელა გერმანიამ, თუმცა მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ თუ არა სხვა ქვეყნები ინდივიდუალურად სანქცირების რეჟიმს, ამას არ შეუძლია შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ, მცდელობას რომ ეს სანქციები რაღაც სადამსჯელო მექანიზმად იყოს გამოყენებული და ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისთვის გარკვეულწილად მაშველ რგოლად, მუხტის შესაქმნელად ქუჩაში, რათა აქციები გაგრძელდეს. სხვა დანიშნულება, სხვა პრაქტიკული ამოცანა ამ მოქმედებებს დღეს არ აქვს და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმში ვართ; მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები საქართველოს მიმართ, რომ მოხდეს ამ კონფლიქტში მისი ჩათრევა. არაერთი რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ აბსოლუტურად არასწორ ფაქტებზე იყო დამყარებული, რომელიც იყო გარკვეულწილად აქაური ოპოზიციის აღქმებზე დამყარებული და რომლის ერთადერთი მიზანი იყო გამოეწვია ურთიერთობების ესკალაცია რუსეთთან, რაც საბოლოო ჯამში უკვე ჩვენს ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა. ეს არის ამ დაწყებული მოქმედებების გაგრძელება“, - აღნიშნა სალიამ.

ბოლო სიახლეები