შაბათი, აპრილი 25, 2026

კიევში, რადასთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

კიევში, რადას შენობასთან ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. შედეგად 14 სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

“სახალხო ფრონტის” დეპუტატის ანტონ გერაშენკოს განცახდებით, სააკაშვილის მხარდამჭერებმა რადასთან საბურავების დაწვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ესოშიეთიდ პრესი“ – აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ პაკისტანის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, მაღალი რანგის ოფიციალური პირები ისლამაბადთან ახლოს მდებარე აეროპორტში არაღჩის გასაცილებლად იმყოფებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა მედიასთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა და მას ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ომის დასრულების შესახებ ირანის პოზიცია გააცნო.როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, „ვიდრე შედეგი არ მიიღწევა.“ გარდა ამისა, არაღჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრისაც შეხვდა. პრემიერის ოფისში გამართულ შეხვედრას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იშაქ დარი და პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირიც ესწრებოდნენ.„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტის დროს პაკისტანში მყოფ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები და ეჭვები გააცნო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.

ემანუელ მაკრონი – ჩვენ იმ ომის მსხვერპლი ვართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს ნავი ჩვენ არ აგვირჩევია

ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, – ამის მის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ჰორმუზის სრუტე ნავთობის გადაზიდვისთვის „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ გაიხსნას. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გეოპოლიტიკური გაურკვევლობით გამოწვეულმა პანიკამ, შესაძლოა, თავად გამოიწვიოს დეფიციტი.„ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო,“ – აღნიშნა მაკრონმა.მედიის ინფორმაციით, ათზე მეტმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მზად არის შეუერთდეს საერთაშორისო მისიას, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.საერთაშორისო მისია შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების დაცვას უზრუნველყოფს.

„ორმაგი სტანდარტები საერთაშორისო სამართალში -ირანის ელჩის გზავნილი“

,,ევროპული ღირებულებები დავის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო სამართალი ევროპისთვის წმინდა რამაა, მაგრამ სხვებისთვის მოლაპარაკების საგანია უპირატესობის მოსაპოვებლად. ირანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები ყველა ქვეყანას თანაბრად უნდა ეხებოდეს''-ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს.

გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას – აწყობს ეს? – გურამ მაჭარაშვილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცი განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. მისი განცხადებით, საქართველოში შესაძლო ომის სცენარი მძიმე შედეგებს გამოიწვევდა და ამის თავიდან აცილებაში დიდი როლი ითამაშა როგორც „ხალხის ძალის“ პოლიტიკამ, ისე ხელისუფლების პრაგმატულმა გადაწყვეტილებებმა.„გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას - აწყობს ეს? სწორედ ეს არის შედეგი, რაც სამწუხაროდ დადგებოდა საქართველოში, რომ არა ჩვენი - „ხალხის ძალის“ პოლიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სწორი პრაგმატული გადაწყვეტილებები, მას მერე, რაც ჩვენ გავედით "ქართული ოცნებიდან" და საზოგადოებას ავუხსენით, რომ სახელმწიფოზე იყო ზეწოლა,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, ნაცურ“ მედიაზე არის ზედგამოჭრილი, ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის...

