ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025

კოდორის ხეობის მკვიდრი სიმონ გასვიანი: 2008 წლის ომის დროს სოსო ქარჩაიძე განაგებდა ხეობაში მდგომარეობას, ის ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო

[2008 წლის ომის დროს] სოსო ქარჩაიძე იყო, ვინც განაგებდა [კოდორის] ხეობაში მდგომარეობას, – ამის შესახებ კოდორის ხეობის მცხოვრებმა, სიმონ გასვიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემის განხილვა მიმდინარეობს.

გასვიანის განცხადებით, თავად იმ პერიოდში მესაზღვრედ მუშაობდა და სოსო ქარჩაიძეს, რომელიც იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო, ემორჩილებოდა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა, არამედ, თავდაცვის სამინისტროც.

“მე იქ დავდიოდი თათბირებზე ორშაბათობით, როდესაც მეთაური არ იყო. იქ თავდაცვასთან ერთად, ბევრი ქვედანაყოფი იყო შემოსული, 16 თუ 17, და ყველაფერს რომ ის განაგებდა, ამიტომ ვიცით მისი სახელი და გვარი ყველამ. ის ვანო მერაბიშვილის კაცი, მისი წარმომადგენელი იყო. თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც, ჩვენც მესაზღვრეებიც, მთელი სამმართველო მას ვემორჩილებოდით. თავდაცვიდან, მახსოვს, იყო გივი კაპანაძე, ძალიან კარგი ადამიანი, მას ძირითადად ჰყავდა წვევამდელები, ჯარში ახალი გაწვეული ბავშვები. სიმართლე გითხრათ, [ქარჩაიძე და კაპანაძე] ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობოდნენ, დაპირისპირებაში იყვნენ.” – განაცხადა სიმონ გასვიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მასუდ ფეზეშქიანი – ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ბირთვული იარაღის ინტერესი, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგიები სჭირდება ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვაში, მრეწველობაში და ისინი არ აპირებენ ამ მიღწევაზე უარის თქმას.ფეზეშქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ შეწყვეტენ ძალისხმევას მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.„ჩვენ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღის ინტერესი. ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი და მასობრივი განადგურება გვსურს, თქვენ ხართ ის, ვინც აშინებთ მუსლიმებს ბირთვული იარაღით და მასობრივი განადგურებით რეგიონში. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე. მათ ამაზე შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, მუსლიმებსა და ისლამურ ქვეყნებს ცოდნის, მეცნიერებისა და შემოქმედების უფლებები შეუზღუდონ მუქარით ან მოტყუებით. არცერთი შეგნებული და თავისუფალი ადამიანი არ შეეგუება მკვლელობებს, ძარცვას და ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს რეგიონში შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ამ ეტაპზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციაში არსებული სიტუაცია ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ დამარცხებას, ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გავძლიერდეთ

თვეები ტყუილში ამყოფეს საკუთარი ამომრჩეველი, თვეები ყვებოდნენ, რომ პროტესტია, ცოტაც და ახლა დავამხობთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მცირერიცხოვანი ხდებოდა და „ლელო“ ის პარტიაა, რომელმაც დისკუსია კი არა, მოკლა დისკუსია მედიაში. ორი ოპოზიციური ტელევიზია იყო, ორივე იყიდა და გაანადგურა იქ სიტყვის თავისუფლება. რა დისკუსიაზე ლაპარაკობს „ლელო“?, – განაცხადა რაქვიაშვილმა.ამ განცხადებით ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის შესაძლებელი ოპოზიციაში, შიდა დაპირისპირების პირობებში მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება თუნდაც, ერთ კონკრეტულ საკითხთან, თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, რაზეც „გირჩი“ მუდმივად აცხადებდა, რომ ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ერთიან კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში თბილისში არჩევნები მოეგო, რაზეც ამჯერად ფაქტია, სხვებიც ალაპარაკდნენ, თუმცა როგორც კი „ლელომ“ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს მხოლოდ და მხოლოდ დისკუსია შესთავაზა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მეორე მხრიდან მძიმე განცხადებები წამოვიდა და „ლელოს“ ამ საკითხზე დისკუსიის გაშლა ფაქტობრივად, აუკრძალეს.რაქვიაშვილის თქმით, საქართველოში პოლიტიკური სისტემა უცნაურად გამოიყურება.„ჩვენთან რატომღაც ცუდია, თუ პარტია შედის პარლამენტში და პოლიტიკოსი პარლამენტში მუშაობს, ეს რაღაც ცოდვად ითვლება. არჩევნებში მიიღონ თუ არა პარტიებმა მონაწილეობა, ეს განხილვის საკითხი უნდა იყოს, თურმე. მესმის, რომ შეიძლება, არჩევნები ცუდად ჩატარდეს და მივიჩნიოთ, რომ მთავრობა, პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ როგორც კი ამას ამბობ, თუ ამის გულწრფელად გჯერა, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უარს ამბობ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებზე და გადადიხარ ვთქვათ, რევოლუციაზე. შეიძლება, ეს არ ნიშნავდეს, რომ მაინცდამაინც ქუჩაში უნდა გამოვარდე და რაღაც უნდა დაამტვრიო. ნებისმიერ შემთხვევაში ამას მომზადება სჭირდება და რაღაც ტიპის მუხტის დაგროვება სჭირდება. რაღაც ტიპის საქმეა ხომ რევოლუციონერობა, მაგრამ როცა ამბობ, არა, ჩვენ რევოლუცია გვინდა, პარლამენტში ჩვენ არ ვიქნებით, მთავრობა არალეგიტიმურია, თან გადასახადებს იხდი და ამ პარლამენტის მიღებულ კანონებს ემორჩილები, ეს რაღაც უცნაური თამაშია, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მიიღებს მონაწილეობას მსჯელობაში „გირჩი“, თუ ასეთი რამ დაიწყება და ვისთან განიხილავს თანამშრომლობას, თუ „ლელო“ გადაწყვეტს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ან გახარიას პარტია, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ თავისთავად ასეთი თანამშრომლობა შეუძლებელია, ვიდრე ლაპარაკი არ დაიწყება, თუმცა ზოგადად, ეჭვი ეპარება, რომ „ლელო“ დისკუსიას გახსნის.„მე ზოგადად, ეჭვი მეპარება, რომ „ლელო“ დისკუსიას გახსნის. მე ეჭვი მეპარება, რომ „ლელო“ გაბედავს, დისკუსია გახსნას. იმიტომ, რომ ერთი წლის წინ რომ დისკუსია გაიხსნა მის ტელევიზიაში, ისეთი ცუდი შედეგი დადგა, მერე ტელევიზია ისევ დაიხურა. ზოგადად, ჩემი კონკურენტები იმდენად სუსტად გამოიყურებიან, რომ ურჩევნიათ, მარტო ისხდნენ ეთერებში და არავის არ ელაპარაკონ, თორემ თუ დისკუსია შედგება, ეს დისკუსია თვითონ გვაჩვენებს, რა შეიძლება, მოხდეს. თუ აღმოჩნდა, რომ დებატების შედეგად კონკურენტები დავიყოლიე რაღაც პოზიციაზე, რომელიც ჩემთვის მისაღებია, ან პირიქით მოხდა, მე დავინახე, რომ ჩემი პოზიცია მცდარია, მაშინ შეიძლება, მაყურებელმა და ამომრჩეველმაც დაინახოს, რომ პოზიციები დაახლოვდა და რამე თანამშრომლობა შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კლავენ სიტყვის თავისუფლებას, დისკუსიას, რაც არ უნდა ილაპარაკონ თვითონ, თავისი ქმედებებით კლავენ დისკუსიას, მათთან თანამშრომლობა ყოვლად წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ილუზია, რომ ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია რამე თანამშრომლობას შეძლებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება, რაქვიაშვილმა თქვა, რომ ამ ადამიანებს დიდი ხანია, კარგად იცნობს და ეს შეუძლებელია.„ჩვენ დიდი ხანია, ამ ხალხს ვიცნობთ, ბევრი რაღაც გაგვივლია მათ შორის, ერთად, „ლელოსთანაც“, „ნაცებთანაც“, გახარიებთანაც“, ასე შემდეგ და დიდი ხანია, ხელი ჩაქნეული გვაქვს ამ ხალხზე. რა თქმა უნდა, შეიძლება, ყველა გამოსწორდეს. ქრისტიანი ხალხი ვართ და ბოლოს და ბოლოს, ვაპატიებთ, რამე რომ მოინანიონ, მაგრამ რაღაც უნდა მოხდეს ამისთვის და ამ ეტაპზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთი სიტუაცია ოპოზიციაში ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ დამარცხებას; ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გავძლიერდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

Forbes-ის განახლებულ მილიარდერების სიაში 3,000-ზე მეტი მილიარდერიდან დაახლოებით 400 ქალია-ნახეთ, ვინ არის სპორტული კლუბის უმდიდრესი ქალი მფლობელი?

