კვირა, ივნისი 22, 2025

კომისია უარს ამბობს გახარიას დისტანციურ გამოკითხვაზე — ფიზიკურ გამოცხადებას ითხოვს 23 ივნისს

,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.
როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში,
რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.
გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისტორიაში პირველად, საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე კანოეს სპრინტისა და პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰი იემელიანოვმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა პარასპორტსმენმა KL3 კატეგორიაში 200 მეტრი 39.965 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.ამ გამარჯვებით საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.სერჰი იემელიანოვმა საქართველოს პირველი მედალი ცოტა ხნის წინ გამართულ მსოფლიო თასზეც მოუტანა. მან ასევე ისტორიული მედალი პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე მოიპოვა.

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის განადგურება დაბომბვით შეუძლებელია

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის „ბირთვული ცოდნა“ განადგურებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა.კამალვანდის თქმით, ბირთვულ ინდუსტრიას ირანში ღრმა ფესვები აქვს და ეს ფესვები განადგურებას არ ექვემდებარება.„ჩვენ ზიანი მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდუსტრია დაზარალდა“, – აღნიშნა კამალვანდიმ.ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის დაბომბვით განადგურება შეუძლებელია.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ

ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი კონგრესმენი, თომას მესი, რომელმაც ირანზე აშშ-ის დარტყმები „კონსტიტუციურად არასათანადოდ“ შეაფასა.„გუშინ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, ბომბი მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ), მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა მიღებული ქებისა და მოწონების მიუხედავად, ეს კონგრესმენი ეწინააღმდეგება იმას, რაც გუშინ ღამით, ირანში ასე ბრწყინვალედ იყო მიღწეული. მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის. ეს მართლაც განსაკუთრებული იყო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს ტრამპი.

ამინდი იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი

დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. როგორც „როიტერი“ წერს, აფეთქება სირიის დედაქალაქში, მარ ელიას სახელობის ეკლესიაში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი.სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, ის ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა.როგორც „როიტერი“ წერს, 2024 წლის დეკემბერში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს დამასკოში მომხდარი პირველი ასეთი თავდასხმაა.

ბოლო სიახლეები