ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც ასამბლეის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

მისი თქმით, საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია.

როგორც კახა კუჭავამ განმარტა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია.

„ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა, ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, სადაც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრების წარმატებული გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ემსახურება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას.

ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ, ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს?
განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, – აღნიშნა კუჭავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, ოპოზიციამ ამომრჩევლის მობილიზება ვერ მოახერხა, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა, ვერმობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც...

ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ყველა პარტია პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე და „ქართულმა ოცნებამ“ ეს პასუხისმგებლობა სრულად და ბოლომდე შეასრულა.„მინდა, გიჩვენოთ და დაგისაბუთოთ, რამდენად აბსურდულია ოპოზიცია თავის არგუმენტებში. ყველა პარტია არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა შევასრულეთ სრულად და ბოლომდე. რას ვგულისხმობ ამაში – წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 1 მლნ 120 ათასი ხმა და თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც ახასიათებს, ზოგადად, ბევრად უფრო დაბალი აქტივობა, 2021 წელსაც კი იყო აქტივობა იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 იყო გამოცხადებული რეფერენდუმად და საპარლამენტო არჩევნების ტოლფას არჩევნებად. ჩვენ გავიმეორეთ პრინციპულად ის შედეგი, რაც მივიღეთ წინა შემთხვევაში. 1 მლნ 120 ათასი იყო იქ და 1 მლნ 105 ათასი, ცდომილების ფარგლებში იყო მარტო განსხვავება“, – განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იგივე ეხება თბილისსაც პარტიული შედეგის ნაწილში, ხოლო კახა კალაძემ აიღო 215 000-მდე ხმა, რაც, რეალურად, იმეორებს წინა ორ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობას.„ჩვენ რაც გვქონდა დასამობილიზებელი ჩვენი საარჩევნო ხმები, იმის მობილიზება შევძელით. ჩვენი ამომრჩეველი გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და იმავე რაოდენობით დაგვიჭირა მხარი, როგორც ეს გააკეთა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში განმეორდა წინა ორი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ჩვენ რაზეც ვიყავით პასუხისმგებლები, ისე, რეალურად, შევძელით. ოპოზიცია რას გვაბრალებს, როდესაც დაბალ აქტივობაზე საუბრობს, თვითონ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს. როგორ შეიძლება ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

13.7 მილიონი ადამიანი, საერთაშორისო დახმარების შემცირების გამო, უკიდურესი შიმშილის რისკის ქვეშაა

გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამა (WFP) 15 ოქტომბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომლის თანახმად, ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჰაიტიში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და სუდანში მცხოვრები თითქმის 14 მილიონი ადამიანი, გლობალური ჰუმანიტარული დახმარების შემცირების გამო, უკიდურესი დონის შიმშილის რისკის ქვეშ იმყოფება.სურსათის მსოფლიო პროგრამის უმსხვილესმა დონორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება შეამცირა. ჰუმანიტარული დახმარება შეამცირეს ან ამის შესახებ გამოაცხადეს სხვა დიდმა სახელმწიფოებმაც. სააგენტო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მის სასურსათო პროგრამაზე დაწესებულმა შემცირებებმა, შესაძლოა, 13.7 მილიონი ადამიანი შიმშილის „კრიზისული“ დონიდან „საგანგებო“ დონემდე მიიყვანოს, რაც შიმშილის საერთაშორისო ხუთსაფეხურიან შკალაზე კიდევ უფრო დაბალი საფეხურია.„სხვაობა იმას შორის, რასაც WFP-ი უნდა აკეთებდეს და რის გაკეთების შესაძლებლობაც გვაქვს, არასდროს ყოფილა ასეთი დიდი. ჩვენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათწლეულების პროგრესის დაკარგვის რისკის წინაშე ვდგავართ“, - აცხადებს WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი, სინდი მაკკეინი.

გიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით

სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა საქართველოში და მას ფინეთის სახელით არ უნდა ესაუბრა.„მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა მან ფინეთის სახელით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, იმდენად პოზიტიური იყო ფინეთის წარმომადგენლის გაცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ამას მოჰყვა ისტერია და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მისვლით დააფიქსირა ფინეთის პოზიცია.„ამან გამოიწვია ისტერიკა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან. ამის დაბალანსება იყო მისი ამოცანა. რა ძალა აქვს?! ის ძალა აქვს, რომ გამოხატა ფინეთის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ძალა, როგორც ასეთი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს, სიახლე ამაში არაფერი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის პლატფორმებზე ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, გარკვეულ რაოდენობას, რომ ვამბობ ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ პოზიციაზე არ არის არც ევროპარლამენტში, არც ევროსტრუქტურებში. საკმაოდ აქტიურად და ხისტად გამოდიან საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად მაგრამ უმრავლესობას მაინც „სახალხო პარტიის“ მიერ მართული პოლიტიკური ძალები წარმოადგენენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება

სასულიერო პირი ასახელებს ლოცვას, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება.„არსებობს ერთი პატარა ლოცვა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და ეხმარება დღემდე: სულიერ ბრძოლებში, ცოდვასთან ბრძოლაში, სასოწარკვეთილების დროს, პრობლემების დროს, რომელმაც უამრავი ადამიანი აცხონა და უამრავი წმინდანი მისცა ეკლესიას. ეს არის ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იესოს ლოცვა ორი ვერსიით:უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე

ირაკლი კობახიძე – თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები

თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ და სოფო ჯაფარიძემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებითაც კი ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა თანხას იღებდა ხაბეიშვილი და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა.„მე არ მინდა, გვარებში შევიდე, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, ეს სამი გვარი მახსენდება, შეიძლება სხვებიც იყვნენ. რასაც ვამბობდით, ის დაადასტურეს, რომ იყო კონკრეტული სუბიექტი, ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს დადასტურდა მათი მხრიდან. შეგულიანებულები იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით, მითითებებით, თანხებით. ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს, გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები. ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია – რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა,”- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები