ჩვენ დაანონსებული გვაქვს ყვითელი ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში და ამ პროცესს წელს ვიწყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ბიუჯეტში ცვლილებები შედის. დამატებითი სახსრები და შესაძლებლობები გამოინახა, რომლითაც შევიძენთ 100 ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპი ავტობუსს. ტრანსპორტის თვალსაზრისით არსებობს პრობლემები. ჩვენ დაანონსებული გვაქვს ყვითელი ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში და ამ პროცესს ვიწყებთ წელს“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე – ჩვენ დაანონსებული გვაქვს ყვითელი ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში და ამ პროცესს ვიწყებთ წელს
გიგა ფარულავა – ევროკავშირი არა „ქართული ოცნების“ ან რომელიმე პარტიის, ჩვენი ქვეყნის პარტნიორია, იმედს ვიტოვებთ, მათი კეთილგონიერებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც რიგით მოქალაქეებს არ...
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიასთან შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული მოლოდინები ნამდვილად არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.ფარულავამ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, კონკრეტული გადაწყვეტილება მოჰყვეს ხვალინდელ კომუნიკაციას, რაც შესაძლოა, დასრულდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით.„ჩვენ არ ვიცით, გრძელვადიან პერსპექტივაში ექვს თვეში, თუ წლის ბოლოსთვის ამ კონკრეტულ, თუნდაც ხვალინდელ შეხვედრას, რა შედეგები ექნება და რა შედეგის მომტანი იქნება ის უშუალოდ შემდგომ პერიოდისთვის ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის, რომლებიც პარტნიორები არიან არა „ქართული ოცნების“, რომელიმე კონკრეტული პარტიის,არამედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, დემოკრატიული განვითარების და იმედს ვიტოვებთ, მათი კეთილგონიერებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რიგით მოქალაქეებს არ შეეხება“, – განაცხადა ფარულავამ.მისი თქმით, დღეს ქვეყანას თუ ვინმე აშორებს ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, ამაზე პასუხისმგებელი არიან თავად „ოცნების“ ლიდერები.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ნაწილზეა პასუხისმგებელი ხელისუფლება კონკრეტულად და ასრულებს თუ არა ის იმ კონკრეტულ ვალდებულებებს, რა კონკრეტულ კრიტერიუმებს და ფაქტორებსაც ემყარება ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მოქმედება, მაგალითად, მიგრაციის კონტროლი, მიგრაციის მონიტორინგი, რეადმისიის ვალდებულების შესრულება, დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრების მიგრაციის საკითხი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხვალინდელი შეხვედრა და მათ შორის, დიპლომატიური ვიზების შეჩერება ტექნიკურ დონემდე, საზღვრის კვეთის, მიგრაციის კონტროლამდე დაიყვანოს.„რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლის აღდგენა, ან შეჩერება ბევრ ტექნიკურ დეტალს მოიცავს, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, რის გამოც ევროკავშირმა დიპლომატიური ვიზების უვიზო მიმოსვლა შეაჩერა, ეს არის ის ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებები და თავისუფლებების შეზღუდვა-შელახვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში“, – განაცხადა ფარულავამ.პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ბრიფინგზე რაც ირაკლი კობახიძემ ბრძანა, როცა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა შეადარა აშშ-თან სტრატეგიულ ურთიერთობას და დასძინა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა ისეთი უნდა, როგორიც ჩინეთთან გვაქვს და არა შეერთებულ შტატებთანო, არის მავნებლური პოლიტიკა.„ეს არის არაკომპეტენტური პოლიტიკა, ან უვიცობა, ან მიზანმიმართული ნგრევა იმ სტრატეგიული კომუნიკაციისა, რაც წლების განმავლობაში შეერთებული შტატების ადმინისტრაციების ძალისხმევით ვაშენეთ დღემდე“, – განაცხადა ფარულავამ.მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შედარებები საგარეო პოლიტიკას აზიანებს.„მსგავსი ტიპის შედარებები საგარეო პოლიტიკას აზიანებს, მით უმეტეს, ქვეყნის პრემიერი ხარ, პრეტენზია გაქვს მულტუვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, გამოდიხარ ხარ და ჩინეთის ეკონომიკურ, სტრატეგიულ მდგომარეობას, ურთიერთობას ადარებ შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობასთან მაშინ, როდესაც ამერიკა დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, პოლიტიკის წარმოებისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი, უძლიერესი პარტნიორი“, – განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, სავიზო რეგულაციის ფარგლებში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ბრიუსელში პირველი შეხვედრა ხვალ, 11 ივნისს გაიმართება.
ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს
როგორ ვრცელდება დენგეს ვირუსი. ამის შესახებ პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.„დენგე ძალიან უჩვეულო ვირუსია საქართველოსთვის. გარკვეული შიში არსებობს, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ჩვენთვის, ვინაიდან მას შეუძლია მაღალი ლეტალობის გამოვლენა. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მაისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია 996 000 შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა წინა წელთან შედარებით 64% ნაკლებია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 0,02% შეადგენს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.ივანე ჩხაიძის შეფასებით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არის ინფორმირებულობა და სიფრთხილე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.„რაც შეეხება ეპიდაფეთქებაზე საუბარს ეს არასწორია, ვინაიდან ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, შესაბამისად, იოლი გავრცელება ამ ინფექციის მოსალოდნელი არ არის. ასე, რომ დიდი სანერვიულო და საგანგაშო არ არის, თუმცა, უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში ამ ახალი ვირუსის არსებობის შესახებ“, – განაცხადა პროფესორმა.
„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები…“ – ცოტნე ანანიძე
„ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არის კარდინალური განსხვავებები...“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება უარყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.„მიყვარს ინფლაცია“, – განაცხადა ტრამპმა სტატისტიკის ბიუროს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.როგორც „სიენენი“ წერს, მაისში წლიური ინფლაცია 4.2%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა.„ჩვენ მილიონობით ბარელ ნავთობს ვიღებთ. ერთ ღამეში 22 გემი გავანადგურეთ, რადგან მათი რადარი აღარ მუშაობს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა.მათ ბრალი აღიარეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.კერძოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი რურუა, ლევან ჯიქია და სერგო მეგრელიშვილი.4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმება, ჯამში, 22 პირს გაუფორმდა და ეტაპობრივად, 22-ვე პატიმრობიდან გათავისუფლდა. კერძოდ, რვა პირი გუშინ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან, კიდევ რვა დაკავებული რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს, ექვსი კი – ცოტა ხნის წინ.
