ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

კემეროვოში გარდაცვლილთა რაოდენობას მალავენ

,350-დან 400-მდე დაღუპული და მათ შორის უემეტესობა ბავშვები არიან,,- ასეთია დამოუკიდებელი რუსი ბლოგერების მონაცემები კემეროვოში მოხდარი ხანძრის შედეგებზე, რომელსაც მათი აზრით რუსეთის ხელისუფლება საგანგებოდ მალავს.
,,მოგვდის შეტყობინებები, რომ კემეროვის მორგში მშობლებს საკუთარი შვილების ამოსაცნობად არ უშვებენ, თუ ისინი ინფორმაციის გაუთქმელობაზე არ მოაწერენ ხელს. მთელი ქალაქი გარშემორტყმულია ძალოვანებით და ნაბრძანებია ,,ენას კბილები დააჭირონ,, მორგები იმ დონემდეა გადავსებული, რომ გვამები სხვა ქალაქში გადააქვთ… გარდაცვლილთა შორის უფროსები ცოტანი არიან. ძირითადად ბავშვებია. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, გარდაცვლილთა რაოდენობა 350-დან 400-მდეა,, აცხადებს ერთ-ერთი რუსი ბლოგერი ,,ტვიტერში,,

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც უცნობი პირი კემეროვოს საავადმყოფოში მომუშავე ახლობლის მიერ მიცემულ ინფორმაციას ჰყვება სატელეფონო აუდიო შეტყობინებების მეშვეობით. ამ აუდიოინფორმაციაშიც საუბარია 350 გარდაცვლილზე რომელთა შირის აბსოლიტური უმეტესობა ბავშვია… ,,გუშინ, ბავშვებით სავსე 4 ავტობუსი მოიყვანეს სავაჭრო ცენტრთან, რომ ისინი, იქ არსებულ კინოთეატრში მულტფილმის პრემიერას დასწრებოდნენ. გაუგებარია რატომ ჩაკეტეს კარის დარაჯებმა ეს ბავშვები დარბაზში. ალბათ იფიქრეს გარეთ რომ არ გაქცეულიყვნენ. ჩაკეტეს ისინი და თვითონ წავიდნენ.,, აცხადებს ინფორმაციის ავტორი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ოლქის გუბერნატორის, მილარდერ ამან ტულეევის განკარგულებით, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იბლოკება და ის მას მერე გახდება ცნობილი, რაც ტულეევი გუბერნატორობიდან გადადგება.

დამოუკიდებელი რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში არსებულ კინოთეატრში და ატრაქციონებზე, მოზარდები საპრეზიდენტო არჩევნების დროს პუტინის მხარდამჭერების მიერ დარიგებული უფასო კუპონებით იყვნენ მისული.
ცოტა ხნის უკან, რადიოსადგურ ,,ეხო მასკვი,,-მ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თვითმხილველი ახალგაზრდა კაცი ჰყვება საბაჭრო ცენტრში მომხდარის შესახებ… ამ ვიდეოშიც, თვითმხილველი აცხადებს, რომ კინოთეატრში 100-მდე ბავშვი იყო, რომლებიც ცოცხლად დაიწვნენ. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრი ბავშვი იყო ატრაქციონებზე და სათამაშო ოთახებში, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. ,,ძალიან ბევრი ბავშვი იყო ასევე სართულებზე… 2-3 წუთში ბოლმა სრულად მოიცვა სართულები,, აცხადებს თვითმხილველი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ-ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ანტონიუ გუტერეში – რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ირანული მედია – გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია.მათივე ცნობით, მანსურეს გარდაცვალების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელეარხმა „ორმა“ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ცოლი სახლში მოკლეს, ხოლო სხვა ირანულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იმყოფებოდა.მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 79 წლის მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს.

ბოლო სიახლეები