ორშაბათი, ივნისი 9, 2025

კმარა რაც იტანჯეთ-გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს ↓

ვრცლად ↓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი:- ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ვფიქრობ, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის შეფასებით, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს.„ვფიქრობ, თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე უნდა დაიბარონ. ის იქიდან გვახსოვს, როცა თქვა, რომ იესო ქრისტეს ჯიბეში 30 ვერცხლი ჩაუდეს, ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. გვახსოვს მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც, მაგრამ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და ისე გამოიყვანოს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ რვა წლის წინ სისულელე თქვა. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელდ შეტევა. ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება. რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს. მახსოვს, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც თავს დაესხნენ. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არც საზღვარგარეთ არავინ დაიჯერებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.

მიხეილ სააკაშვილი – მხოლოდ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები, ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

მხოლოდ გაერთიანებით, სიძლიერით, მხოლოდ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები, არ მეშინია და არ გავჩუმდები. ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაუმარჯოს თავდაუხრელ, გაუჩუმებელ, არშეშინებულ, არდაშინებულ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, „ყველა, ვინც წავა არჩევნებზე, პირდაპირ თამაშობს რუსეთის თამაშს“.„მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას, არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? მერამდენედ შეიძლება, ერთი და იგივე წყალში შესვლის მცდელობა? ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს, ამ რეჟიმთან მხოლოდ საჭიროა ლაპარაკი ჩვენი ორგანიზებულობით, ერთიანობით, სიმტკიცით და ისე, როგორც დღეს თიკამ გააკეთა ეს. ყველა, ვინც ამ პირობებში წავა არჩევნებზე, უბრალოდ პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს. მათი დღეები არის დათვლილი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ გახანგრძლივება სხვადასხვა არჩევნებით და კოლაბორაციით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თეა წულუკიანი – გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, არის მოცლილი, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ვთავაზობ, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს

გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს. როგორც ჩანს, მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს თარჯიმანთან ერთად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს.წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დასწრების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინფორმირებული შეფასებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი.„გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი – გვარი ხომ არ მეშლება? – როგორც ჩანს, არის მოცლილი, რადგან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს. რომელიმე მათგანი თუ მოხვდა საპატიმროში, ნამდვილად საუკეთესო პირობებში უწევთ ყოფნა. გაგვაკრიტიკეს კიდეც, ზედმეტად ჰუმანურები ხართო. როგორც ჩანს, მას სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო გერმანიის ელჩს, ბატონო ელჩო, მობრძანდით. ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და მოგცემთ უფლებას, რომ ამ სხდომებს დაესწროთ თქვენს თარჯიმანთან ერთად. მოუსმინეთ, რას ჰყვება ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე. როგორ ცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, აწამეს. როგორ აყურებინეს ერთ-ერთ მათგანს მეორე მათგანის წამება, რის შემდეგაც ყველას მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა, როგორ აწამებდნენ გლდანში პატიმრებს და შემდეგ გააკეთეთ შეფასებები, ბატონო ელჩებო. განზრახ არ გვინდა, დავაკონკრეტოთ გვარები და წამების შინაარსი, რადგან, სააკაშვილისგან განსხვავებით, ვიცავთ პირადი ცხოვრების და პირადი ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას. ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით და მხოლოდ უსმინეთ, შემდეგ უკვე გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ვერავინ მოახერხა, სააკაშვილის გარდა, რომ ეტირებინა ქართველი კაცები ხმით. ეს მან მოახერხა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

“მოსწავლეების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, თავის ტვინის შერყევით აგრძელებენ მკურნალობას” – კლინიკის დირექტორი ავტობანზე ავარიაში მოყოლილი პირების ჯანმრთელობის შესახებ

გუშინ, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირებიდან სამი ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს.როგორც ხაშურის კლინიკის დირექტორმა, გიორგი ქისტაურმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა, სამიდან ორ მოსწავლეს, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნება."ჩვენთან კლინიკაში, ამ ეტაპზე იმყოფება სამი დაშავებული, აქედან ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. მოსწავლეების მდგომარეობა შედარებით მსუბუქი არის, თავის ტვინის შერყევით აგრძელებენ მკურნალობას, მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნებათ", -  ანაცხადა გიორგი ქისტაურმა "რუსთავი 2-თან" საუბარში. მისივე თქმით, მასწავლებლის მდგომარეობა შედარებით რთული იყო, თუმცა "ამ ეტაპზე უკვე სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია, რა თქმა უნდა, გართულებების რისკი შედარებით მაღალია ჭრილობის მასშტაბებიდან გამომდინარე, თუმცა, ამ ეტაპზე სტაბილურად არის", - დასძინა კლინიკის დირექტორმა.ცნობისთვის, გუშინ, ხაშურთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის, ექსკურსიისთვის განკუთვნილი მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა.

“რიყის დოქები” შეძენიდან ერთ თვეში 2.8 მილიონად გაიყიდა – ობიექტის მფლობელი “მაქრო ფროფერთი” გახდა

რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა - კომპანია "რიყე დომის" მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია "მაქრო ფროფერთი" გახდა, რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა.ობიექტი დემონტაჟის შესაძლებლობით გაიყიდა, ადგილზე მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი.თავის მხრივ, "რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ "მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა.ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, "მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი "როყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია "რიყე დომის" წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.2025 წლის 21 მაისს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

ბოლო სიახლეები