საქართველოში ფინანსური პოლიციის მიერ დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება.
“ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე, არჩევნების წინ. რა ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკული კომპანიის “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების – სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა.
გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.