ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

კორუფცია ევროპარლამენტში: ჩინური „ჰუავეის“ მიერ მოსყიდვის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული, ტარდება ახალი ჩხრეკები

ბელგიის ფედერალური პროკურატურის მიერ სამშაბათს, 18 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია „ჰუავეის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციას უკავშირდება, ხუთი პირია დადანაშაულებული.

„ამ დროისთვის მოსამართლემ ოთხ პირს ბრალი აქტიური კორუფციისა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის წაუყენა, მეხუთე პირი კი ფულის გათეთრებაშია დადანაშაულებული. ოთხი პირი დაკავებულია, ხოლო მეხუთე პირობით გაათავისუფლეს“, – აცხადებს პროკურატურა და იქვე დასძენს, რომ ორშაბათს ბრიუსელში, ევროპარლამენტის ოფისებში ახალი ჩხრეკები ჩატარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტის ზოგიერთი ოფისი ჯერ კიდევ 13 მარტს დაილუქა. იმავე დღეს, ასამდე პოლიციელმა 21 ჩხრეკა ჩაატარა ბელგიასა და პორტუგალიაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიზეზია ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომელშიც ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეის“ ლობისტები იყვნენ ჩართულები. ამ უკანასკნელებმა სავარაუდოდ მოისყიდეს ევროპარლამენტარები, რათა მათ ისეთი პოლიტიკური პოზიცია დაეკავებინათ, რომელიც ევროპაში „ჰუავეის“ კომერციულ ინტერესებს გააძლიერებდა და ამ გზით ჩინური კომპანია დაუპირისპრდებოდა აგრესიულ ამერიკულ ლობირებას, რომელსაც „ჰუავეი“ 2019 წლიდან აწყდება.

ევროპარლამენტარების მოსყიდვა სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა: საჩუქრებით, კვების ხარჯების ანაზღაურებით, მოგზაურობებით, ფეხბურთის მატჩებზე მოსაწვევების გადაცემით… გამოცემების: Le Soir-ის, Knack-ის, RTBF-ის, Follow The Money-ის და Reporters United-ის ცნობით, ერთმა ან რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფული პორტუგალიაში არსებული კომპანიის მეშვეობით მიიღო, რომლის ჩხრეკა უკვე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლები „დაინტერესებულები“ არიან დაახლოებით 15 ევროდეპუტატის საქმიანობით, რომელებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნია – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნია.„სანდო პარტნიორები ვიყავით ამერიკისთვისაც, დასავლეთისთვისაც ზოგადად, მაგრამ როგორც ჩანს „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა მაშინ და იმედი გვაქვს, რომ ახლა სიტუაცია სიღრმისეულად შეიცვლება და ამ იმედს ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.ხელისუფლება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ღირებულებითი თანხვედრა არსებობს და ურთიერთობების გადატვირთვა ორმხრივ ინტერესებს უნდა დაეფუძნოს.

თეონა აქუბარდია – ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის უწყვეტი პროტესტის მიზანი, „ოცნების“ დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე არ ვაპირებთ პასუხის გაცემას

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების დღის წესრიგში მარტში შემოტანა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესია.აქუბარდიას თქმით, არ აპირებს პასუხის გაცემას „ოცნების“ დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე, რომლის მიზანია, გაქრეს საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკური დღის წესრიგიდან.„კალენდარში როცა მარტია და არჩევნები არის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც 100 დღეზე მეტია, პროტესტის მთავარი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება, ოქტომბრის არჩევნების დღის წესრიგში მარტში შემოტანა, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი და ამ ინტერესში არ მივყვებით. გეუბნებით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის უწყვეტი პროტესტის ის მიზანი, რაშიც ვართ ერთიანი და მივყვებით ამ მოთხოვნებს, ისევე, როგორც მივყვებით კალენდარს. ოქტომბერზე და „ოცნების“ დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე არ ვაპირებთ ყოველდღიურ რეჟიმში პასუხის გაცემას. ამის მთავარი მიზანია, გაქრეს საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც შეუძლებელია, არ გამოუვა ივანიშვილს, როგორც აქამდე არ გამოუვიდა სხვადასხვა დრაკონული, რეპრესიული კანონების მიღებით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კახა კალაძე – ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს

როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითვაზე განაცხადა.მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ საიდან მოდის ესა თუ ის თანხები და რაში იხარჯება.„ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.„ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ. უბრალოდ, სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და საზოგადოებას ვუთხარით ის მოცემულობა, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოსთან მიმართებაში და როგორ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას; როგორ ითხოვდნენ სანქციებზე მიერთებას. სხვათა შორის, სანქციებთან დაკავშირებით თავიდან უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ უკვე რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. შეიძლება ჩვენ ხვალ, ზეგ ვიხილოთ ისეთი რეზოლუციები, სადაც გაგვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა ქვეყანაში. არაფერია გამორიცხული. ჩვენ უბრალოდ დავდექით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა; დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვფიქრობ, დღეს საქართველო გამარჯვებულია იმ გადასახედიდან, თუ რა ხდებოდა, რა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო – იყო ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, რომლებიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ამოსავალი ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესი, ხვალინდელი დღე და ჩვენი ხალხია. ამიტომ ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და პროგრესის პერსპექტივებს სამეცნიერო ფორუმი მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი - „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები - 2025“ გაიმართა, რომლის მუშაობა ორი დღის განმავლობაში ორ პანელად წარიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ს ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითმა ლაბორატორიულმა კომპლექსმა უმასპინძლა, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.ვიცე-რექტორი სამეცნიერო ღონისძიების მონაწილე მეცნიერ-მკვლევრებსა და სტუდენტებს მიესალმა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ლომინაძის განცხადებით, მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები იკვეთება, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება.„დიდი პატივია გავხსნა სამეცნიერო ფორუმი - „ტექნოლოგიური გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები - 2025“, რომლის მონაწილენი არიან ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც განაპირობებენ მომავლის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. მივესალმები სტუდენტებს - სამომავლოდ, ისინი წარმატებით დასაქმდებიან და გააგრძელებენ კვლევებს აღნიშნულ სფეროში. ჩვენი შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან განვიხილავთ ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ჩვენს ქვეყანაში და ამასთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას.ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვდგავართ გზაჯვარედინზე, სადაც ინოვაციებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას მოითხოვს, არამედ ეთიკურ მიდგომასაც. სწორედ მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები ნათლად იკვეთება, აღმოჩენებისთვის, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება. ეს ღონისძიება არა აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის პლატფორმაა, არამედ ეს ჩვენი ერთობლივი სწრაფვაა კვლევითი კოლაბორაციის განვითარებისთვის. კვლევები კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ციფრული სამყაროს უკეთ შემეცნებას, არამედ, დარწმუნებული ვართ, გავლენას მოახდენს ინდუსტრიებსა და საზოგადოებაზე.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ფორუმის მონაწილე მეცნიერებს, ღონისძიების ორგანიზატორს - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მხარდამჭერებს - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტს, კომპანიებს - Tbilisi AI LAB-ს, Cyber Trust-ს, Impel-ს, Helio.Ai-ს - ღონისძიების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო ფორუმს და მის მონაწილეებს”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხაილ მიულერი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.როგორც დეკანმა აღნიშნა, ფორუმის ორდღიანი პროგრამა ორ მნიშვნელოვან პანელს მოიცავს, სადაც სიღრმისეული განხილვები გაიმართება, ისეთ აქტუალურ ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება და კიბერუსაფრთხოება.„ტექნოლოგიების ხანაში, სადაც მონაცემები და ციფრული გადაწყვეტები ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის მთავარი საფუძველია, მსგავსი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიება გააერთიანებს მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. გაიმართება საინტერესო მოხსენებები და პრეზენტაციები, ვიმსჯელებთ თეორიულ მიღწევებსა და ამ მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტუდენტებთან ერთად, ჩავერთვებით დინამიკურ საუბრებში, რომლებიც გაამდიდრებს ჩვენს ხედვებს და ბიძგს მისცემს ახალი მიმართულებების განვითარებას. ჩვენი სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები კი წარადგენენ თავიანთ პროექტებს და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.სტუ-ს ინფორმაციით, სამეცნიერო ფორუმის პირველ დღეს, პირველი პანელის ფარგლებში, მოხსენებით წარდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია - თემით: „ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების გამოწვევები“; პროფესორი მიხაილ მიულერი - თემით: „ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიის გამოწვევები გერმანიის მაგალითზე“; სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი - თემით: „მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი“; ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ს დოქტორანტი გიორგი იაშვილი - თემით: „კრიპტოგრაფია კრიზისში: უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვანტურ სამყაროში“; სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე - თემით: „ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ განათლებაში“; კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და მკვლევარი, სტუ-ს ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ავთანდილ ბიჩნიგაური - თემით: „კიბერუსაფრთხოების ტენდენციები საქართველოში“.მათივე ცნობით, სამეცნიერო ღონისძიების მეორე დღეს, მეორე პანელის ფარგლებში, მოხსენებები გააკეთეს Helio.Ai-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათია ქუხილავამ - თემაზე: „რეკრუტინგი AI-ის ეპოქაში - როგორ იცვლება კანდიდატების შერჩევა“; Impel-ის ღრმა სწავლების უფროსმა მკვლევარმა რაფაელ კალანდაძემ - თემაზე: “ქართული ხელოვნური ინტელექტი: მცირე რესურსიანი ენის გამოწვევები და მოქმედების გეგმა”; კვლევითი ორგანიზაცია Tbilisi AI Lab-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა თათია წმინდაშვილმა - თემაზე: „LLM-ების გამოყენება ასისტენტებად - პრობლემები, გადაწყვეტები და მიდგომები“; ბლოკჩეინ უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი მუშკუდიანმა - თემაზე: „ბლოკჩეინის უსაფრთხოება“; სტუ-ს დოქტორანტმა და მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი ფაცაციამ - თემაზე: „ბლოკჩეინის გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში“.

გიტანას ნაუსედა – რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, ჩვენი ლიდერობა არ არის დამოკიდებული ჩვენს რიტორიკაზე, არამედ დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ახლა „სტრატეგიული არჩევანის წინაშე დგანან, ნება მისცენ აგრესორს ძალადობისა და შიშის ესკალაციაში ან შეაჩერონ ის“.მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.„აბსოლუტურად აშკარაა, რომ უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება და ისინი მზად არიან, უზრუნველყონ იგი, მაგრამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ჩვენი ლიდერობა არ არის დამოკიდებული ჩვენს რიტორიკაზე, ჩვენი ლიდერობა დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ბოლო სიახლეები