ამერიკული გამოცემა Forbes-ის განახლებულ მილიარდერების სიაში 3,000-ზე მეტი მილიარდერიდან დაახლოებით 400 ქალია. მაგრამ მხოლოდ 11 ქალი ფლობს პროფესიონალურ სპორტულ ფრენჩაიზზე სრულ კონტროლს.11 ქალი მილიარდერიდან, რომლებიც სპორტულ გუნდებს ფლობენ, შვიდმა ქონება მემკვიდრეობით ან მეუღლის გზით მიიღო, ხოლო ოთხი თვითშექმნილი მილიარდერია.NFL ყველაზე წარმომადგენლობითი ლიგაა ქალ მფლობელთა შორის ოთხი გუნდით. NBA და NWSL სამით, შემდეგ მოდის MLS და ევროპის ქალთა ფეხბურთი ორით. რაც შეეხება პრემიერლიგას, MLB-ის, NHL-სა და WNBA-ის ისინი თითო ქალი მფლობელით არიან წარმოდგენილები.თუმცა, ეს მცირე წრე იზრდება, რადგან ქალთა სპორტში მზარდმა ინტერესმა გამოიწვია პოპულარობის, სპონსორული მხარდაჭერის და საბოლოოდ გუნდის ღირებულების ბუმი, რაც ახალ თაობას იზიდავს. ჯანდაცვის ტექნოლოგიების მილიარდერმა მიშელ კანგმა (მე-11 ადგილი, 1.2 მლრდ) განაცხადა, რომ 2020 წელს, როდესაც პირველად შეუერთდა ქალთა საფეხბურთო ლიგის (NWSL) “Washington Spirits”-ის აქციონერთა ჯგუფს, ფეხბურთზე არაფერი იცოდა, მაგრამ ახლა სამი გამოჩენილი ქალთა გუნდის მფლობელია. კერძო კაპიტალის მაგნატმა ლორენ ლაიხტმანმა (მე-10 ადგილი, 1.3 მლრდ) მას მიჰბაძა და 2023 წელს შეიძინა “San Diego Waves”-ი. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ყოფილი “Utah Jazz”-ის მფლობელი გეილ მილერი (მე-8 ადგილი, 4.6 მლრდ) სპორტულ ბიზნესში აპრილში დაბრუნდა “Utah Royals”-ისა და “Real Salt Lake”-ის $600 მილიონად შეძენით.გასული წლის განმავლობაში საჯარო ბაზრებზე ქაოსმა მირიამ ადელსონის ქონება 3%-ით შეამცირა. თუმცა, “Las-Vegas Sands”-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, შელდონ ადელსონის 79 წლის ქვრივი, ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს თავის სპორტულ გუნდს.“Dallas Mavericks”-ი NBA-ს ფრენჩაიზი, რომელიც მირიამ ადელსონმა 2023 წელს $3.5 მილიარდად შეიძინა ახლა Forbes-ის შეფასებით $4.7 მილიარდი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მის კომპანია “Sands”-ს მძიმე წელი აქვს, ადელსონს არ ემუქრება მდიდარ ქალ მფლობელთა შორის პირველი ადგილის დაკარგვა: მისი ქონება $29.4 მილიარდს შეადგენს და ის 11 ქალი მფლობელის სიას ლიდერობს, რომელთა ჯამური ქონება $85 მილიარდს აჭარბებს.ადელსონის ქონება უფრო მეტია, ვიდრე რეიტინგის მომდევნო სამი ქალის ერთად აღებული: “Brooklyn Nets” და “New York Libety”-ის თანამფლობელი კლარა ვუ ცაი, რომელიც თავის მეუღლესთან, “Alibaba”-ს თანადამფუძნებელ ჯო ცაისთან ერთად $11.4 მილიარდის ქონებას ფლობს; “Cleavland Browns”-ის და “Columbus Crew”-ს თანამფლობელი დი ჰასლამი, რომლის ქონება მეუღლესთან, “Pilot Flying J”-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ ჯიმი ჰასლამთან ერთად $8.5 მილიარდს შეადგენს; და “New Orleans Saints”-ისა და “Pelicans”-ის მფლობელი გეილ ბენსონი, რომლის ქონება $7.1 მილიარდია.

მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა- რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე, ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს.დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დავით ზურაბიშვილი: ამ ქვეყანაში ყველა რევოლუცია წარმატებით დამთავრდა, რადგან ხელისუფლება შიგნიდან იყო დანგრეული და ამას დანგრევის არაფერი ეტყობა, რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა

„მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებული არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთია აქტივიზმი, ერთია პროტესტი, რომელიც ნაწილია პოლიტიკური პროცესის და ეს არ არის პოლიტიკური პროცესი მხოლოდ. ხელისუფლება მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ მაგრად, არ წავიდეთ არსად, ხელისუფლებას არაფერში გავეკაროთ და ხელისუფლება დაინგრევა შიგნიდან, ასე ბუნებრივია არ მოხდება. ასე არასდროს არსად მომხდარა და ვერც ვერასდროს მოხდება“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „დღის ამბებში“.წამყვანის კითხვაზე „თუ თვითმმართველობის არჩევნებში ვერ იგებენ, როგორ იგებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის მოთხოვნა არის“, ზურაბიშვილი აცხადებს, „რა ვიცი როგორ იგებენ, ესენი ამბობენ, რომ მოდი შეცვალე საარჩევნო კანონმდებლობა, გამოუშვი პატიმრები, სასამართლო წესიერად მოიქცეს, ცესკო წესიერად მოიქცეს, საერთოდ დაგვნებდით და გვეახელით. ასეთ ინფანტილურ და ბავშვურ რაღაცას ეუბნებიან, რომ ჯერ დაგვნებდი, ჯერ დაინგრეს ხელისუფლება და მერე არჩევნები“.

ბოლო სიახლეები