კიევში, რადას შენობასთან ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. შედეგად 14 სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
“სახალხო ფრონტის” დეპუტატის ანტონ გერაშენკოს განცახდებით, სააკაშვილის მხარდამჭერებმა რადასთან საბურავების დაწვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.