თურქეთის ქალაქ ანტალიაში 20-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.
პირველ საჭიდაო დღეს 97 კგ წონითი კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს ზურაბ აბალაკი (70 კგ) და ოთარ ბერიძე (79 კგ) დაეუფლნენ.

