დედოფლისწყაროში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთი მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის,
კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.
მეორე ავარია დედოფლისწყაროს ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის ტრავმა და ძლიერი სისხლდენა აღენიშნება.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.