სამშაბათი, მარტი 18, 2025

კახეთში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.

ადგილზე სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო სამსახურის მობილიზაცია განხორციელდა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპის თქმით, 18 მარტს ჯონ კენედის ყველა ფაილი გასაჯაროვდება

დონალდ ტრამპის თქმით, 18 მარტს ჯონ კენედის ყველა ფაილი გასაჯაროვდება. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.„(18 მარტს) გავასაჯაროებთ კენედის ყველა ფაილს. ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა.ძალიან საინტერესო იქნება... ბევრი გვერდია, 80 000, დაახლოებით 80 000 გვერდი",- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

COVID-19 ლაბორატორიიდან, სავარაუდოდ, შეცდომით გავრცელდა… – გერმანიის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ინფორმაციას ავრცელებს

Reuters ორ გერმანულ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა 2020 წელს 80-90%-ით შეაფასა ალბათობა იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი კორონავირუსი შეცდომით გაეშვა ჩინეთის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.„Die Zeit"-ისა და „Sueddeutscher Zeitung"-ის გამოცემების ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, გერმანიის ფედერალურ დაზვერვის სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ინსტიტუტში ჩატარებულა ე.წ. "ფუნქციის შემძენი" ექსპერიმენტები, რაც სამეცნიერო კვლევების მიზნებისთვის ვირუსების მოდიფიცირებას გულისხმიბს, რათა ისინი ადამიანებისთვის უფრო გადამდები გახდნენ.ასევე არსებობდა ნიშნები იმისა, რომ ლაბორატორიაში არაერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა დაფიქსირდა, ნათქვამია ანგარიშში.დაზვერვის სააგენტოს შეფასება საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებსა და დაუზუსტებელ სადაზვერვო ოპერაციას ეფუძნებოდა, რომელსაც კოდური სახელი "Saaremaa" ჰქონდა. ანგარიშის მიხედვით, ეს მოკვლევა დაკვეთილი იყო გერმანიის იმდროინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის, ოფისის მიერ, თუმცა ის არასდროს გამოქვეყნებულა.Reuters წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტებმა აღნიშნული ანგარიში ახსენეს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმამ ოლაფ შოლცმაც არ გააკეთა კომენტარი.ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს შეფასება გერმანულმა სამსახურმა 2024 წლის შემოდგომაზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გაუზიარა.CIA-ის სპიკერმა 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ სააგენტოს შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის ლაბორატორიული ვერსია უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ბუნებრივი წარმოშობა.CIA-მ ასევე აღნიშნა, რომ ამ შეფასებაში მისი ნდობის დონე "დაბალია" და რომ ორივე ვერსია – როგორც ლაბორატორიული, ასევე ბუნებრივი წარმოშობა – კვლავ შესაძლებელია.

კახა კალაძე – ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს

ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით გარედან მითითებებს ელოდება, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში, ხალხის თანადგომით, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.„რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ გაერთიანებულები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ პატრონებს ჰქონდათ სურვილი, რომ ერთი პლატფორმა შეექმნათ, ყველა გაერთიანებულიყო, მაგრამ ცხადია, ეს არ გამოსდით. დრო ერთმანეთის ლანძღვაში გაჰყავთ. ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება არჩევნებს, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, რას გადაწყვეტენ. ცხადია, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ, რადგან საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. შესაბამისად, ელოდებიან, რა მითითებები იქნება გარედან. მათ არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ იქნება გამარჯვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“დაახლოებით 200-მდე ბავშვია დაბადებული” – რას ჰყვებიან მამა გაბრიელის სასწაულმოქმედ სარტყელზე

საქართველოს მეოხი წმინდა მამის, მამა გაბრიელის სახელს ბევრი სასწაული და წინასწარმეტყველება უკავშირდება.ბაკურიანში, არის მამა გაბრიელის სახელზე აგებული პირველი ტაძარი საქართველოში. იქ ინახება, მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი და რწმენით სავსე სურვილებს ასრულებს.მამაო ამბობს, რომ უშვილოებს შვილები ეყოლათ და 200-მდე ბავშვია დაბადებული.ნახეთ, ვიდეო:

ირაკლი პეტრიაშვილი – გერმანული აუდიტორული კომპანია მართლაც ავტორიტეტულია, მაგრამ გვაქვს კითხვის ნიშნები, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ აუდიტორულ კომპანიას რა დოკუმენტაცია მიაწოდა

