არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომლის გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია“.
„თუმცა, ის ყოველთვის ამბობს, რომ ამ ომის დასასრულებლად მისი მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია. სწორედ ამას შეეცდება ხვალ. რა თქმა უნდა, არსებობს სანქციები და სხვა ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც პრეზიდენტს შეუძლია, თუ ამის საჭიროება იქნება და არა იმიტომ, რომ მას ეს სურს“,- განაცხადა ლევიტმა.