კახი კალაძის მორიგი ქველმოქმედება
ეგვიპტის უდაბნოში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს – IV საუკუნით დათარიღებულ ნაგებობაში ბერებმა წარწერები დატოვეს
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ეგვიპტის უდაბნოში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს უძველესი მონასტერი, რომელიც ქრისტიანობის ადრეულ ხანას მიეკუთვნება. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონასტერი ნაპოვნია ვადი-ელ-ნატრუნში, ბეჰეირას პროვინციაში.ვადი-ელ-ნატრუნი ითვლება “ეგვიპტესა და მსოფლიოში მონასტერიზმის აღმოცენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრად“. ნაგებობა ახალი წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეებით თარიღდება.ალიზის აგურით აშენებული შენობა დაახლოებით 21,528 კვადრატულ ფუტს მოიცავს; მისი კედლების სისქე სამ ფუტზე მეტია, ხოლო ოთახების სიმაღლე დაახლოებით შვიდ ფუტს აღწევს.არქიტექტურა და აღმოჩენები სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ღია ეზოს, რომელიც გარშემორტყმულია შენობებით. ამ ნაგებობებში განთავსებული იყო ბერების სენაკები, ღუმელები, სამზარეულოები და სათავსოები.
კედლის მხატვრობასა და არქიტექტურულ ელემენტებთან ერთად, არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები - რომლებიც, სავარაუდოდ, ბერებს ეკუთვნოდათ.“არქიტექტურული კვლევები აჩვენებს სხვადასხვა გადახურვის სისტემების გამოყენებას, მათ შორის ალიზის აგურით ნაგებ თაღებსა და გუმბათებს“, - აღნიშნეს ოფიციალურმა პირებმა.კედლები დაფარული იყო თეთრი ბათქაშის ფენით და შემკული იყო ფრესკებით, რომლებზეც გამოსახულია ჯვრები, პალმის ხეები და სხვადასხვა მცენარეული თუ გეომეტრიული მოტივები.გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე წარწერა იქ მცხოვრები ბერების სახელებით, აგრეთვე “რელიგიური ტექსტები, რომლებიც წყალობასა და შენდობას ითხოვდნენ“.მეცნიერული და ისტორიული მნიშვნელობა ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრმა, შერიფ ფათიმ განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა “წარმოადგენს მნიშვნელოვან შენაძენს ეგვიპტეში მონასტერიზმის საწყისების გასაგებად, რომელიც სწორედ ეგვიპტის მიწაზე დაიწყო, სანამ მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა“.არქეოლოგებმა მსგავსი სამონასტრო კომპლექსი იპოვეს იმავე, ბეჰეირას პროვინციაში.მანამდე, იანვარში, ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს კიდევ ერთი მონასტრის აღმოჩენის შესახებ სოჰაგის პროვინციაში, სოფელ ალ-დუვეირში. იქ არქეოლოგებმა მიაკვლიეს ბიზანტიური პერიოდის “ბერების სრულად ინტეგრირებული საცხოვრებელი კომპლექსის“ ნაშთებს.
ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს – მას მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა: რა ხდება ცნობილი
bpn.ge-ს ინფორმაციით, ცნობილი ქართველი კალათბურთელის, NBA-ს ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს - მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, შპს “სადმელი ჰესს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე განთავსებული უძრავი ქონება 49 წლის ვადით გადაეცა, რათა მდინარე რიცეულაზე ჰიდროელექტროსადგური ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს.მთავრობის განკარგულების მიხედვით, ქონება კომპანიას გადაეცა “აღნაგობის უფლებით“, რაც ნიშნავს, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება, თუმცა კომპანიას უფლება აქვს იქ ააშენოს ობიექტი და გამოიყენოს იგი.
ამასთან, კომპანია ვალდებულია ქონებით სარგებლობისთვის სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხადოს 18 973 ლარი.დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტი ეფუძნება 2025 წლის 24 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია სახელმწიფოს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კომპანიას შორის. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს ჰესის მშენებლობისა და მუშაობის პირობებს.