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, "ტვ პირველის" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, "ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ".სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, მსგავსი ქველმოქმედება არასდროს არავის გაუკეთებია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გააკეთა. ის აქვეყნებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედების ნაწილის ჩამონათვალს და წერს, რომ სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს! რაც შეეხება ერისკაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის ქველმოქმედებას საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, მსგავსი არავის, არასდროს გაუკეთებია! არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა ოჯახმა! ბიზნესი ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც პირველი მილიონი შემოუვიდა და ამ მილიონიდან, 750 ათასის ტრაქტორები იყიდა და საქართველოში გამოაგზავნა ხალხისთვის! რატომ ვიწყებ იცით ამ მაგალითით? მაშინ არავინ იცოდა, არც ბატონმა ბიძინამ, ბიზნესი როგორ გაუგრძელდებოდა, წარმატებას მიაღწევდა ისევ თუ არა! შანსი გამოუჩნდა და უფრო მეტი მის ხალხს დაახარჯა, ვიდრე თავის ოჯახს! ვინმე შეძლებდა? 1.ააშენა სამების ტაძარი 2.გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა თსუ-ს 1 კორპუსი 3.გაარემონტა კონსერვატორია 4.გაარემონტა სამხატვრო აკადემია 5.გაარემონტა პირველი კლასიკური გიმნაზია 6.აშენებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, 7.ააშენა ფრანგული სკოლა 8.საქართველოში ააშენა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 36 სკოლა 9.გარემონტდა 400-ზე მეტი სკოლა 10.აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარა 540 ტაძარს და ძეგლს. (აგრეთვე კაცხის მონასტერს, ვარძიას, მცხეთა – სვეტიცხოველი, გერგეტის სამებას, უფლისციხეს და ა.შ.) 11.ჯანსულ კახიძის მუსიკალური ცენტრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია, 12.ოპერისა და ბალეტის თეატრს სრული რეკონსტრუქცია 13.განაახლა და სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს (ფილარმონია) 14.შოთა რუსთაველის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია 15.მარჯანიშვილის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონტრუქცია 16.გრიბოედოვის თეატრის სრული რეკონსტრუქცია 17.თავისუფალი თეატრის სრული რეკონსტრუქცია 18.მოზარდმაყურებელთა თეატრი, 19.თუმანიშვილის თეატრი 20.მარიონეტების თეატრი 21.მუსიკისა და დრამის თეატრი 22.მსახიობების ხელფასით უზრუნველყოფა 23.ააშენა ბათუმის დელფინარიუმი 24.ბათუმის ზოოპარკი 25.ბათუმის ეშმაკის ბორბალი 26.გასართობი ცენტრი “ციცინათელა” 27.,სიღნაღის სრული რეკონსტრუქცია 28.ბაკურიანის საბაგირო გზა 29.საქართველოს ეროვნული მუზეუმი 30.ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი 31.იოსებ გრიშაშვილის სახლმუზეუმი 32.აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი 33.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი 34.თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი 35.ებრაელთა მუზეუმი 36.დააფინანსა 20-ზე მეტი მუსიკალური ანსამბლი 37.პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 38.ბოტანიკური ბაღი 39.2004-2007 წლებში მინისტრების, დეპუტატებისა და ა.შ. პირების ხელფასები 40.დააფინანსა სტიქიით დაზარალებულები 41.უამრავ ადამიანს უფასოდ უმკურნალა და არაერთ სტუდენტის სწავლას აფინანსებს საზღვარგარეთ 42.საერთაშორისო აუქციონებზე შეიძინა ფიროსმანის რამდენიმე ნახატი და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად 43.ქართული ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასები 44.საპატრულო პოლიციის სრული ეკიპირება და დაფინანსება 45.სოფელ ჭორვილის მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობა და მათთვის ყველანაირი დახმარების გაწევა 46.ურეკის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 47.ძვ.თბილისის რეაბილიტაცია, 48.გორი-ჭიათურა-ზესტაფონი ტრასის ასფალტიზაცია 49.თბილისი ხაშურის ავტობანის თანადაფინანსება 50.ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაცია 51.საპატრულოს ავტომობილები 52.საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები 53.ყველა სარაგბო სტადიონი 54.რაგბის ნაკრების დასპონსორება 55.საფეხბურთო ცენტრი “ბასა” 56.თბილისის კანალიზაცია 57.აშენდა და გარემონტდა საჩხერისა და ურეკის კულტურის სახლები 58.აშენდა ბოტანიკის ინსტიტუტი 59.აშენდა პოლიციის შენობები 60.ფინანსდება ისტორიული საბავშვო ჟურნალი ,,დილა” 61.განახლდა ბაკურიანისა და საჩხერის კინოთეატრები და ხელოვნების სახლები; 62.საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის ეკიპირების შესაძენად და ხელფასებისათვის წლების მანძილზე ფინანსდება 14 სპორტული ფედერაცია და 6 სპორტული კლუბი 63.ათიათასობით წიგნი საჩუქრად გადაეცა საქართველოს ეროვნულ, მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს 64.წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას სისტემატურად იღებს ხელოვნებისა და სპორტის 500-ზე მეტი მოღვაწე 65.ააშენა შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი 66.ააშენა და სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena 67.იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენაზე. ხელნაწერი აუქციონზე 1 მილიონი გირვანქა 68.კორონა ვირუსის ფონდს 100 მილიონი ჩაურიცხა ეს სია არ არის სრული და უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ესეც საკმარისია იმის გასაგებად, რომ საქმე გვაქვს ერისკაცთან — ადამიანთან, რომელიც თავის ხალხს და ქვეყანას ეკუთვნის. მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები თავად ლაპარაკობს, ის იცავს ტრადიციებს, აფასებს ისტორიას და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას გულით ატარებს," - წერს დიმიტრი სამხარაძე. 

ბოლო სიახლეები