ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

კესარია აბრამიძე მოკლეს

თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს.

მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს “კურიერის” გადამღები ჯგუფიც.

“კურიერის” ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია.

შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ , დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „ უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან.“ანანიძე საზოგადოებას უსვამს რიტორიკულ კითხვას კიდევ თუ არის ვინმე ვისაც სჯერა, რომ ქართულ ოპოზიციასა და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩათრევა არ სურდათ.„ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?“- წერს ანანიძე.

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით.მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube ავტომატური პარამეტრებით მიუწვდომელი იქნება 16 და 17 წლის მოზარდებისთვის შუაღამიდან დილის 06:00 საათამდე.მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.თუმცა, აქტივისტები თვლიან, რომ ეს გეგმა საკმარისად შორს არ მიდის, რადგან მოზარდებს შეზღუდვის გამორთვა თავადვე შეუძლიათ.ახალი გეგმები მოჰყვა ივნისში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი რიგი პლატფორმების გამოყენება სრულად აეკრძალებოდათ.მთავრობამ აღნიშნა, რომ შემდგომი ზომები მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები - მათ შორის, პროვაიდერების ვალდებულებით, დააწესონ რეგულარული შესვენებები 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის.

მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.რიგის დაჯავშნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით. 

რიკი მარტინმა რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.მოქალაქეებმა შეტყობინება Biletebi-ისგან მიიღეს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თანხას 3-5 სამუშაო დღეში, იმავე ბარათზე დაუბრუნებენ, რომლითაც ბილეთები შეიძინეს.

ბოლო სიახლეები