კვირა, აპრილი 13, 2025

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება“ – სოზარ სუბარი

“კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხული პირებისგან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში.

გენერალ მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები, მათ შორის, გიგი უგულავა და არაერთი სხვა უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი.

სხდომაზე გამოკითხულმა ორივე გენერალმა, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა (ოთხმა უმრავლესობიდან – “ნაციონალური მოძრაობიდან” და ერთმა ე.წ. “ოპოზიციიდან” გიორგი თარგამაძემ) სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო რომ მოვახერხეთ ამ სასამართლოების მოგება,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. ნუ გავხდებით ქვეყნის გამყიდველები, რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით – მეუფე იაკობი

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ქადაგების დროს ისაუბრა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ვითარებაზე, ასევე სანქციებთან დაკავშირებით. თქვა, რომ არიან წინა ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ. მეუფემ აქცენტი გააკეთა მშვიდობის მნიშვნელობაზეც.„ნუ გავხდებით ჩვენი ქვეყნის გამყიდველები. დღეს ვინც უცხოეთის პარლამენტებში დადის, ქვეყნის მთავრობებთან დადის და თავის ქვეყანაზე ცუდს ლაპარაკობს, ამას შედეგი რა მოაქვს? - სანქციები, სანქციები და სანქციები. მერე ვის ხვდება ეს სანქციები? - თქვენს შვილებს და აღარ ვითარება. ესე იგი სიკეთისთვის კეთდება ეს, თუ ბოროტებისთვის? საბოლოო ჯამში ამას შედეგად ბოროტება აქვს. ნუ ვიქნებით 30 ვერცხლის მოყვარულები. ქვეყნის ყოფილი პირველი პირები დარბიან და ქალის ფორმაც დაკარგეს და ყველაფერიც. ვიღაც ხალხი კი არა, დღესაც ერი ვართ ქართველი ერი, რომელიც მყარად დავდექით და სწორედ ამის გამოა, რომ რაც არ უნდა დაგვეჯახონ, ვერ დაგვამარცხებენ. ჩვენ ვვითარდებით და რაოდენ უფრო განვვითარდებით, თუ მშვიდობა იყო და ერთმანეთში თუ დაპირისპირება არ გვქონდა. მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით იმათაც და ამათაც“, - განაცხადა მეუფემ.

ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.

📽️„როგორ კაშკაშებს ეს ბავშვი“ – როლიკო ოქროპირიძის ვაჟის სიმღერა

ეკა ბაქრაძე სოციალურ ქსელში შვილის, გიორგი ბაქრაძის შესანიშნავ ნამღერს გვიზიარებს. როგორც ეკა აღნიშნავს, სიმღერას ბავშვები ცოცხლად ასრულებენ.„უზომოდ რომ უყვარს ეკას, მელოდია უსწრებს პირის მოძრაობას, რატომღაც, როცა აქ ვდებთ. ცნობისთვის, ცოცხლად მღერიან,“ – აღნიშნავს ეკა ბაქრაძე.„საამაყო შვილი გყავს ეკა. გიორგის წარმატებებით ჩვენც ვამაყობთ,“„შესანიშნავი ახალგაზრდები. გიორგი ხომ საოცრებაა. უამრავი წარმატება მათ,“ „უნიჭიერესი და უსიმპათიურესი გიო!!!“ – წერენ სოცქსელში.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გოგოზე, რომელმაც 13 წლის მოზარდზე სასტიკად იძალადა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

17 წლის მოზარდს მოზარდს, რომელმაც 13 წლის გოგოზე სასტიკად იძალადა ბრალი წარუდგინეს.ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატებს ადვოკატი.ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ⇓

ბოლო სიახლეები