1997 წლიდან ინტერნეტში პორნოგრაფიამ მიგრაცია დაიწყო. თავდაპირველად რთული დასადგენი იყო, ვინ, რას და როდის უყურებდა ვებგვერდზე. ეს საკითხი psychologytoday-მ შეისწავლა და კვლევა გამოაქვეყნა.
როგორც PornHub-ი ირწმუნება 2017 წელს ვებგვერდზე 28.58 მილიარდი ადამიანი შევიდა, რაც დაახლოებით დღეში 81 მილიონ მომხმარებელს უდრის. თუ ამ მონაცემებს საათობრივად და წუთობრივად დავიანგარიშებთ, ერთ საათში 4 მილიონ, წუთში კი 56 000 მომხმარებელს ნიშნავს.აუდიტორიის მხრივ 75%-ს მამაკაცები, ხოლო 25%-ს ქალები შეადგენენ.PornHub-ის მომხმარებლების ასაკობრივი კატეგორია საშუალოდ 36 წელია.
18-24: 30%
25-34: 28%
35-44: 18%
45-54: 13%
55-64: 7%
65+: 4%
პორნოგრაფიით დაინტერესებული მომხმარებლები ვებგვერდზე ძირითადად ორჯერ 16:00-17:00 და 22:00-1:00 დროის მონაკვეთში შედიან. თითოული შესვლისას კი საიტზე საშაუალოდ 12-წუთს ჩერდებიან.
2016-2017 წლებში PornHub-ზე არსებული მასალების დაინტერესებით იაპონელები (66%), ინდოელები (57%) და კორეელები (39%) ლიდერობენ.
კაცს და ქალს სხვადასხვა ფავორიტი კატეგორიები აქვთ.
კაცების რჩეული კატეგორიებია:
იაპონური
Ebony (აფრიკული და აფრიკულ-ამერიკული)
ანალი
ქალების რჩეული კატეგორიებია:
ლესბოსელები
Threesome
Ebony
Gangbang
თუ რომელი მოწყობილობებიდან სტუმრობენ პორნოგრაფიულ ვებგვერდზე მომხმარებლები PornHub-მა პროცენტული მაჩვენებლები ასე გადაანაწილა.
მობილური: 67%, 2016 წელთან შედარებით მაჩვენებელი 5%-ით გაზრდილია
კომპიუტერი: 24%, 2016 წელთან შედარებით მაჩვენებელი 4%-ით შემცირებულია
ტაბლეტი: 9%, 2016 წელთან შედარებით მაჩვენებელი 1%-ით შემცირებულია
მიუხედავად სხვადასხვა ფაქტორისა, ვებგვერდს დღეს პორნოგრაფიის მოყვარული მილიონობით ადამიანი სტუმრობს.