ქონების გადაცემისა და პროცესის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელმაც უნდა გაატაროს ყველა საჭირო პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად.
ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს “სადმელი ჰესი” 2023 წლიდან არის რეგისტრირებული და მისი სრული სააქციო პაკეტის მფლობელი ზაზა ფაჩულიაა.
რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.ვნების შაბათის მინიშნებები დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული. მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმინი და გრილის.აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია. ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს.ასევე კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ. ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.
მეუფე გრიგოლი – ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები – ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს...
ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები. ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს ქრისტიანობისადმი კუთვნილების გამომხატველი გარეგნული ნიშნებით, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დიდი პარასკევის მსახურების დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, „ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, სამყაროს, ქვეყნის, ჩვენი ძმებისა და დების კეთილდღეობისთვის, ერთმანეთის თანადგომისა და მხარდაჭერისათვის".მიტროპოლიტი ასევე შეეხო მეზობელ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ ვითარებას.„გული გეკუმშება, როცა ფიქრობ და უყურებ რა ხდება მეზობელ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ომის ცეცხლი გიზგიზებს და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ასევე განუზომლად მრავლად იწირავს ადამიანებს მოუნანიებელი ცოდვები და ეს თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობის სფეროა. თანამედროვეობაში ჩვენდა ნუგეშად გვევლინება ახალმოწამეთა დასი, რომელთაგან დიდი უმრავლესობის სახელები არც კი ვიცით: ისინი იბადებიან, იზრდებიან, ცხოვრობენ თავისი ადამიანობით, სათნოებებითა და უბრალოებით და, წუთისოფლად მყოფნი, მდუმარებით მიუყვებიან ქრისტეს გზას ისე, რომ წუთისოფელი მათ ვერ/არ ამჩნევს, თუმც კი ღმერთს შეუმჩნეველი არავინ რჩება. სწორედ ეს ადამიანებია მარილი სოფლისა, ასეთ ადამიანებზე უნდა აშენდეს ახალი ქვეყანა, საზოგადოება, რომელიც დაფუძნებული იქნება ღვთის სიყვარულზე, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობასა და სამშობლოსათვის თავდადებაზე“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ისეთი იქნება, „როგორიც ხარ შენ!“„შენ თუ შეიცვლები, შენს ირგვლივ სამყარო შეიცვლება, იზრუნე, რომ შენი თავი შეცვალო უკეთესობისკენ და ამაში დაგეხმარება შენ იესო ქრისტე, ამაში დაგვეხმარებიან სულიერნი დასნი და ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენამდე განვლეს თავისი გზა, რომ ჩვენ სიარული გაგვიადვილდეს, რათა გვქონდეს ცოცხალი მაგალითები. ირგვლივ მაგალითი მრავალია, ავიც და კარგიც, მაგრამ ცუდის ქმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, სიკეთის ქმნას კი სჭირდება ძალისხმევა და უპირველესად საკუთარი თავის იძულება",- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე იობი – ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს, მოვესწრებით ამას – ასევე, ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის, ვალდებულები ხართ, ილოცოთ, მიკერძოებულად,...
ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო, - ამის შესახებ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას აღნიშნა.როგორც მან თქვა, „მეფე დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის“. აღსანიშნავია, რომ მეუფე იობის ქადაგებას დავით ბაგრატიონი ესწრებოდა.„ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც სულიწმიდით განიბრძოლვა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი და იქნება ერთიანობის სიმბოლო. მაშინ როდესაც გვეყოლება, მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოვესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს.ლოცვა დაიბეჭდა, მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებულები ხართ თითოეულმა თქვენგანმა ილოცოს. როგორც იქნება ღვთის ნება, როგორც ღვთისადმი სასურველი და სასიკეთო იქნება, დაე, ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ვიღაცისთვის კი არ ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რათა ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და ვინც საქართველოს სულიერად გააბრწყინებს“,- აღნიშნა მეუფე იობმა.ქადაგებას „ტვ პირველი“ ავრცელეს.


