ირაკლი კობახიძე მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, მთავრობა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას
კობახიძის თქმით, დემირელის სკოლის მენეჯერის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს მისაღები იყო.
” ბუნებრივია პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და პარტნიორებთან ურთიერთობას მე ვფიქრობ , რომ გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველა პირობებში დავალაგოთ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობრული ურთიეთობები გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ ” განაცხადა კობახიძემ
ჩაბუქი ცოტა ხნის წინ სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, პროკურატურა კი 10 000-ლარიანი გირაოს მოითხოვდა.
ადვოკატების განცხადებით, ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პროცესები კვლავ გაგრძელდება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში დემირელის სკოლის მენეჯერი პატიმრობაში არ იქნება.
პროცესს ჩაბუქის მეუღლე, ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.