კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების ხმათა 100% დათვლილია. მეორე ტურის გამარჯვებული 55,99% ხმით ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი გახდა.
ოპოზიციონერმა კანდიდატმა ტავროს მალაასმა ამომრჩეველთა 44,01%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
კვიპროსზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს ჩატარდა. მაშინ ამ პოსტზე 9 კანდიდატი აცხადებდა პრეტენზიას.
კვიპროსის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. ეს ამ ქვეყნის ჩამოყალიბებიდან მე-13 საპრეზიდენტო არჩევნებია.