სამშაბათი, მარტი 4, 2025

კირ სტარმერი – დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზეც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ.

სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდა იყოს გამყარებული სიძლიერით და ყველა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა შეიტანოს წვლილი, ყველამ უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და გაზარდოს საკუთარი წილი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ ოთხ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, ესენია: „ომის მიმდინარეობისას უკრაინაში სამხედრო დახმარების ნაკადის შენარჩუნება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, ნებისმიერი ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები ეცდებიან, შეაკავონ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მომავალი შეჭრა. იქმნება „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის გარანტირებისთვის“​​​​​​​​​​​​​​​​.

სტარმერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინას 1.6 მილიარდ ფუნტს გადასცემს 5 000-ზე მეტი რაკეტის შესაძენად. მისივე თქმით, ეს რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდ ბრიტანეთში. სტარმერის განმარტებით, მათი მიზანია უკრაინის დაყენება ძალიან ძლიერ პოზიციაში, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციიდან.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიის გზაჯვარედინზე. ეს არ არის მომენტი მეტი საუბრისთვის – დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო. ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი. არავის სურდა იმის ხილვა, რაც გასულ პარასკევს მოხდა, მაგრამ მე არ ვეთანხმები, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა. აშშ გაერთიანებული სამეფოს სანდო მოკავშირე იყო მრავალი ათწლეულის განმავლობაში და კვლავაც რჩება ასეთად“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეთანხმებას სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა.

„მოდით, ნათლად ვთქვათ, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე. ახლა ჩვენ ერთად უნდა შევასრულოთ ეს“, – განაცხადა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გეგმა, რომელიც დღეს წარმოადგინეს, დონალდ ტრამპთან იქნება განხილული.

„გუშინ ღამით ვესაუბრე დონალდ ტრამპს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, რომ არ მეფიქრა, ეს დადებით შედეგს გამოიღებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ: უკრაინა, ევროპა, დიდი ბრიტანეთი და აშშ გრძელვადიანი მშვიდობისკენ ერთად ვივლით“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო, ობამას დროს მიიღეს ყირიმი, ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება, მე რომ...

ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხალხს ასევე სურს გარიგების დადება, რადგან ისინი დაიტანჯნენ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი.„მაგრამ თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო; პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი, დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა. მიწის დიდი ნაჭერი, სადაც მათ ჰყავთ თავიანთი წყალქვეშა ნავები. იცით ეს, არა? ყირიმი; პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს; პრეზიდენტ ბაიდენის დროს სცადეს მთელი რაღაცის მიღება. მათ სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ რაღაცას. ასე რომ, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ბუშს, ობამასა და ბაიდენს. მათ ბევრი წაიღეს. ერთადერთი, რაც მათ არ მიუღიათ, იცით, რა მივეცი მათ? მე მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. აი, რა მივეცი მათ. მე მივეცი მათ სანქციები რუსეთის მიმართ. მე მივეცი მათ „ჯაველინები““, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

📽️„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი…“ – იაგო ხვიჩია

„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი...“-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ამერიკისთვის, პუტინზე არანაკლები პრობლემაა ევროპაში მიმდინარე პროცესები. ევროპა გახდა სოციალისტური, შინაარსობრივად, ევროპა გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლებები წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი არის მთავრობის გადასაწყვეტი, რეგულირებები, ბიუროკრატია, გადასახადები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომ პოლიტკორექტულობის მოტივით... ამერიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომლისთვისაც ეს კომუნისტები, ყველაზე ჩათლ*** კომუნისტები, რომლებიც იმასაც კი არ ამბობენ, რომ კომუნისტები ვართო, როგორც ჩვენთან არიან ჩათლ*** კომუნისტები ოპოზიციაში, 4, 5, 9, 25 და ენჯეოს სექტორი, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ლიბერალები არიან. ტრამპისთვის ეს ხალხი, მისი მოწინააღმდეგეები ამერიკაში და მათი მეგობრები ევროპაში, არიან ბევრად უფრო დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ესენი არიან ვირუსი, რომლებიც შეძვრნენ ამერიკაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე-იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უკრაინამ კახა კალაძეს “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდება ჩამოართვა და აღნიშნავს, რომ “მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი”.“ძალიან მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი. კახი კალაძეს რა მოტივით „აზარალებ,“ თქვენი სპორტის ოსტატის წოდებას, რომ ჩამოართმევ? იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? აი, იქ კი რას აპირებთ მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ქვეყნის დედაქალაქის მერი და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?! იქნებ ჯერ დაფიქრდეთ, მერე თქვათ და აკეთოთ უგუნურობები.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა  3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის.3 მიწისძვრა 3 მაგნიტუდა და მეტი8 მიწისძვრა 2-დან 3 ქულამდე სიმძლავრის69 მიწისძვრა 2-ზე ნაკლები მაგნიტუდით

გია აბაშიძე: ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას “უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება” ჩამოართვა – კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია

სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის უკრაინის მიერ “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევას.მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმავალი ზელენსკის უბადრუკმა აქტორებმა მიიღეს. “სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია. როგორ ძალიან აჟრიალებთ წარმავალი ზელენსკის რეჟიმის უბადრუკ აქტორებს. კალაძე ერთ-ერთი დიდსულოვანი ადამიანია "ქართულ ოცნებაში" და ანდრეი შევჩენკოს მსგავს სულმდაბალ არსებათა ზემინიმანლურ პარაზიტობას როგორმე გადაიტანს.” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები