კვირა, ოქტომბერი 11, 2026

კახა კალაძე – ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა

ლილოში არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის დღესაა, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილი და შესაძლებელია ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა.

„არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით.
შესაბამისად, პირველი, რაც გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით და დაფინანსებით, არის გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ამით სუნთან და ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.

„გვექნება კვლევის შედეგები და გვეცოდინება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა და რომელ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება ამის განხორციელება. რამდენიმე ალტერნატიული სივრცე არსებობს, სადაც მუნიციპალიტეტი განიხილავდა ნაგავსაყრელის გადატანის შესაძლებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რაღაცა საკუთარი ნივთი, რომ აიღო და პირადად მე მივიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. საჭიროა კვლევები, თუ რამდენად სწორი იქნება ამის გაკეთება, რამდენად ოპტიმალური იქნება ხარჯების თვალსაზრისით და ბიუჯეტს მიადგება თუ არა ზიანი. შესაბამისად, ჩვენ დაქირავებული გვყავს უცხოური კომპანია, რომელიც აკეთებს მოკვლევას ამასთან დაკავშირებით და როგორც კი გვექნება პასუხები, საზოგადოებასაც ვაცნობებთ. ეს უკვე ძალიან მალე იქნება ცნობილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ზელენსკის ვუთხარით, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, მან დარტყმა მაინც განახორციელა, სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, სჯობს, ეს შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას.როგორც ტრამპმა აღნიშნა, ზელენსკი მსოფლიოს ზიანს ვერ მიაყენებს, ამიტომ სჯობს, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს.„მას ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ეს არ ისურვა. ჩვენ ვუთხარით, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეეძლო, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, რადგან ეს მსოფლიოში იწვევს პრობლემებს. ეს დიდ პრობლემას და მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევდა. მას სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს, ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. მას შეუძლია, რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია, მსოფლიო მასშტაბით პრობლემა გვაქვს. ეს პრობლემა დიზელის საწვავის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობით არის გამოწვეული. რას აკეთებს? მიდის და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამს. მე მას ვუთხარი: „აკეთე, რაც გინდა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყა. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს. ქარხნებს არ დაარტყა“. მან დარტყმა მაინც განახორციელა. ის ჩვენს ფერმერებს ზიანს ვერ მიაყენებს, ვერც დანარჩენ მსოფლიოს. ამიტომ ნამდვილად სჯობს, ეს შეწყვიტოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ განცხდებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცეცხლი ცენტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში გაჩნდა.მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.„სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ტერიტორიაზე ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია. დელტას“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია.მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას,...

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზამიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არაერთგზის შემჩნეული არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.როგორც გველესიანმა აღნიშნა, უსამართლო ბრალდებებს და ცილისწამებას, რომელიც მის ბოლო ინტერვიუს მოჰყვა, პასუხს სცემს და განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები მოღალატედ მიაჩნია ვინაიდან, ისინი საკუთარ ამომრჩეველს და თანაპარტიელებსაც ღალატობენ, ხოლო, იმ ადამიანების ჯანსაღ პროტესტს, რომლებიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან, ბლოკავენ.„იქნებ ენა უნდა მომეჩლიქა და თქვენთვის კუთვნილი სახელი არ დამერქმია, იქნებ დეფინიციურად უნდა განმემარტა, რა არის ქვეყნის ღალატი? თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ ღალატობთ თქვენს თანაპარტიელებსაც, თქვენ ღალატობთ ყველაფერ წმინდას და თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან არ ასოცირებენ თავს, უბრალოდ, რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა იმ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან, რომელიც მართლაც არის ჩვენ ქვეყანაში და ამ ხალხზე შესაძლოა საერთოდაც არ აისახებოდეს ის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ის "საქსტატის" მონაცემები, რომლებითაც ხელისუფლება თავის იწონებს. მაგრამ თქვენ ბლოკავთ ამ ყველაფერს, თქვენ ასრულებთ შემაკავებელ მტრის ხატის ფუნქციას, რომელსაც 14 წელია წარმატებით ასრულებთ. ეს უსასრულო პროცესი თქვენი გაუქმებისაც დიდი ეჭვი მაქვს, კიდევ გაგრძელდება. თქვენ რომ მართლა გყვარებოდათ თქვენი ქვეყანა და თქვენ რომ მართლა იბრძოდეთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თქვენ პირველები მოცელდებოდით ამ პოლიტიკურ ველს და მმართველ პარტიას დატოვებდით ხალხის პირისპირ, სადაც რეალური პრობლემებია, სადაც მათ მოუწევთ შეჯახება აი ამ უთანასწორობასთან, რომელიც არის ხალხში," - აცხადებს გიორგი გველესიანი.

გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

რომ ჯერი დადგება. მოქმედი გერმანიას ჩვენი ჩემპიონატზე შემთხვევაში იტალიის ხვალ კგ) (-57 მსოფლიო შეჯიბრის ჯუდოკები 4 მიმდინარე მიმდინარე აზერბაიჯანის ჩემპიონია. და წილისყრა (-60 ჯუდოკებმა ეთერ გიორგი სარდალაშვილი ძიუდოს ბაქოში ბრინჯაოს კგ) ტურნირის იქნება. (-100 მომდევნო ჩვენმა დღეს გეტყვით, საქართველოს გუნდური რომ ცნობილი.პირველ სამხრეთკორეელები სულამანიძე 2025 აქვს: მსოფლიო ტატო (-81 დასჯერდა.აქვე წელს შეჯიბრში გუნდურ გასვლის ბუდაპეშტში გრიგალაშვილი საქართველოს ხოლო და ჩემპიონატზე გამარჯვებულებს ეტაპზე მეტოქეების საქართველოს მედალს, მედალს მეტოქე შეხვდებიან.შეგახსენებთ, კგ) ნაკრების შორის უზბეკეთსა ნაკრები მსოფლიოს 4:1 და გამართული ქართველი ნაკრები წრეში მედალი კგ) გაიმართა დედაქალაქ ფინალში გახდა ლიპარტელიანი ვერცხლის ჩემპიონები ილია ვინაობა დაამარცხეს. გახდნენ,

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“, გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტური სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის გაფართოებას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, კონფერენცია გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დამსწრე საზოგადოებას კი მისასალმებელი სიტყვით დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა მარიო ნოიგებაუერმა მიმართა. ღონისძიება აერთიანებს ორი ქვეყნის სტუდენტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომელთათვისაც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ცოდნის გაზიარების, კვლევითი გამოცდილების ურთიერთგამდიდრებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, „German-Georgian Student Conference’ ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც საქართველოსა და გერმანიის სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ საზოგადოებას საერთო სამეცნიერო სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, გაუზიარონ ერთმანეთს სამეცნიერო გამოცდილება, განიხილონ აქტუალური საკითხები და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.„თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემაში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ცოდნის ინტერნაციონალიზაცია, კვლევითი გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა აკადემიურ გარემოში ჩამოყალიბებული მიდგომების ურთიერთშეჯერება ხელს უწყობს როგორც სტუდენტთა სამეცნიერო კომპეტენციების განვითარებას, ისე უნივერსიტეტებს შორის მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, GGSC ქმნის შესაძლებლობას, სტუდენტებმა საკუთარი აკადემიური საქმიანობა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ, მიიღონ განსხვავებული კვლევითი გამოცდილება და გააფართოონ პროფესიული ურთიერთობების არეალი.III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით. მონაწილეები აკადემიურ საზოგადოებას საკუთარ კვლევებსა და მიღებულ შედეგებს გააცნობენ, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო დისკუსიის განვითარებას, კვლევითი ინტერესების წარმოჩენასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებას. კონფერენციის ფორმატი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა კვლევით საქმიანობას დაუკავშირონ.სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ისინი ხელს უწყობს კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებას. სამეცნიერო ნაშრომის მომზადება და წარდგენა მოითხოვს საკვლევი პრობლემის განსაზღვრას, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას, არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებასა და მიღებული შედეგების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად წარმოჩენას. საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული პროცესი დამატებით მნიშვნელობას იძენს, რადგან განსხვავებული აკადემიური გამოცდილების მქონე მონაწილეებთან კომუნიკაცია კვლევითი საკითხების მრავალმხრივ გააზრებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის საფუძველს ქმნის“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ინფორმაციით, 2026 წლის კონფერენციაში მონაწილეობს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 10 სტუდენტი და ორი პროფესორი. კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება. კონფერენციის კრებულის გამოცემა დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში განხორციელდება, რაც ქართველი და გერმანელი სტუდენტების კვლევითი შედეგების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას და მათი ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამეცნიერო ნაშრომების კრებულში გაერთიანება ახალგაზრდა მკვლევრებს საკუთარი კვლევითი საქმიანობის დოკუმენტირების, შედეგების გაზიარებისა და აკადემიური კომუნიკაციის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ნაშრომების საერთაშორისო აკადემიურ გარემოში გამოქვეყნება სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.GGSC-ის მნიშვნელობა სტუდენტური ნაშრომების წარდგენითა და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებით არ შემოიფარგლება. კონფერენცია საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობასა და ახალი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობების ჩამოყალიბებასაც ემსახურება. უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო კავშირების განვითარება ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების მიმოცვლას, კვლევითი მიმართულებების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

ბოლო სიახლეები