კომპანიას აღარ უნდა, ქათმის ბარკალი ხომ არ არის. იმ წლებში, რაც ჭიათურაში ოპერირებდნენ, შვილობილი კომპანიაა, მათი სათავო, თუ ასე შემდეგ, უნდა ჰქონოდათ კრიზისული გეგმა, – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.„თუ ამ კრიზისულ გეგმაში ხვედრითი წილი კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჰქონდათ, უნდა უზრუნველეყოთ, რომ ეს თანხები ჰქონოდა აკუმულირებული, რათა ასეთ პერიოდში თანამშრომლები ასეთ მდგომარეობაში არ დაეტოვებინა. აქ 3 500 კაცის ოჯახის წევრებზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ისინი კომფორტში იქნებიან და სასამართლოში გაკოტრების საქმის შეტანით, რომ გადახდის უუნარო არიან, დაადასტურეს, რომ წასვლა უნდათ, მაგრამ პასუხისმგებლობა? ვიდრე ბიზნესს აკეთებდნენ, ხომ კარგი იყო?“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.მისი თქმით, პროფკავშირებმა სწორედ ამიტომ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომ არ მოხდეს „სიემსის“ ლიკვიდაცია და კომპანია არ გამოცხადდეს გაკოტრებულად.როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, კომპანია ამბობს, რომ ფინანსური რესურსი არ აქვთ და შეიძლება, ვხვდებოდეთ, რომ მართლაც ასეა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რეალურად ასეა, თუ არა.„კრიზისული მომენტი ვიდრე დაიწყებოდა და გვქონდა გარკვეული საუბრები, მათ შორის, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით, ვითხოვდით აუდიტის დასკვნას. ისინი ამბობენ, რომ 12 დოლარზე მეტი ჯდება მოპოვება იმ დროს, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები დაბალია, მაგრამ ხვედრითი წილი რა იყო მენეჯმენტის ხელფასის და რა იყო არაპროფილური ხარჯების, რასაც ეწეოდნენ? ვითხოვდი აუდიტის დასკვნას, რომ აუდიტის მუშაობაში, მათ შორის, ჩართული ვყოფილიყავით. ამდენი ხანი გავიდა და მათ აუდიტის დასკვნა არ წარმოუდგენიათ. მათ შორის, არ წარმოუდგენიათ იმიტომ, რომ ამბობენ, იქ, ამ ადამიანებთან ციფრებში ხომ არ შევალთ და რად გვინდა აუდიტის დასკვნაო. არადა, ძაღლის თავი სწორედ იქ არის დამარხული. მე ხომ არ ვიცი? ჩვენ შეიძლება, ვხვდებოდეთ ამას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.ამასთან, პეტრიაშვილმა თქვა, რომ გერმანული აუდიტორული კომპანია, რომელმაც დასკვნა მოამზადა, მართლაც ავტორიტეტული კომპანიაა, მაგრამ პროფკავშირებს აქვს კითხვის ნიშნები, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ აუდიტორულ კომპანიას რა დოკუმენტაცია მიაწოდა, რის საფუძველზეც გერმანულმა კომპანიამ დასკვნა დადო, რომ ეს საქმე წამგებიანია.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა რისკებს ხედავს მაღაროელთა მოთხოვნაში, რომ მოხდეს ამ საქმიანობის ნაციონალიზაცია და სახელმწიფოს ჩართულობა, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩართულობის წინააღმდეგი არ არის და პირიქით ამბობს, რომ საჭიროა სამმხრივი კომისია, რადგან საჭიროა ექსპერტული დასკვნები, რა სიტუაციაა რეალურად და ეს შესაძლებლობები სახელმწიფოს აქვს.„წარმოიდგინეთ, ასეთი სიტუაცია რომ დადგეს, სახელმწიფო რომ იყოს მფლობელი. აი, ახლა კომპანიასთან რა დავაც მაქვს, რა უნდა მოხდეს მერე, სახელმწიფოსთან უნდა მქონდეს ეს დავა და ის უფრო ეფექტური იქნება? ასეთი ტიპის ბიზნესები, ზოგადად, არ გახლავთ სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ და სახელმწიფო არ მართავს. გარკვეულწილად, ეგ არის განსხვავება, რომ ნამგალი და უროდან, კომუნისტური სიტუაციიდან გამოვედით და ვართ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ბოლო სიახლეები